ყველაზე საზარელი დღეა — კრისი ტეიგენის გულწრფელი პოსტი შვილის დაკარგვაზე
ფოტო: Chrissy Teigen / Instagram
გართულებების გამო, მოდელმა კრისი ტეიგენმა და მუსიკოსმა ჯონ ლეჯენდმა შვილი დაკარგეს. ორსულობის შეწყვეტის შესახებ წყვილმა სოციალურ მედიაში დაწერა და გულწრფელი შავ-თეთრი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ მდგომარეობას და ტკივილს ასახავს.
როგორც ცნობილია, კრისი თითქმის ერთი თვის განმავლობაში წოლით რეჟიმზე იყო და ექიმები სისხლდენის შეწყვეტას ვერ ახერხებდნენ. ამ დროის განმავლობაში, ის გამუდმებით ისხამდა სისხლს, მაგრამ გაწეული ძალისხმება ნაყოფის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა:
"შოკში ვართ და ისეთ ტკივილს განვიცდით, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. ძლიერ ტკივილს, როგორიც აქამდე არ გვიგვრძვნია".
როგორც კრისი წერს, წინა ორი ორსულობის შემთხვევაში, ის და ჯონი შვილს დაბადებამდე სახელს არ ურჩევდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა:
"ჩემს მუცელში მყოფ არსებას ჯეკს ვეძახდით. ჯეკი მთელი ძალით ეცადა, რომ ჩვენი ოჯახის წევრი ყოფილიყო და ის სამუდამოდ იქნება კიდეც. ძვირფასო ჯეკ, მაპატიე, რომ შენი სიცოცხლის პირველი მომენტები ასეთი რთული იყო, გვაპატიე, რომ ვერ მოგეცით სახლი, რომელიც გადასარჩენად გჭირდებოდა. ყოველთვის გვეყვარები".
წინა ორი შვილი წყვილმა ხელოვნური (ინ ვიტრო) განაყოფიერებით გააჩინა. მესამე შვილის შემთხვევაში, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ტეიგენის სიტყვებით, ეს მისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან სუსტი პლაცენტა ჰქონდა.
"საავადმყოფოდან სახლში ბავშვის გარეშე მივდივარ, როგორ შეიძლება ეს რეალურად ხდებოდეს", — დაწერა მან მოგვიანებით.
ტეიგენს და ლეჯენდს კიდევ ორი შვილი ჰყავთ, ლუნა და მაილსი.
"მადლიერი ვართ იმ საოცარი შეგრძნებებისთვის, რომელსაც ისინი გვანიჭებენ, მაგრამ ყველა დღე ნათელი ვერ იქნება. ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბნელ და საზარელ დღეს ჩვენ ვგლოვობთ, ვტირით, თუმცა ერთმანეთს ვეხუტებით და ვაძლიერებთ, რომ გავუმკლავდეთ".
წყვილს მხარდაჭერა უამრავმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის იყვნენ რუბი როუზი, კიმ კარდაშიანი, აარონ პოლი, ჩენინგ ტატუმი, პერის ჰილტონი, ვაიოლა დევისი და სხვები. ტვიტერზე მათ მადლობაც გადაუხადეს გულწრფელი პოსტისთვის.
"უამრავი ოჯახი ამ ტრაგედიას სიჩუმეში ატარებს. გული მტკივა ამ ორი ადამიანის გამო და ასევე გაოცებული ვარ მათი სიძლიერით, რომ შეძლეს ტრაგიკული ამბის, მაგრამ ბევრისთვის ნაცნობი ტკივილის ჩვენთვის გაზიარება", — ასე გამოეხმაურა მათ მწერალი ჯილ ფილიპოვიჩი.
ორსულობის შეწყვეტის და მზარდი მკვდრადშობადობის შესახებ რამდენიმე კვლევა აკადემიურ გამოცემებში უკვე გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, მარტის მიწურულიდან მოყოლებული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მკვდრადშობადობის სტატისტიკა 50%-მდე გაიზარდა. ამის მიზეზი კორონავირუსის თანამდევი გართულებები არაა და მისი რეალური მიზეზი ჯანდაცვის გადატვირთულ სფეროში უნდა ვეძებოთ. მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალების უმეტესობამ საკუთარი რესურსი პანდემიასთან ბრძოლისკენ სრულად მიმართა, ორსულობის პერიოდის გეგმიური შემოწმებები მათი ყურადღების მიღმა დარჩა. ამას ამწვავებდა ისიც, რომ ორსულთა უმეტესობა, კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო, ექიმთან ფიზიკური კონსულტაციისგან თავს იკავებდა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები