ამიერიდან, ტიკტოკი უფრო ვრცლად განმარტავს ვიდეოს წაშლის მიზეზებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ტიკტოკზე ვიდეოს ავტორები ხშირად გაუგებრობაში რჩებოდნენ, როცა მათ ვიდეოს სოციალური პლატფორმიდან "წესების დარღვევისთვის" შლიდნენ. ასეთი ზოგადი მიზეზის დასახელებით ვითარება მხოლოდ მეტად გაუგებარი ხდებოდა.
თუმცა, ამიერიდან, ტიკტოკი ვიდეოს წაშლისას მომხმარებელს უფრო ვრცლად განუმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც მოხდა კონკრეტული ვიდეოს პლატფორმიდან წაშლა.
ტიკტოკზე კვლავ შენარჩუნდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ფუნქცია, თუმცა, სოციალური პლატფორმის მონაცემებით, კონკრეტული მიზეზზე მითითებისას, გასაჩივრების მაჩვენებელი 14%-ით იკლებს.
კომენტარები