Fornite-ში უკვე Kratos-ით თამაში შეგიძლიათ.

Sony-მ და Epic Games-მა ერთად შეადგინეს მოკლე თრეილერი, რომელიც Kratos-ის Fortnite-ში დებიუტს ეძღვნება.

Fortnite-ის უახლესი სეზონი ახლახანს, ოთხშაბათს დაიწყო და მასში წარმოდგენილია სხვადასხვა რეალობის მონადირეები, როგორც საკოლექციო ფორმები, რომლის შოვნა შეგიძლიათ თამაშის სეზონური ბრძოლის საშვიდან (მათ შორის მანდალორი და მისი მუდმივი კომპანიონი გროგუ, იგივე Baby Yoda).

Kratos-ის ამ შემადგენლობაში შესვლა ნამდვილად საინტერესოა, თუმცა, ის შეიძლება არ იყოს ერთადერთი ვიდეო თამაშის კროსოვერი, რომელსაც ამ სეზონში ვიხილავთ — გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამაშს შეიძლება Microsoft-ის იკონური სახე Master Chief-იც შეუერთდეს.

მიუხედავად იმისა, რომ Kratos არის სონის პერსონაჟი, ის არ არის მხოლოდ PS4 ან PS5 პლატფორმების ექსკლუზივი — თქვენ შეძლებთ შეიძინოთ Kratos skin ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც Fortnite-ს ითამაშებთ.

ექსკლუზივის მხრივ, გასათვალისწინებელია ერთი დეტალი — თუ თქვენ კრატოსით PlayStation 5-ზე თამაშობთ, შეგეძლებათ გახსნათ Armored Kratos Style.