რა ფაქტორები ახდენს გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე ტექნოლოგიების ეპოქაში
ფოტო: Center on the Developing Child / Harvard University
ჩვენ ინტერნეტ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეპოქაში, სადაც ბავშვებისა და ახალგაზრდების ყოველდღიურობა ონლაინ სივრცესთანაა ინტეგრირებული. ამ ეპოქას თან სხვადასხვა პრობლემები სდევს — ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება შფოთვის შეგრძნებას ამძაფრებს, დეპრესიის ნიშნების გამოვლენას უწყობს ხელს და ძილის რეჟიმის დარღვევას იწვევს. ამას თან ახლავს კიბერბულინგი და სხეულის შესახებ არასწორი აღქმების დამკვიდრება.
UNICEF-ის თანახმად, ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ადვილად ხელმისაწვდომობამ ბავშვების და მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გააქტიურება გამოიწვია. ინტერნეტის ზომიერი მოხმარება ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე სასარგებლოდ მოქმედებს, თუმცა გადაჭარბებული მოხმარება საზიანოა.
ამ საკითხში მშობლების, ოჯახის მეტი ჩართულობაც აუცილებელია. მათ ბავშვებში სწორი დამოკიდებულებების გამომუშავებას უნდა შეუწყონ ხელი. ასევე, აუცილებელია ბავშვის ინფორმირება ინტერნეტმოხმარების რისკების შესახებ. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა წავახალისოთ მკურნალობა და მდგომარეობაზე ღიად საუბარი.
ახალგაზრდების მეოთხედს მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები აქვს
კესლერის კვლევის თანახმად, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ზრდასრულებზე და მოზარდებზე თანაბრად ვრცელდება. დარღვევების ნახევარი 14 წლის ასაკში იჩენს თავს, მეორე ნახევარი კი 20-30 წლამდე შუალედში, ამასთან, შფოთვითი და პიროვნების აშლილობების ნაწილი დაახლოებით 11 წლის ასაკშიც კი ვლინდება.
10 ქვეყნის მასშტაბით, OECD-ის მიერ წარმოებული გამოკითხვის მონაცემებით, ახალგაზრდების მეოთხედს მენტალური დარღვევები აქვთ. პრობლემების ჩამონათვალი მოიცავს: ეფექტურობის, ნევროტულ, პიროვნულ, განვითარების, ქცევით, კვებით დარღვევებს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემას, შიზოფრენიას. თუმცა, ბავშვებზე ზრუნვა, მენტალური ჯანმრთელობის დარღვევების ჩანასახშივე გამოვლენილი ყურადღება, მკურნალობა იშვიათია, რაც მოზარდის პერსონალურ და აკადემიურ განვითარებას აფერხებს. ვიდეოთამაშები და სოციალური ქსელების დიდი დოზით გამოყენება კოშმარებთან და უძილობასთანაც არის კავშირში.
იუნისეფის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიების მოზომილი გამოყენება ბავშვის განვითარებისთვის და მენტალური სტაბილურობისთვის აუცილებელია, ხოლო მათი შეზღუდვა მოზარდებზე ნეგატიურად აისახება. The OECD PISA-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც ონლაინ 6 საათზე მეტს ატარებენ, ჯანსაღი მენტალური მდგომარეობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ასევე ნაკლებად კმაყოფილნი არიან ცხოვრებით. ამის საპირისპიროდ, ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ონლაინ 1-2 საათს ატარებენ უფრო მეტად კმაყოფილები არიან, ვიდრე ისინი, ვინც 1 საათზე ნაკლებს ატარებენ.
კიბერბულინგმა ციფრული აპლიკაციების გავლენების ზრდასთან ერთად იმატა, რადგან სოციალურმა ქსელებმა სხეულის დამახინჯებული აღქმა უფრო ხელშესახები გახადა. ეს კვებითი აშლილობის წინ წამოწევასაც იწვევს. ადამიანების სოციალურ ქსელებში საკუთარი სხეულის ისეთი გამოსახულების შექმნის და გავრცელებისკენ მიილტვიან, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებად აღიქმება. პრობლემა ახალგაზრდებში უფრო მწვავედ დგას და პირდაპირ კავშირშია მენტალურ პრობლემებთან, მათ შორის, დეპრესიასთან.
როგორ ავუაროთ გვერდი ახალი ტექნოლოგიების მოხმარების საზიანო შედეგებს
ინტერნეტი გართობასთან ერთად განათლების წყაროც არის, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ონლაინ სივრცეში ისეთი რისკებიც დგას, როგორიც შეუსაბამო მასალებზე ხელმისაწვდომობა და უცნობ ადამიანებთან კონტაქტია. ეს ყველაფერი კი შეიძლება მენტალურ ჯანმრთელობაზე საზიანოდ აისახოს. OECD ბავშვებზე საზიანო გავლენის შესამცირებლად გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა.
- ბავშვები და მოზარდები ტექნოლოგიების დადებითი მხარეების შესახებ მეტად უნდა გავარკვიოთ და ვანახოთ მათ შესაძლებლობები, რომლებიც განვითარებისთვის წაადგებათ. არ შეიძლება ინტერნეტ მოხმარების აკრძალვა, მთავარია უკეთესი გზები უჩვენოთ და იზრუნოთ, რომ უსაფრთხო მხარეს დარჩნენ.
- სკოლა მოსწავლეებს ციფრული მედიის შესახებ განათლებას უნდა აძლევდეს და მათი რისკების ამოცნობის ბერკეტებით აღჭურვაზე უნდა ფიქრობდეს. აუცილებელია აქტიური დიალოგი კიბერბულინგის და ინტერნეტის გადაჭარბებულად მოხმარების საზიანო გავლენებზე. სახელმწიფო მშობლების კონტროლის მექანიზმების გააქტიურებას უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ ეს პროცესი ბავშვთან დიალოგის, მაგალითების მიცემით, ყველა საზიანო შედეგზე და აუცილებლობაზე ღიად საუბრით უნდა მოხდეს.
ამის საპასუხოდ, ზოგიერთი ქვეყანა ინიციატივას იჩენს: გერმანიაში, ონლაინ აქტივობის რისკებზე მშობლების ინფორმირება ხდება, იაპონიამ შეიმუშავა ინტერნეტ განათლების ინიციატივა, რომლის ამოცანაც მშობლების წახალისებაა, რათა გაფილტრონ და მონიტორინგი გაუწიონ შვილების ონლაინ აქტივობებს.
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშობელი მენტალური პრობლემების პირველი ნიშნებისთანავე აქტიურად ჩაერთოს და იზრუნოს რისკების აღმოფხვრაზე. ფსიქოლოგის სერვისი უფრო გავრცელებულია და გამართულად მუშაობს ზრდასრულების შემთხვევაში, თუმცა სკოლების მეტი ჩართულობა ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ნაწილში არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების რა გადაწყვეტა არსებობს ტექნოლოგიების პირობებში?
ბავშვები, ახალგაზრდები ტექნოლოგიური განვითარების წიაღში იზრდებიან. მცირე ასაკიდან იციან კომპიუტერების, მობილური ტელეფონების და ინტერნეტის მოხმარება.
ამგვარად, მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, რათა ინტერნეტის მოხმარებამ მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს. გამოჯანმრთელების პროცესში თერაპევტის როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მან ტექნოლოგიების სასარგებლო მხარეების წინ წამოწევაზე უნდა იზრუნოს. ამასთან, ვირტუალური სივრცეც შეიძლება პრობლემაზე ღიად საუბრის, სანდო რეკომენდაციების გაცემის, გაზიარების ადგილად ვაქციოთ და ვეცადოთ, მისგან მეტი სარგებელი მივიღოთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები