რატომ უნდა იყო პეპელა და არა გენიოსი — ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა
ფოტო: Inc. Magazine / Getty Images
რაზეა წარმატება უფრო მეტად დამოკიდებული — IQ-ზე თუ EQ-ზე (ემოციურ ინტელექტზე)? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში არაერთი კვლევა ჩატარებულა სხვადასხვაგვარი მიდგომით. ჰარვარდის ადამიანის ბიოლოგიის პროფესორი, ჯოზეფ ჰენრიკი, რომელიც კულტურათა განვითარებას იკვლევს, ამბობს, რომ ცოტაოდენი მათემატიკა ამ მეტად მნიშვნელოვან კითხვას ზუსტ პასუხს სცემს.
პეპლები გენიოსების წინააღმდეგ
ჰენრიკის ორიგინალური შეფასება მის წიგნში, ჩვენი წარმატების საიდუმლო, არის წარმოდგენილი. წიგნიდან ნაწყვეტი ცოტა ხნის გამოქვეყნდა პოპულარულ ბლოგ Farnam Street-ზე. პასაჟი პეპლებსა და გენიოსებზე ერთგვარ აზრით ექსპერიმენტზე დაყრდნობითაა დაწერილი.
პეპლები ლამაზ, მაგრამ უძლურ არსებებად მიიჩნევიან, ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ თუკი ადამიანებს ჰკითხავ, პეპლად სურთ ყოფნა თუ გენიოსად, დაუფიქრებლად აირჩევენ გენიოსობას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ პეპლები მეტად სოციალური არსებებიც არიან და ხშირად იკრიბებიან გუნდებად. ჰენრიკის აზრითი ექსპერიმენტი სწორედ იმას უსვამს ხაზს, რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს მეგობრული და კომუნიკაბელური ხასიათი.
"წარმოიდგინეთ ადამიანების ორი ჯგუფი", — წერს ჰენრიკი, — "შემოკლებით ჩვენ მათ გენიოსებს და პეპლებს ვუწოდებთ. გენიოსები არიან, უბრალოდ, გენიოსები. მათ თავში ყოველთვის მოსდით ისეთი ინოვაციური იდეები, ათ ადამიანს რომ ცხოვრებაში არასდროს დაებადება აზრად. პეპლები ასეთი გონებამახვილობით არ გამოირჩევიან. მათ ათასი სიცოცხლე მაინც დასჭირდებათ, რომ ინოვაციური იდეა შექმნან. თუმცა რა კოგნიტური შესაძლებლობებიც მათ აკლიათ, ისინი სოციალური უნარებით ინაზღაურებენ. თითოეულ პეპელას ათი მეგობარი ჰყავს, ჭკუის კოლოფ გენიოსებს კი — მხოლოდ ერთი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თითოეული თავის საქმეს აკეთებს: ცდილობენ სიახლეები შეიმეცნონ — ან თავად, ან მეგობრების მეშვეობით".
რომელი საზოგადოება უფრო წარმატებული იქნება: ის, სადაც ასჯერ უფრო ჭკვიანები არიან (გენიოსები) თუ ის, სადაც ათჯერ უფრო კომუნიკაბელურები არიან (პეპლები)? ჰენრიკი რიცხვებს ადარებს და პასუხს მათემატიკური სიზუსტით ასკვნის:
მეგობრებისგან შემეცნება რთულია — თუკი მეგობარი ინოვაციურ ინფორმაციას ფლობს, მეორე პირი მისგან მხოლოდ ნაწილს იგებს. მას შემდეგ, რაც ყველა დაასრულებს მისეულ შემეცნების პროცესს და შეეცდება, მეგობრებისგან შეიტყოს დანარჩენი ინფორმაცია, როგორ გგონიათ, სად უფრო ფართოდ იქნება იდეა გავრცელებული — გენიოსებში თუ პეპლებში?
გენიოსებში 5-დან 1-ზე ცოტათი ნაკლები ინდივიდი (18 პროცენტი) გააკეთებს ახალ აღმოჩენას, თუმცა ჯგუფის ნახევარი თავად მოახერხებს ინფორმაციის შემეცნებასა და გააზრებას. ამ დროს, პეპლების 99,9 პროცენტმა ინფორმაცია შეიმეცნა, თუმცა დამოუკიდებლად ეს მხოლოდ 0,1 პროცენტმა მოახერხა.
ფოტო: Andrii Zastrozhnov / Getty Images
განმაცვიფრებელია, არა?
იდეებით ურთიერთობა ჯგუფის შიგნით, შესაძლოა, ისეთი შთამბეჭდავი არ იყოს, როგირიც გენიალური იდეების დამოუკიდებლად მოფიქრებაა. უბრალო მოლაყბეები კულტურაში უფრო ნაკლები რეპუტაციით სარგებლობენ, ვიდრე ნობელის პრემიის ლაურეატები, თუმცა მათ გარეშე ახალი იდეები საზოგადოებაში სწრაფად ვერ გავრცელდებოდა და მასზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. როცა საქმე ჯგუფის წარმატებას ეხება, ემოციური ინტელექტი მშრალ IQ-ზე მნიშვნელოვანია
ფოტო: Lo Cole / The Guardian
რატომ უნდა დაიქირავოთ მეტი პეპელა
ეს გამაოცებელი აზრითი ექსპერიმენტი განსაკუთრებით ყურადსაღებია კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, თუმცა, როგორც Farnam Street აღნიშნავს, იგი ფასეული გაკვეთილია ნებისმიერისთვის, ვინც გუნდს აყალიბებს.
"რასაკვირველია, გუნდში ჭკვიანი ადამიანების ყოფნა მნიშვნელოვანია, თუმცა გენიოსებით სავსე ორგანიზაცია სულაც არაა საჭირო. შესაძლოა, მათ უამრავი აღმოჩენის გაკეთება შეუძლიათ, თუმცა ვერ ახერხებენ ერთმანეთთან ინფორმაციის ადვილად გაცვლას, ამდენად, მათი ინოვაციური იდეები ორგანიზაციას დიდ სარგებელს ვერ მოუტანს. სწორედ ამიტომ, თქვენი გუნდი გენიოსებით და პეპლებით უნდა დააკომპლექტოთ — ადამიანებით, რომელთაც გარშემომყოფების წარმატებული ქცევის ადვილად ათვისება ძალუძთ", — ნათქვამია პოსტის შეჯამებაში.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თუკი კიდევ ერთი ბრწყინვალე გონების პატრონის, მაგრამ ეული ინდივიდის დაქირავებას გადაწყვეტთ, ამაზე კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები