ქართული ოცნება ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგი გამართა და დემოკრატიაზე ისაუბრა. როგორც ხაზარაძემ ბრიფინგის მსვლელობისას აღნიშნა, ქართული ოცნება უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას. ხაზარაძს თქმით, ლელო იმ ენაზე საუბრობს, რა ენაც მოსახლეობას ესმის — უშუალოდ და საქმიანად.
ლელოში ამბობენ, რომ მაშინ, როცა 2019 წელს, მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა, მათ აქვთ გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს.
ხაზარაძის განმარტებით, საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს და ქვეყანაში მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
"ქართული ოცნება ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან გველაპარაკება. ჩვენც იმ ენაზე ვესაუბრებით, რა ენაც მათ უნდა ესმოდეთ.
არჩევნებამდე უკვე სულ ცოტა დრო რჩება და კითხვა, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება ის, სულ უფრო აქტუალური ხდება. ქართული ოცნების ხელისუფლება, არათუ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ვერ გამოდგა, არამედ თავად იქცა მისი პრინციპების უხეშ დამრღვევად. 8 წლის წინ ისინი სამართლიანობისა და დემოკრატიის დაპირებით მოვიდნენ, საბოლოოდ კი უსამართლობით და ძალადობით სავსე სახელმწიფოდ გვაქციეს. საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები", — აცხადებს ხაზარაძე.
მისივე თქმით, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ხშირია ადამიანების არჩევანით მანიპულირება.
"სამწუხაროდ, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ოპოზიციას მმართველი ძალის მიერ მართული სასამართლო ასამართლებს და სადაც ოპოზიციის ლიდერებს ციხეში პოლიტიკური ნიშნით სვამენ. საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქე ვეღარ ბედავს ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ამის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა.
ასე ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და დემოკრატიული პროცესების სათავისოდ, ძალადობრივად გამოსაყენებლად. თავისუფლება და დემოკრატია საყოველთაო უფლებაა, განურჩევლად რწმენისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. მხოლოდ თავისუფლება და დემოკრატიაა ის გზა, რომლითაც უნდა დავძრათ ქვეყანა განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ.
ჩვენ გვჭირდება სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემა. პოლიტიკური და კლანური გავლენისგან დაცული სასამართლო. ისევე, როგორც სრულიად დეპოლიტიზებული პოლიცია და პროკურატურა", — განაცხადა ხაზარაძემ.
ლელოს თავმჯდომარის თქმით, პარტია ერთადერთი ძალაა, ცოდნითა და საერთაშორისო კავშირებით, რომელიც მზადაა, ეს ყველაფერი დაასრულოს და ქვეყანა რეალურ დემოკრატიულ რელსებზე დააყენოს.
"ლელოს აქვს ხედვა და სწორი რეფორმები, რისი მეშვეობითაც შეუძლია ქვეყანაში დემოკრატია გააძლიეროს", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები