სად და რა ფასად შეძლებთ კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას
ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს აღწევს.
ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაიზარდა PCR ტესტის ჩატარების მსურველთა რაოდენობაც. სავალდებულო ტესტირების შემთხვევაში, პირს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება, ოჯახის ექიმი ტესტის გასაკეთებლად კონკრეტულ კლინიკაში ამისამართებს. ამ დროს ტესტირება უფასოა. თუმცა გარდა ამისა, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში მიიღონ კორონავირუსის დიაგნოსტირებისათვის საჭირო ფასიანი მომსახურება. რა თქმა უნდა, განსხვავებულია ფასები და დრო.
ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება ბინაზე მომსახურებას, ამასთან, პასუხების დაჩქარებასა და ანტიგენზე ან ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების ჩატარებასაც გთავაზობთ. On.ge დაინტერესდა, რომელ დაწესებულებაში, როგორ ხდება კორონავირუსის დიაგნოსტირებისათვის საჭირო მომსახურების მიღება და რამდენიმე მათგანზე დეტალური ინფორმაცია შეაგროვა.
ავერსი
ავერსის კლინიკებში მომსახურები მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე მისვლით, ასევე, ლაბორატორიის ბინაზე გამოძახებით. კლინიკაში ტესტის ღირებულება 150 ლარია, სახლში — 175. პასუხი, ჩვეულებრივ, 24 საათის შემდეგ გეცოდინებათ, თუმცა შესაძლებელია დაჩქარებაც, რა დროსაც 200 ლარს იხდით.
ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი 30 ლარი, ხოლო ანტიგენზე — 75 ლარი ღირს. ორივე კვლევა ერთად კი, 100 ლარია. პასუხები, დაახლოებით, 5-6 საათში ხდება ცნობილი. სერვისის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00-დან 19:00 საათამდე. გარდა ამისა, ცენტრალური ფილიალი, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს, მუშაობს შაბათ-კვირასაც.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 27ბ
ცხელი ხაზი: 032 250 07 00
თბილისის ზღვის ჰოსპიტალი
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, PCR ტესტი მხოლოდ კლინიკაში ტარდება და მისი ფასი 140 ლარია. პასუხი 24-დან 48 საათის შუალედში ხდება ცნობილი. რაც შეეხება სწრაფ ტესტს, იგი 50 ლარი ჯდება.
მომსახურების მიღებას ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში შეძლებთ. მათ შორის, შაბათ-კვირასაც.
მისამართი: ვარკეთილი -3, IV მ/რ, ნაკვეთი 14-430 N14
ცხელი ხაზი: 032 250 50 33
კატასტროფის ცენტრი
აქ PCR ტესტის ღირებულება 160 ლარია და მისი ჩატარება მხოლოდ ბინაზე მისვლით ხდება. პასუხს, ჩვეულებრივ 24 საათი სჭირდება, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, დრო 48 საათამდეც მერყეობს.
ამასთან, ცენტრში აკეთებენ ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტსაც, რაც 130 ლარი ღირს. ანტისხეულზე — 100 ლარი. კატასტროფის ცენტრი 24 საათი, კვირაში 7 დღე მუშაობს.
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
ცხელი ხაზი: (595) 33 18 03; 231 13 21
ნიუ ჰოსპიტალსი
PCR ტესტს ნიუ ჰოსპიტალში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე ატარებენ. ტესტირების ფასი 120 ლარია და პასუხს 24 საათის შემდეგ იგებთ. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მათ ბინაზე გამოძახების სერვისი არ აქვთ.
ნიუ ჰოსპიტალსში ანტისხეულების ტესტის ღირებულება 30 ლარია. ამ შემთხვევაში, პასუხი 2 საათში ხდება ცნობილი.
მისამართი: თბილისი, კრწანისის ქუჩა 12
ცხელი ხაზი: 032 219 01 90
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
დავით ტატიშვილის კლინიკაში PCR ტესტებს ორ ფილიალში აკეთებენ: ისნისა და საბურთალოს. ამასთან, ბინაზე მომსახურების სერვისი მხოლოდ ისნის ფილიალში აქვთ. კლინიკაში მისვლის შემთხვევაში 150 ლარს იხდით, ხოლო ბინაზე — 180-ს.
ამასთან, კლინიკაში გვითხრეს, რომ ამას ემატება ტრანსპორტის ხარჯებიც: 20 ან 30 ლარი, ტერიტორიის მიხედვით. პასუხი 24-დან 48 საათის შუალედში ხდება ცნობილი.
"ვაკეთებთ კიდევ სისხლით, ადგილზე მოსვლით 80 ლარი ღირს, ბინაზე — 120, ამაში ჩანს მიმდინარე და გადატანილი ვირუსი" — გვითხრეს იქ.
ტესტირება ხდება ყოველდღე, დილის საათებში, წინასწარი ჩაწერით.
მისამართი: თბილისი, აბულაძის ქ. 7
ცხელი ხაზი: 291 31 19; 291 32 42
მისამართი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 55
ცხელი ხაზი: 2 800 818; (591) 882 144
მისამართი: თბილისი, მარიჯანის ქუჩა 2ბ
ცხელი ხაზი: 2 186 186; 2 186 187
ციტო
ციტოშიც ორივე სახის მომსახურების მიღება შეგიძლიათ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. კლინიკაში ტესტირების ღირებულება 150 ლარია, ხოლო ბინაზე — 200. პასუხის დაჩქარება არ ხდება და 24-36 საათშია ცნობილი.
მისამართი: თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. 40, 0179
ცხელი ხაზი: 032 229 06 71
მედკაპიტალი
მედკაპიტალში ტესტი მხოლოდ ადგილზე კეთდება.
"ყველასთვის კეთდებოდა, თუმცა შეიცვალა რეგულაცია და ჩვენი ბენეფიციარები, უშუალოდ ჩვენთან დარეგისტრირებულ ბენეფიციარები, რომელთაც აქვთ მკვეთრად გამოხატული სიმპტომი და გადმოასამართებს ოჯახის ექიმი, ადგილზე მოდიან. ამ დროს უფასოა", — გვითხრეს კლინიკაში.
პასუხი ცნობილი 24 საათში ხდება.
მისამართი:
თბილისი, გამრეკელის ქ. 19
თბილისი, მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3
თბილისი, წერეთლის გამზირი 138
ცხელი ხაზი: 032 272 09 09
ჯეოჰოსპიტალსი
რაც შეეხება ჯეოჰოსპიტალს, აქ მხოლოდ კლინიკაში მომსახურებაა. საქართველოს მოქალაქისთვის ტესტის ღირებულება 150 ლარია, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის — 180.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, პასუხს 24 საათის შუალედში იგებთ, ხოლო უარყოფითს, მოგვიანებით, დაახლოებით, 48 საათში. გამომდინარე იქედან, რომ ჯეოჰოსპიტალს სხვადასხვა რეგიონში აქვს ფილიალები, მომსახურების დრო და დღეები ყველგან განსახვევბულია. ამასთან, ვანისა და ზესტაფონის ფილიალში სწრაფი ტესტებიც კეთდება.
"ვანი-ზესტაფონი ონლაინ ცხელების კლინიკებია, სადაც ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე თუ მივა პაციენტი, ჩაუტარებენ უფასო ტესტირებას. თუ სურვილის შემთხვევაში მიმართავს, 150 ლარი", — გვითხრეს კლინიკაში.
მისამართ: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი 45
ცხელი ხაზი: 032 250 52 22
მედდიაგნოსტიკა
მედდიაგნოსტიკაში ტესტის ღირებულება, ჩვეულებრივ, 150 ლარია. თუ ბინაზე გსურთ მომსახურების მიღება, მაშინ — 180. პასუხს 24 საათში იგებთ.
ამასთან, აქ ანტისხეულებზეც აკეთებენ ტესტირებას. კერძოდ, ეს ტესტი კლინიკაში 100 ლარი, ხოლო ბინაზე 120 ლარი ჯდება.
მისამართი: თბილისი, პეკინის ქუჩა 41
ცხელი ხაზი: (514) 10 60 70, 280 02 00
ნეოლაბი
ნეოლაბში მომსხურების მიღება წინასწარი ჩაწერით, კლინიკაში მისვლით 110 ლარად შეგიძლიათ. ბინაზე გამოძახების შემთხვევაში — 150 ლარად. პასუხი 24 საათში ხდება ცნობილი, თუმცა შესაძლებელია დაჩქარებაც. მაგალითად, თუ იმავე დღეს, საღამოს 8 საათამდე გსურთ მისი გაგება, მაშინ 220 ლარს იხდით.
აქ ანტიგენის ტესტს არა, თუმცა ანტისხეულისას ატარებენ. ფასი 40 ლარია.
ტესტირების ჩატარება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10-დან 16:00 საათამდე შეგიძლიათ.
მისამართი: თბილისი, ტაშკენტის ქუჩა 47
ცხელი ხაზი: (032) 239 28 03; 214 44 47; 239 28 96
მისამართი: ბათუმი, ჭავჭავაძის გამზირი 70
ცხელი ხაზი: (+995) 596 39 10 00; (+995) 596 39 11 00
ევექსი
ევექსის ფილიალებში PCR ტესტის ჩატარება კლინიკაში მისვლითაა შესაძლებელი. უფასოა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ექიმის შესაბამისი მიმართვა და კორონავირუსის სიმპტომები გაქვთ. პასუხი 24-48 საათის ფარგლებში ხდება ცნობილი.
გარდა ამისა, ევექსში გვითხრეს, რომ მათ "მოძრავი კლინიკა", ე.წ. ევექსმობილი დაემატათ. იგი სპორტის სასახლესთან განთავსდება და ტესტირება ჩაწერის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ღირებულება 130 ლარია.
ევექსმობილი პაციენტებს მოემსახურება ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 20:00 საათამდე.
ცხელი ხაზი: 032 2 55 05 05
მეგალაბი
მეგალაბში გვითხრეს, რომ სახლში მომსახურების სერვისი დროებით შეჩერებულია. თუმცა PCR ტესტის ჩატარებას კლინიკაში მისვლით შეძლებთ. მისი ღირებულება 120 ლარია, პასუხს 24 საათში იგებთ.
ამასთან, იქ ანტიგენის ტესტსაც ატარებენ, რომელიც 70 ლარი ღირს. რაც შეეხება ტესტს ანტისხეულებზე, მისი ღირებულება 75 ლარია.
მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 24
ცხელი ხაზი: 032 205 11 11
მედ 11
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ მედ 11-ში PCR ტესტი ბინაზე გამოძახებით ტარდება. მისი ღირებულება 180 ლარია. გარდა ამისა, აქ ანტიგენზე დამყარებულ ტესტებსაც აკეთებენ, რომელიც 80 ლარი ღირს. ცენტრი ყოველდღე 24 საათის განმავლობაში ემსახურება პაციენტებს.
"ჩვენ მიგვაქვს აღებული ბიოლოგიური მასალა ჩვენს კონტაქტორ ლაბორატორიებში, სადაც უკვე ტარდება ესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და შემდგომ გიგზავნიან პასუხებს", — გვითხრეს მედ 11-ში.
ცხელი ხაზი: 591 11 20 00
მისამართი: თბილისი, კრწანისის 12
On.ge ეცადა მაქსიმალურად ბევრი ლაბორატორიის შესახებ მიეღო ინფორმაცია. დამატების შემთხვევაში, სტატია განახლდება. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კომენტარები