7 შემთხვევა, როცა ერთი სერიალის გმირებმა სხვა სერიალში ამოყვეს თავი
არაფერი სჯობს იმაზე დაკვირვებას, როგორ იკვეთება შენთვის ნაცნობი ორი სამყარო ერთმანეთთან. ეს დაახლოებით იმ შეგრძნებას ჰგავს, როცა უცებ აღმოაჩენ, რომ შენი ორი კარგი მეგობარი ერთმანეთს იცნობს! სერიალების ინდუსტრია უკვე რამდენიმე ათწლეულია, სიუჟეტური ხაზების ერთმანეთში გადახლართვის მეთოდს იყენებს, რასაც უფრო მარტივად (და უფრო არაქართულად) ქროსოვერს უწოდებენ.
ქროსოვერები გვხვდება კომიქსებში, ფილმებში თუ კომპიუტერულ თამაშებში. რთულია იმის თქმა, საიდან იღებს ეს ტექნიკა სათავეს, თუმცა ლიტერატურისთვის ეს ხერხი უცნობი ნამდვილად არაა. სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქროსოვერი ტომ სოიერის გამოჩენაა ჰეკლბერი ფინის თავგადასავალში.
დღეს წარმოგიდგენთ 7 გამორჩეულ ქროსოვერს ჩვენი საყვარელი სერიალებიდან:
1. Scooby-Doo / Supernatural
Scoobynatural
ზებუნებრივის მეცამეტე სეზონის მეთექვსმეტე ეპიზოდში სემი, დინი და კასტიელი სკუბი დუს ანიმაციურ სამყაროში გადადიან და Scooby Gang-თან ერთად ხსნიან საიდუმლოს.
2. Scandal / How to Get Away with Murder
Allow me to reintroduce myself
სკანდალის მეშვიდე სეზონის მეთორმეტე ეპიზოდში ენელიზ კიტინგი და ოლივია პოუპი ერთმანეთს ხვდებიან და ერთად მუშაობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანიანების მასობრივი დაპატიმრების საქმეზე.
3. Flash / Supergirl
The Duet
სუპერგმირების სამყაროში ქროსოვერები იმდენად ხშირია, რომ რთულია, რაიმე განსხვავებული შექმნა, მაგრამ Flash-ისა და Supergirl-ის შემქმნელებმა ეს მაინც შეძლეს: Flash-ის მესამე სეზონის მეჩვიდმეტე სერიაში ფლეში და სუპერგოგონა ალტერნატიულ რეალობაში ხვდებიან ერთმანეთს და მუსიკალური ნომრებით გვანებივრებენ.
4. Game of Thrones / Westworld
The Winter Line
ვესტვორლდის მესამე სეზონის მეორე ეპიზოდში ბერნარდი და სტაბი დელოსის უზარმაზარ ნაგებობაში მიაბიჯებენ, როცა ბერნარდი კითხულობს, როგორ მოხვდნენ "მეოთხე პარკში". უკანა ფონზე ვხედავთ ისტორიულ კოსტიუმებში გამოწყობილ "ჰოსტებს". სტაბსი ამბობს, რომ ყველა პარკი დახურულია, ტექნიკოსები კი ჯერჯერობით ელიან, რა ბედი ეწევათ.
სწორედ ამ დროს ჩნდებიან ტექნიკური პერსონალის უნიფორმებში ჩაცმული დევიდ ბეიოფი და დ.ბ ვაისი, GoT-ის შემქმნელები.
"მყიდველი ვიშოვე", — ამბობს ვაისი.
"რა?" — უკვირს ბენიოფს.
"რაღაც სტარტაპია კოსტა რიკაში", — პასუხობს ვაისი.
"ჰო, მაგრამ ეს კოსტა რიკაში როგორ უნდა ჩავიტანოთ?"
"ნაწილ-ნაწილ" — ამბობს ვაისი და სწორედ ამ დროს ვიგებთ, რომ საუბარი დაენერის ტარგარიენის ცნობილ დრაკონზე, დროგონზეა.
ეს ქროსოვერი კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მასში Jurassic Park-იცაა გარეული. სერიალი Westworld რეჟისორ მაიკლ ქრიქტონის მიერ 1973 წელს გადაღებულ ამავე სახელის მქონე ფილმს ეფუძნება. ქრიქტონი 1990 წელს გამოცემული რომანის, იურული პერიოდის პარკის ავტორიცაა, რომელიც შემდეგ საკულტო ფილმად იქცა.
იურული პერიოდის პარკი კოსტა რიკას სანაპიროსთან, გამოგონილ კუნძულზე, ისლა ნუბლარზეა განლაგებული.
ასე რომ, დრაკონის შეძენით სავარაუდოდ ის კომპანიაა დაინტერესებული, რომელსაც იურული პერიოდის პარკი ეკუთვნის.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Westworld-ის შემქმნელებმა Game of Thrones-ით აღფრთოვანება ღიად დააფიქსირეს.
5. The Simpsons / X-Files
The Springfield Files
ქროსოვერებზე საუბრისას სიმპსონებს გვერდს ვერ ავუვლიდით!
The Springfield files – სიმპსონების მერვე სეზონის მეათე ეპიზოდია, რომელშიც უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებული ჰომერი საკუთარი აღმოჩენის შესახებ ლეგენდარულ აგენტებს, მაულდერსა და სკალის ესაუბრება.
6. The Simpsons / Family Guy
The Simpsons Guy
Family Guy-ის მეცამეტე სეზონის პირველ ეპიზოდში გრიფინებს სპრინგფილდთან ახლოს მანქანას მოპარავენ, რის შემდეგაც მათ სიმპსონები შეიფარებენ.
ქროსოვერის იდეა Family Guy-ის აღმასრულებელ პროდიუსერს ეკუთვნოდა, რომელიც ადრე სიმპსონების სცენარისტი იყო.
სერია ეთერში 2014 წელს გავიდა.
7. ჩემი ცოლის დაქალები / ხელოვნური სუნთქვა
ფოტო: ფორმულა კრეატივი
თუკი ქართული ტელესერიალების მოყვარული ხართ, ალბათ, გემახსოვრებათ მომენტი, როდესაც ჩცდ-ს ნელიკომ სასწრაფო გამოიძახა და მასთან ხელოვნური სუნთქვის ექიმები მივიდნენ. ფორმულა კრეატივმა ასე დააკავშირა თავისი ორი პოპულარული სერიალი ერთმანეთთან.
გიყვარს სერიალები? მაშინ შემოგვიერთდი Facebook ჯგუფში ერთი სერიაც და და ერთად მოვიტყუოთ თავი, რომ ერთ სერიასაც ვნახავთ და მერე აუცილებლად დავიძინებთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები