ნახევრად მამრი და ნახევრად მდედრი - აშშ-ში უიშვიათესი ორსქესიანი ბეღურა იპოვეს
Powdermill-ის ნაკრძალში დაახლოებით 800 000 ფრინველი ბინადრობს. აქედან, Carnege-ის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმმა ორჯერ იპოვა მგალობელი ბეღურა, რომელსაც ერთდროულად ორი სქესი ჰქონდა. ეს ბუნებაში იშვიათი მოვლენაა, განსაკუთრებით ფრინველებში.
"ყველა ძალიან აღფრთოვანებული იყო", — ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი ენი ლინდსი. "ცხადია, მეცნიერული ინტერესიც გვქონდა, მაგრამ ამასთანავე ძალიან გაგვიხარდა, რომ ასეთი იშვიათი რამ ვიხილეთ".
აღმოჩენილი ფრინველის სხეულის სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვაგვარად იყო შეფერილი. ამ გენეტიკურ ვარიაციას გინადრომორფიზმი ეწოდება. მეცნიერებმა არ იციან ნაყოფიერია თუ არა ფრინველის "მეორე" მხარე, თუ აღმოჩნდება, რომ ფრინველს ფუნქციური საკვერცხეები აქვს, მაშინ მას გამრავლებაც შეეძლება.
იშვიათ ჩიტს მეცნიერები შემთხვევით წააწყდნენ. ყოველწლიურად, ნაკრძალში მომუშავე მკვლევრები ჩიტებს ნიშნავენ და მათ გადაადგილებას, ისევე როგორც ქცევას, აკვირდებიან. ეს ფრინველი კი, მინიმუმ, ერთი წლისაა.
გინადრომორფია ბუნებაში გავრცელებულია. ის ერთგვარი გენეტიკური "შეცდომაა", როცა ორბირთვიანი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი სპერმას ერწყმის და წარმოქმნის ემბრიონს, რომელსაც მამრობითი და მდედრობითი უჯრედები აქვს.
შესაბამისი გენეტიკური ტესტირებისთვის მეცნიერებმა უიშვიათესი მგალობელი ბეღურას ბუმბულები შეაგროვეს.
კომენტარები