ახალი მთვარე? — დედამიწის თანამგზავრს შეიძლება ზუსტი ასლი ჰყავდა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მარსის უკან დამალული ასტეროიდი ძალიან ჰგავს ჩვენს მთვარეს. ნუთუ ის მხოლოდ მისგან მილიარდობით წლის წინ მოწყვეტილი ნატეხია?
სახელი: (101429) 1998 VF31 (აგრეთვე ცნობილი, როგორც "მთვარის და").
ასაკი: 4.5 მილიარდი წელი, პლუს-მინუს.
გარეგნული მხარე: მთვარისმიერი.
ორეული: მთვარე.
მოიცა, არ მეგონა, რომ მთვარეს დედმამიშვილები ჰყავდა. არც ჩვენ. კონკრეტულად ეს ციური სხეული 1 კმ-ის დიამეტრის მქონე ასტეროიდია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მარსის უკან გვემალებოდა.
და მთვარესთან რა შუაშია? როგორც ჩანს, ერთისა და იმავე მასალისგან არიან შექმნილები.
და ამას როგორ მიხვდნენ? სპექტროსკოპული დაკვირვებით.
რითი რითი? ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ტელესკოპით შეხედეს მას — იმ ტელესკოპით, რომელსაც "ძალიან დიდი ტელესკოპი" ჰქვია და რომელიც ჩილეში, ატაკამას უდაბნოში, მდებარეობს.
და რა აღმოაჩინეს? "ერთი სიტყვით, მას იგივე ფერი აქვს, როგორიც მთვარეს", — თქვა ასტრონომმა აპოსტოლოს კრისტომ, რომელიც არმას ობსერვატორიისა და პლანეტარიუმის (AOP) მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მთავარი ავტორია.
იგივე ფერი? რამე ცოტა უფრო მეცნიერული ახსნა ვერა? დეტალური სპექტრული ანალიზის მიხედვით, ასტეროიდი პიროქსენითა და რკინითაა მდიდარი — AOP-ის ასტროქიმიკოსის, გალინ ბორისოვის, თქმით, ეს "თითქმის ზუსტი ასლია მთვარის იმ ნაწილებისა, რომლებშიც შემოუნიღბავი ქვენაფენი ქანებია".
მადლობა. და ეს აქამდე როგორ ვერ აღმოვაჩინეთ? კიდევ რა დაძრწის მარსის შემოგარენში? რეალურად, ის 1998 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდი მარსის ორბიტაზე მყოფ ტროიანთაგან ერთ-ერთია.
ტროიანები? ციური სხეულები, რომლებიც "ლაგრანჟის წერტილების" გარშემოა თავმოყრილი — იმ წერტილების, რომლებშიც მარსისა და მზის გრავიტაციული ველები ერთმანეთს აწონასწორებს და ეს სხეულებიც მათ შორის ასე ჰაერშია გამოკიდებული.
და უფრო მეტი ტროიანიც არსებობს? კი, თუმცა სხვები ერთმანეთის მონათესავეები არიან. ეს კონკრეტული განსხვავებულია.
ანუ ეს ჩვენი დიდი ხნის დაკარგული უძღები მთვარეა! უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ეს, სავარაუდოდ, ჩვენი მთვარის პატარა ნატეხია, რომელიც მას მოსწყდა და მარსის ორბიტაში გაება.
რა მნიშვნელობა აქვს? დაგვიბრუნონ! კი მაგრამ, მერე სად წაიღებ?
სად და ისევ მთვარეს მივაწებებ! ო, ეს ცოტა რთული იქნება.
და, საერთოდაც, რამე უკეთესი სახელი უნდა მოვუფიქროთ, ვიდრე (101429) 1998 VF31. რას გვთავაზობ?
მთვარე 2. მმ, არაა, ეს არ ივარგებს.
ძველი მთვარის ნატეხი. ჰო, არც ეს.
კარგი, ხო, სახელი მერე მოვიფიქროთ, ჯერ მთვარეზეა უკან მისაწებებელი. იცი რა? ისიც შესაძლებელია — და იქნებ უფრო მეტად სავარაუდოც კი — რომ კონკრეტულად ეს ტროიანი თვითონ მარსის ფრაგმენტი იყო.
მოიცა, და ამას ახლა მეუბნები? ჰოო... ბოდიში.
კომენტარები