რატომ არის პურის დედაზე გამომცხვარი პური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?
ქართულ ოჯახში გაშლილი სუფრა გემრიელი პურის გარეშე წარმოუდგენელია. ჯანსაღი პროდუქციით, დანამატების გარეშე დამზადებული პური ჩვენი სამზარეულოს ერთ-ერთი საამაყო ატრიბუტია.
თუმცა, არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ პურის სასარგებლო თვისებები ბუნებრივი საფუარის მოხმარებაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ პური ხელოვნური დანამატების გარეშე მომზადდეს, მას პურის დედაზე აცხობენ.
ამ სტატიაში რამდენიმე მიზეზს გაგაცნობთ, თუ რატომ არის პურის დედაზე მომზადებული პური ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
1. პურის დედა
ცომის მომზადებისას გამოიყენება ბუნებრივი საფუარი, რომელიც წარმოქმნის რძემჟავა და ძმარმჟავა ბაქტერიებს. ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ პურის დედაზე გამომცხვარი პური:
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- შეიცავს ვიტამინების და მინერალების დიდ რაოდენობას და უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით;
- აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და სასიკეთოდ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;
- უკეთესად მუშავდება ორგანიზმში, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას და ხელს უწყობს ყაბზობის განკურნებას.
2. მდიდარი რაციონი
არომატული პური, რომელიც თავისი სიჯანსაღიდან გამომდინარე ხანგრძლივად ინახება, ჩვენს ყოველდღიურ რაციონს მინერალებით, ვიტამინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავით ამდიდრებს. მცირეოდენი რაოდენობის მოხმარება კი, მესამედით ავსებს სადღეღამისო ნივთიერებათა ნორმას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.
3. ვიტამინები
პურის დედაზე გამომცხვარი პური შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. ესენია:
- B ჯგუფის ვიტამინები, რაც აუმჯობესებს მეტაბოლიზმის პროცესს;
- მცენარეული ცხიმები — ე.წ. იმუნიტეტის ვიტამინი;
- მცენარეული ცილები — მთავარი საშენი მასალა ორგანიზმის უჯრედებისთვის;
- უჯრედისი (იგ. მცენარეული ბოჭკო) — ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან და შლაკებისგან;
- ნახშირწყლები — ენერგიის ძირითადი წყარო ორგანიზმისთვის;
- მიკროელემენტები და მინერალები — კობალტი, სპილენძი, იოდი, რკინა, კალიუმი, მაგნი, კალციუმი.
პურის დედაზე დამზადებულ გამორჩეულ, ქართულ პროდუქტს ქმნის პური მზეთამზე, რომელიც წარმოებაში ქართული ენდემური ჯიშების ხორბლის ფქვილს იყენებს. ის უძველესი მეთოდების თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმითაა შექმნილი და მისი სასარგებლო თვისებები ლაბორატორიულად დადასტურებულია.
ფაქტები მზეთამზეს სიჯანსაღის შესახებ
მზეთამზეს პური ცხვება სუფთა ფქვილით, ბუნებრივი საფუარი "პურის დედით" და ყურძნის წიპწის ფქვილით. მზეთამზეს პური, სიჯანსაღიდან გამომდინარე, პირვანდელ სახეს ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს და იმუნიტეტსაც აძლიერებს, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.
ყურძნის წიპწის ფქვილი
ყურძნის წიპწის შემცველობა მას ძლიერ ანტიოქსიდანტად აქცევს, რაც ათჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C და ვიტამინი E. ამის ხარჯზე ძლიერდება იმუნიტეტი. ყურძნის წიპწა, იგივე კურკის შემცველობა შემდეგი სასიკეთო მახასიათებლებით გამოირჩევა:
- იცავს და აღადგენს სისხლძარღვებს;
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
- აძლიერებს ყველა სისხლძარღვის კედელს — არტერიებს, ვენებს, კაპილარებს;
- ამცირებს არტერიულ წნევას და ცუდ ქოლესტერინს;
- ორგანიზმის მატონიზირებელია;
- აძლიერებს ძვლებს და ხელს უწყობს შეხორცების პროცესებს;
- აქვს ანთების საწინააღმდეგო და სამკურნალო მოქმედება;
- აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მუშაობას;
- აუმჯობესებს ბადურის ფუნქციონირებას;
- აწესრიგებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
მრავალფეროვანი ასორტიმენტი
მზეთამზე ამ ეტაპზე პურის 8 სახეობას აწარმოებს. ესენია:
- ლომთაგორას (დიდი) თეთრი;
- ლომთაგორას ცეხვილი რუხი;
- 100%-იანი ჭვავი;
- წითელი დოლის ცეხვილი;
- ჭვია (ხორბლის და ჭვავის ნაზავი) კლასიკური;
- ჭვია მზესუმზირით;
- ჭვია ძირათი;
- თეთრი პური "ზიარი".
ჯანსაღი და მრავალფეროვანი პურით, რომელიც ამავდროულად ოჯახის ყველა წევრის გემოვნებაში ჩაჯდება, სუფრის მომარაგება მზურნველობისა და სიყვარულის გამოხატულებაა, რაც ერთმანეთს ყოველდღიურად უნდა ვაგრძნობინოთ.
კომენტარები