ზოოსითი — შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სტანდარტი
ფოტო: თიბისი
ვისაც შინაური ცხოველი ჰყოლია, ალბათ დაგვეთანხმება, რომ ძაღლთან, კატასთან, ზღვის გოჭთან, თუთიყუშთან თუ თევზებთან თანაცხოვრებას და მათთან ურთიერთობით გამოწვეულ სიხარულს ცოტა რამ თუ შეედრება. შინაურ ცხოველს შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრება - მრავალფეროვანი გახადოს ყოველდღიურობა, ბავშვები კი - უფრო კეთილები, მზრუნველები, სამყაროს მიმართ უფრო გახსნილები. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ცხოვრება ოთხფეხა თუ ფრთოსანი მეგობრებით გაილამაზოს. თუმცა, სიამოვნებასთან ერთად, შინაური ცხოველი მეტ საზრუნავსაც გულისხმობს, ამიტომ, თუკი მის სახლში მიყვანას გადაწყვეტთ, სასურველია, თავიდანვე კარგად დაგეგმოთ მისი კვების რაციონი, მისთვის განკუთვნილი დრო და სივრცე თქვენს ყოველდღიურობაში.
ზოოსითი ზოომაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში, რომლის კვალიფიციური ექიმები და კონსულტანტებიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენი ძაღლების, კატების, თუთიყუშების, თევზების, ზღვის გოჭებისა თუ ზაზუნების კვების რაციონის, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა თუ მათთვის კომფორტული სივრცის მოწყობის შესახებ. ერთგული ფინანსური პარტნიორის - თიბისის მხარდაჭერით, ქსელი მაღაზიებთან ერთად, ვეტკლინიკასაც აერთიანებს.
"2003 წელს გავხსენით პირველი მაღაზია, რომელიც მხოლოდ აკვარიუმისტიკით შემოიფარგლებოდა. 2005 წლიდან დავამატეთ სხვა შინაური ცხოველების საკვები და აქსესუარები. 2018 წლამდე ჩვენს ქსელს ბუნება ერქვა. რებრენდინგის შემდეგ კი ზოოსითი გავხდით. დღეს ზოოსითი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც აქვს, ვეტერინალური კლინიკა, კინოლოგთა კლუბი და 34 ზოომაღაზია, აქედან 3 - ბათუმში, 1 - რუსთავში, დანარჩენი - თბილისში. Royal Canin ჩვენი წამყვანი ბრენდია, რომელის ექსკლუზიური შემომტანები ვართ საქართველოში 2005 წლიდან.
გარდა Royal Canin-ისა ზოოსითი გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის საკვებს, აქსესუარებს, სამკურნალო პრეპარატებს, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს, ისეთი მსოფლიო ბრენდების, როგორებიცაა : Taste of The Wild, Gheda, Trixie, Bayer…
ჩვენ ვყიდით მხოლოდ ჩვენ მიერ ექსკლუზიურად შემოტანილ პროდუქციას, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ თითოეული ბრენდის ფალსიფიცირების საშიშროება. პროდუქცია გათვლილია ყველანაირ სეგმენტზე: გვაქვს როგორც ეკონომ კლასის ნაწარმი, ასევე სუპერ პრემიუმ ხაზიც. ჩვენი მთავარი ნიშა კი ხარისხია. კომპანიის ხარისხში იგულისხმება არა მხოლოდ მზა პროდუქტი, არამედ თავად მაღაზიის მოწყობა და პროფესიონალი გუნდიც", — აღნიშნავს ზოოსითის კომერციული დირექტორი, ანა მედულაშვილი.
მთავარი კრიტერიუმი, რითაც ზოოსითი თანამშრომლებს არჩევს, რა თქმა უნდა, ცხოველების სიყვარულია. გუნდში მოხვედრისთანავე, კონსულტანტები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და პრაქტიკას გადიან, რასაც ექსპერტები და „ზოოსითის“ უკვე გამოცდილი თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.
ცხოველების სიყვარული, კვალიფიკაცია და ხარისხი გამოარჩევს ვეტერინარულ კლინიკასაც. თიბისის ხელშეწყობით, ზოოსითის აქამდე არსებული 5 მცირე კლინიკა, 2020 წლიდან ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდა და უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვა.
ულტრაბგერითი კვლევა, ციფრული რენტგენოგრაფია, სისხლის ლაბორატორიული კვლევა, დიაგნოსტიკა, თერაპია, ქირურგია, სტომატოლოგია, ვაქცინაცია, დიეტოლოგია, ჩიპირება, ზოოფსიქოლოგიის კონსულტაცია, გრუმინგი, კინოლოგიური კლუბი ის მიმართულებები და მომსახურებაა, რომელსაც ზოოსითის ვეტერინარული კლინიკა და მისი პროფესიონალი გუნდი შინაურ ცხოველებს სთავაზობს.
თიბისის ხელშეწყობით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ზოოსითიმ 7 მაღაზიის გახსნა უკვე მოასწრო. ახალ წლამდე არსებულ ფილიალებს კიდევ 2 მაღაზიაც დაემატება.
როგორც კომერციული დირექტორი ამბობს, ზოოსითი უკვე ზრუნავს იმისთვის, რომ მომავალში მომხმარებელს კიდევ უფრო განვითარებული და დახვეწილი ვეტკლინიკა შესთავაზოს, დიდი სამკურნალო სივრცითა და ევროსტანდარტებთან მიახლოებული სერვისით, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს შინაური ცხოველის აყვანისა და მოვლის სურვილი. ცხოვრება ხომ ცხოველებთან ერთად გაცილებით მშვენიერია!
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები