ადამიანის სხეული წარმოუდგენლად რთული მექანიზმია, სადაც თითოეული ორგანო, ქსოვილი და უჯრედი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი არსებობა მილიონობით მიკროსკოპულ და მაკროსკოპულ ურთიერთქმედებას ემყარება, გასაკვირიც კია, რომ საერთოდ ვარსებობთ.

ეს მხოლოდ ადამიანს არ ეხება. მთელი ბიოლოგიური სამყარო, უამრავი სახეობა და მილიონობით ცხოველი მუდმივად იბადება და კვდება. თითოეულის არსებობა ძალიან შთამბეჭდავია.

ამ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ 5 ოდნავ საინტერესო და უცნაური რამ რაც ადამიანის სხეულზე შეიძლება ითქვას.

1. ანაბეჭდი მხოლოდ თითს არ აქვს

ფოტო: Mary Evans Picture Library

ცნობილია, რომ ყველა ადამიანის თითი უნიკალურ ანაბეჭდს ტოვებს. ამის აღმოჩენამ კრიმინოლოგიაში და სასჯელაღსრულებაში რევოლუცია მოახდინა. თუმცა ცოტამ იცის, რომ თითის გარდა უნიკალურ ანაბეჭდს ადამიანის ენაც ტოვებს.

2. ჩვენი სხეული მტვრის ქარხანაა

ფოტო: Getty Images

შემდეგ ჯერზე, როცა მაგიდიდან ან იატაკიდან მტვერს გადაწმენდთ, გახსოვდეთ, რომ შესაძლოა ის გარედან კი არ შემოვიდა, არამედ თქვენით დატოვეთ. ცნობილია, რომ ადამიანის კანიდან ყოველწლიურად დაახლოებით 4 კილოგრამი მკვდარი უჯრედი "იქერცლება". მკვდარი უჯრედების დიდი ნაწილი კი თქვენს სახლში მტვრის სახით ილექება.

3. თქვენ განსაკუთრებული ხართ

ფოტო: Joshua Nava Arts

თუ ორი ხელი ან ორი თვალი გაქვთ, თქვენ განსაკუთრებული ხართ. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ადამიანს თვალი, ზოგს კი ხელი აკლია, მსოფლიო სტატისტიკით ერთი ადამიანის ხელების რაოდენობა საშუალოდ ორზე (ოდნავ) ნაკლებია. შესაბამისად თუ ორი ხელი გაქვთ, ეს საშუალო სტატისტიკურზე მეტია!

4. ყველაზე კარგი საგზაო დაგეგმარება თქვენს სხეულშია

ფოტო: Du Cane Medical Imaging Ltd

ადამიანში სისხლი ძალიან ჩახლართულ და გრძელ გზას გადის იმისთვის, რომ ქსოვილები და ორგანოები საჭირო ნივთიერებებით მოამარაგოს. არტერიები, ვენები და კაპილარები შეგვიძლია გზებად წარმოვიდგინოთ, სისხლი კი ტრანსპორტად, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი გადააქვს. ადამიანის ყველა სისხლძარღვი რომ აიღოთ (ზოგი მიკროსკოპული), ჯამში 160 000 კილომეტრიანი გზა გამოდის.

5. როცა იღვიძებთ 1 სანტიმეტრით უფრო მაღალი ხართ

ფოტო: pingio

ხრტილი გლუვი და წელვადი ქსოვილია, რომელიც ძირითადად ძვლების დაბოლოებებს იცავს, თუმცა მას სხვა უამრავი ფუნქციაც აქვს. დღის მანძილზე, ხრტილს თქვენი სხეულის სიმძიმე აწვება, რის გამოც ის იპრესება, ხოლო როცა წევხართ, ხრტილი შედარებით მოდუნებულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, დღის მანძილზე თქვენი სიმაღლე ცვალებადია.