უნგრეთის მთავრობამ ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ შვილის აყვანის აკრძალვა მოითხოვა
უნგრეთის მთავრობა ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის ემზადება, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანას შეუზღუდავს.
წინადადება მოიაზრებს, რომ "დედა არის ქალი, მამა არის კაცი" და იგი მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს მისცემს უფლებას, აიყვანონ შვილი.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არაა დაკანონებული, შვილის აყვანა შესაძლებელია, თუ ამის შესახებ მოთხოვნაზე ერთ-ერთი პარტნიორი განაცხადებს.
შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე დაგმეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, პარლამენტს მმართველმა მემარჯვენე ფიდესის პარტიამ ამ კვირას წარუდგინა. მათი მოთხოვნაა, ბავშვები გენდერული როლების "ქრისტიანული" გააზრებით აღიზარდონ.
"ამგვარად იმის უზრუნველყოფა მოხერხდება, რომ განათლება უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობასა და ჩვენს ქრისტიანულ კულტურასთან იყოს თანხვედრაში", — წერია კანონპროექტის განცხადებაში.
უნგრეთის მთავრობამ, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანია, 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე განახორციელა არაერთი საკონსტიტუციო ცვლილება. ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტით უკვე განსაზღვრულია, რომ "ქორწინების ინსტიტუტი არის კავშირი კაცსა და ქალს შორის" და რომ "ოჯახი ეროვნული ძლიერების საწყისია".
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ერთ ადამიანს შვილად აყვანა მხოლოდ საგანგებო ნებართვით შეეძლება, რომელსაც ოჯახური საქმეების განმკარგველი მინისტრი გასცემს. სწორედ ამ მიზეზით განიხილება, რომ კანონპროექტი გარდა ლგბტქ ადამიანებისა, მარტოხელა მშობლების წინააღმდეგაცაა მიმართული.
ეს ქმედება ფიდესის მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯია ოჯახის იმ ცნების გასამყარებლად, რომელიც მხოლოდ ქმრის, ცოლისა და შვილების ერთობას მოიაზრებს. ამის საფუძვლად ასახელებენ, რომ ტრადიციული ოჯახი ულტრალიბერალ იდეოლოგებს მიზანში ჰყავთ ამოღებული და ამ ცნებას დაცვა სჭირდება. ამ მოტივით უნგრეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსსაც კი გამოეთიშა, რომელსაც მმართველი პარტია "ლგბტ პროპაგანდას" მიაწერს.
ცვლილებები, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში შევა ძალაში, თუკი მას ფიდესის პარტიის უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტის ორი მესამედი დაუჭერს მხარს.
ამ შემთხვევაში ქვეყანაში მცხოვრები ერთნაირსქესიანი წყვილები შვილის აყვანას ვეღარ შეძლებენ. ამასთან, უნგრეთში, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ბავშვს მარტოხელა მშობელი ზრდის, რის გამოც ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობა მათ დისკრიმინაციაშიც დაადანაშაულა.
ლგბტქ ჯგუფების განცხადებით, კანონპროექტი განზრახ შემუშავდა იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, შეუძლებელია მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება.
"დრო შემთხვევით შერჩეული არაა", — წერია Háttér Society-ის განცხადებაში, — "ეს წინადადება, რომელიც საერთაშორისოდ და ევროპაში აღიარებულ ადამიანის საბაზისო უფლებებს ზღუდავს, ზუსტად იმ დროს წამოაყენეს, როცა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება შეუძლებელია".
მაისში უნგრეთის პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დაბადებისას განსაზღვრული სქესის საპირისპიროს მითითებას კრძალავს. მაშინ უფლებადამცველთა ჯგუფებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს ლგბტქ მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციას კიდევ უფრო გააღრმავებდა და წაახალისებდა.
"ადამიანები პანიკაში არიან — სურთ გაიქცნენ უნგრეთიდან იქ, სადაც მათ გენდერულ იდენტობას ცნობენ", — ამბობს ტინა კორლოს ორბანი, Transvanilla Transgender Association-ის ვიცე პრეზიდენტი.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
კომენტარები