ისანში აქციაზე დაპირისპირება გრძელდება, პოლიციამ რამდენიმე პირი წაიყვანა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ისანში საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირდება მოხდა. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან გვატყობინებს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი წაიყვანა. ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დაპირისპირება ისანში რამდენიმე წუთისწინაც მოხდა, რა დროსაც, უწყების ცნობით, 6 პირი დააკავეს.
საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც საჩივრებსა და ოქმებს განიხილავენ, აქციები რამდენიმე საათია უკვე მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ოქმების დათვლის პარალელურად, აქციები რამდენიმე უბანზე გაიმართა. მათ შორის, საბურთალოს საოლქო კომისიასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქ დაპირისპირების დროს სამი პირი დააკავეს. დაპირისპირება იყო ბათუმში მიმდინარე აქციის დროსაც. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ანანიაშვილის თქმით, ამ დროს სხეულის დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდება.
პარლამენტში არ შედიან ევროპული საქართველო, ლელო, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია, მოქალაქეები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.
მანდატების დათმობაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის ღამეს საუბრობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 48,23%;
- ენმ — ძალა ერთობაშია — 27,16%;
- ევროპული საქართველო — 3,78%
- ლელო — 3,16%;
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
- პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
- გირჩი — 2,89%;
- მოქალაქეები — 1,33%;
- ლეიბორისტული პარტია — 1%;
ოპოზიციური პარტიებში აცხადებენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა არასწორი იქნება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პატრიოტთა ალიანსის გარდა, ბარიერგადალახული პარტიები ახლა საერთო აქციების გამართვას აპირებს. პატრიოტთა ალიანსში კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები