ბაჩალიაშვილზე ინფორმაციის ძებნისთვის პროკურატურამ მოქალაქე გამოკითხა და ტელეფონის გახსნას ითხოვს
ფოტო: Facebook/George Lubaretsi
მოქალაქე გიორგი ლუბარეცი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინფორმაციის ინტერნეტში ძიებისთვის პროკურატურაში დაიბარეს, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს და ტელეფონი ჩამოართვეს. ლუბარეცის თქმით, პროკურატურა მისი მობილურის გახსნას ითხოვს.
გიორგი On.ge-ს უყვება, რომ სანამ 23 წლის პროგრამისტი დაკარგული იყო, მის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა და სწორედ ამის საფუძველზე დაიბარეს პროკურატურაში.
"დამიბარეს იმიტომ, რომ რაღაც ძიებები იყო დაფიქსირებული ჩემი IP მისამართიდან და შემდეგ წაიღეს ჩემი ტელეფონი, რათა გაეხსნათ და დაედგინათ, ვარ თუ არა ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა მედიას ვილა ალგეთის ტერიტორიის შესახებ", — განაცხადა გიორგიმ On.ge-სთან.
მისივე თქმით, ტელეფონი უკვე რამდენიმე კვირაა პროკურატურაშია. გიორგის უწყებისთვის პაროლი არ მიუცია, თუმცა ვარაუდობს, რომ "გატეხვას" ეცდებიან და გასახსნელად ექსპერტიზას გადასცემენ.
"ითხოვენ ტელეფონის გახსნას და დათვალიერებას, იმ შემთხვევაში თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, მაგის მერე უნდათ, რომ მთლიანი ინფორმაცია გადაიტანონ. თუმცა საეჭვო რა არის პროკურატურისთვის ძალიან ბუნდოვანია და რა შეიძლება იყოს საეჭვო?!", — განაცხადა ლუბარეციმ.
გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტში ეძებდა, საჯაროა, ლუბარეცისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აპირებენ მისი ტელეფონის გახსნას. გიორგი, ასევე, განმარტავს, რომ არ სურს პროკურატურისთვის პაროლის გადაცემა, რადგან ამით მისი ან მასთან კონტაქტში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემებზე ექნებათ წვდომა.
"არ ვაძლევ პაროლს, რადგან შემდეგ ყველაფერზე ექნებათ წვდომა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშში ნახსენებია, რომ საგამოძიებო უწყებებს უკვე აქვთ გარკვეული მოცულობის ინფორმაცია ფიზიკურ პირებზე, ამიტომ მე არ მინდა, რამენაირად დამხმარე ვიყო მაგ ბაზების შედგენაში", — განაცხადა ლუბარეციმ.
გიორგის თქმით, ვებსაიტზე მისი ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, მაშინ ჩაიწერეს, როცა საკადასტრო რუკაზე გარკვეულ ობიექტებს ათვალიერებდა. ლუბარეცი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მისი ტელეფონის დატოვება და გახსნა გადაწყვიტეს.
"სავარაუდოდ, რასაც საკადასტრო რუკაზე დავაკლიკე, აღმოჩნდა ობიექტი ვილა ალგეთი, იმიტომ, რომ ამაზე იყო ჩემი კომპიუტერიდან გაგზავნილი მოთხოვნა, ამ კონკრეტული ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე. ეს ჩათვალეს საეჭვოდ, რადგან მე ამ ობიექტს ვათვალიერებდი", — ამბობს იგი.
გიორგი აღნიშნავს, რომ რადგან ამ კონკრეტულ ობიექტზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, პროკურატურის აზრით, შეიძლება სწორედ ის ყოფილიყო ადამიანი, რომელმაც ჟურნალისტებს ამ ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"ადამიანის ცხოვრებაში ასე, მტკიცებულების გარეშე ჩარევა, ჩემი აზრით, არის დაუშვებელი. საერთოდ არანაირი ნდობა არ გამაჩნია პროკურატურის მიმართ და არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანი ვალდებულია, საკუთარი პირადი ინფორმაცია მათ არაფრის გამო გადასცეს", — განაცხადა გიორგიმ On.ge-სთან საუბრისას.
ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს პროკურატურასაც, სადაც ადასტურებენ, რომ გიორგი ლუბარეცი ნამდვილად გამოიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გამო. თუმცა უფრო მეტ დეტალს არ აზუსტებენ.
"ეს ადამიანი გამოიკითხა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გამოკითხვა ჩატარდა და ალბათ, გრძელდება რაღაც საგამოძიებო მოქმედებები. ტელეფონთან დაკავშირებით იყო ეს ამბავი მაშინაც. მას ჰქონდა მოძებნილი რაღაცა, კონკრეტული რიცხვის, მე მგონი ალგეთის თემას ეხებოდა, ზუსტად არ მახსოვს დეტალები", — გვითხრეს პრესსამსახურში.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე აღმოაჩინეს და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები