თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გოგო იპოვეს. როგორც შსს-ში On.ge-ის განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მათივე თქმით, ცხედარი დღეს, 15 იანვარს აღმოაჩინეს. დამატებით დეტალებზე უწყება კომენტარს არ აკეთებს.