როგორც ჩანს, მსოფლიოს გარშემო არსებული ბანკების უმეტესობა აღიქვამს მომავალს, როგორც სრულიად ციფრულს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა, მომხმარებლის მოლოდინიდან ტექნოლოგიების განვითარებამდე და სწორედ ამან გამოიწვია ფინანსური მომსახურების ერთგვარი მორყევა.

სწორედ ესაა ბანკინგი როგორც სერვისის (BaaS) მძვინვარების მიზეზი 2020 წელს. ეს ერთგვარი სამშენებლო ბლოკებია, რომლითაც ბანკი ბრენდებს ამარაგებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უზრუნველყონ თავიანთი არსებული სერვისების გამართული მუშაობა და დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები.

ხალხს სურს იმ ბრენდის მომხმარებელი იყოს, რომელიც მათთვის ცნობილია. ფინანსური სერვისების სწრაფ მიღებაზე კი სულ უფრო იზრდება მოთხოვნა. ხოლო მომხმარებლის ამ დამოკიდებულებამ კიდევ უფრო დააჩქარა გაციფრულება.

"ბანკინგი აუცილებელია. ბანკები — არა", — ბილ გეითსი

როგორ მოვედით აქამდე?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რამაც კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი გახადა BaaS.

ტექნოლოგიას + არასაკმარისი ნდობა = მომხმარებლის მოლოდინის რადიკალურ ცვლილებას.

მსოფლიოს გაციფრულებამდე, ხალხს ცხოვრება სხვაგვარად "უხაროდა". ისინი, უბრალო, ძალიან მარტივი დავალების შესრულებისთვის ბანკსა თუ სხვა ტიპის კომპანიას მთელი კვირა, მშვიდად ელოდნენ. თუმცა, ეს რეალობა ციფრული სერვისების გაჩენამ საგრძნობლად შეცვალა. ახლა ნებისმიერი მომხმარებელი მოითხოვს, მის მიერ გაკეთებული ტრანზაქცია, თუ ნებისმიერი სხვა დავალება წამებში შესრულდეს. ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური პროგრესია.

მაგალითად, როდესაც რესტორანში მივდივართ და უკვე დგება საფასურის გადახდის დრო, ყოველ ჯერზე, ჩვენ ვიწყებთ მათემატიკურ ანგარიშს. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ არასასურველი რამაა მომხმარებლისთვის და რაც უფრო გამარტივდება ეს პროცესი, მით უფრო მეტად სასიამოვნო იქნება მათთვის. დღევანდელ ტექნოლოგიურ მსოფლიოში სისწრაფე და მოხერხებულობა ყველაზე მთავარი რამაა, რაც კი მომხმარებელმა შეიძლება ისურვოს, კომპანიები კი, თანამედროვე ტექნიკითა და სისტემებით, ამ ყველა მოთხოვნას მარტივად ასრულებენ.

"როდესაც ახალ სათამაშო გაქვს, უკვე რთულია დაუბრუნდე და ითამაშო ძველი სათამაშოთი", — ომრი დაჰანი.

როდესაც ჯერი ნდობაზე მიდგება, მსოფლიოს მნიშვნელობა სრულიად იცვლება. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ხალხის ნდობა ტრადიციული ბანკის სერვისების მიმართ სრულიად გაანადგურა. მომხმარებლის ინტერესი შეიცვლა, მათ ალტერნატივის ძებნა დაიწყეს. ეს უკვე აღარ იყო ის პერიოდი, როდესაც შეგეძლო ბანკის შენობის წინ გაგევლო და შენობის არქიტექტურულ გადაწყვეტაზე დაყრდნობით გეთქვა, ეს ბანკი სანდო იყო თუ, არა.

რა თქმა უნდა, ამ ფინანსურ გარდაქმნაში COVID-19-მაც დიდი წვლილი შეიტანა. პანდემიის დროს უკვე აღარავის სურს გრძელ რიგებში დგომა და მომხმარებელი უკვე დისტანციურ საშუალებებს, ისეთს როგორიც არის ონლაინ ბანკინგი, მიმართავს. ამ ახალმა ცვლილებებმა ხალხს უბიძგა ახალი სერვისების გამოყენებისკენ, ისეთების რომლებიც შესაძლოა, აქამდე არასდროს გამოუყენებიათ.

რა სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს?

პანდემიის დროს, ბიზნესებმა აქტიურად დაიწყეს სხვა შემოსავლის წყაროს ძიება. ამის გარდა, მათ აითვისეს BaaS, რადგან მომხმარებლები ბიზნესების მიმართ უფრო ლოიალურები გამხდარიყვნენ.

დღესდღეობით, თითოეულ ბიზნესს სურს მოიპოვოს მომხმარებლის გრძელვადიანი ლოიალობა. ავიღოთ, მაგალითად, გეიმინგ კომპანია Razer. მათ იმდენად მოიპოვეს მომხმარებლის ლოიალობა, რომ ზოგიერთმა Razer-ის ლოგოს ტატუც კი გაიკეთა. ასევე, როდესაც ცნობილია რომ Apple Card დიდად არ განსხვავდება სხვა ბარათებისგან, მომხმარებელი მაინც ლოიალური რჩება ბრენდის მიმართ, სულ მცირე იმის გამოც, რომ ბარათის გამოსაყენებლად აუცილებელია Apple ტელეფონის ქონა.

ბრენდებისთვის და ბიზნესებისთვის BaaS (ბანკინგი როგორც სერვისი) ძალიან კარგი მეთოდია მომხმარებლის მოზიდვისთვის, სანდოობისთვის და “მიჯაჭვულობისთვის“ ჩამოყალიბებისთვის.