თქვენი აზრით, რა სურთ მოხუცებს საახალწლოდ? პასუხები არც ისე რთულია, ყოველდღიურ ქაოსში ისინი საჭირო ნივთებს და მცირე ბედნიერებას ითხოვენ. ზოგისთვის ეს ახალი ღამის პერანგი, მაისურები და ქუდებია, ზოგისთვის კი წითელი პომადა და წითელი მანიკურები.

საქართველოს უნივერსიტეტმა მოხუცთა პანსიონატში სურვილები შეაგროვა და მათი წერილები ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ბებია-ბაბუების სურვილების ასრულება.

"საახალწლოდ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში არსებულ ერთ-ერთ მოხუცთა პანსიონატს დავკავშირებოდით და გაგვეგო, რას ნატრულობდნენ ჩვენი საყვარელი ბებია-ბაბუები. ამ მოხუცებს რთულმა ცხოვრებამაც კი ვერ დააკარგვინა ახალი წლის რწმენა. საახალწლო სურველების ჩამოწერისას ისინი პატარა ბავშვებივით იყვნენ გახარებულები", — წერია მათ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გთავაზობთ რამდენიმე სურვილს, რომელის მოხუცებმა "სანტებისთვის" დაწერეს.

ლალი ჩარკვიანი — 78 წლის

"ლალი ბებო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. აქვს ყველაფერი, უყვარს ქუდები".

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

ნათელა ჯავახიშვილი — 75 წლის

"გილოცავთ ახალ წელს. მადლობთ, რომ გახსოვართ.

1) თბილი რეიტუზი
2) მაისურები გრძელმკლავიანი
3) ფეხსაცმელი 37 ზომა

თქვენი ნათელა ბებია"

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

ნათელა ცერცვაძე — 85 წლის

"რეიტუზი, მაისური (დიდი ზომა). გენაცვალოს ნათელა ბებო"

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

ბეჟანიშვილი ა. — 80 წლის

"სპორტულები 46 ზომა, მაისურები ფერადი. მადლობა"

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

სუკიაროვა ნინა

"ნინა ბებო არის 80 წლის. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მან მთხოვა გადმომეცა თქვენთვის, რომ გაუხარდება: თბილი რეიტუზი (48-50 ზ.), გრძელმკლავიანი მაისურები. დიდი მადლობა! ინსულტი ჰქონდა და ვერ დაწერა".

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

კოპალიანი ჯუმბერი — 79 წლის

"ელექტ. თმის საკრეჭი, წინდები (45 ზომა), ნარდი. დიდი მადლობა".

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

საბაძე გ. — 85 წლის

"1. სვიტრი (46 ზომა)

2. ხალათი

მადლობთ"

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

ფერაძე ლინა — 83 წლის

"რეიტუზი, ღამის პერანგი (48 ზომა)".

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

გულნაზი კაპანაძე — 86 წლის

"გულნაზი ბებონ გადმომცა, რომ თუ შეძლებდით, მისთვის ღამის თხელი ბამბის პერანგი მოგეტანათ. ძალიან დიდი ზომა. (50-52 ზომა)".

ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

დახმარების მსურველებმა საქართველოს უნივერსიტეტს უნდა მიმართონ.

"რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი სურვილების გარდა, შეგიძლიათ საჩუქარი საკუთარი გემოვნებითაც შეარჩიოთ და 23 დეკემბრის ჩათვლით, დატოვოთ საქართველოს უნივერსიტეტში, პირველ სართულზე. გთხოვთ, საჩუქარს დააწერეთ ადრესატის გვარი. ჩვენ, ნორმების დაცვით, უზრუნველვყოფთ საჩუქრების პანსიონატში მიტანას", — ამბობენ უნივერსიტეტში.

ამავე თემაზე: