პაშინიანის თქმით, შესაძლოა, განიხილონ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი
ფოტო: Photolure
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშიანიანის განცხადებით, არცახის თვითაღიარებული რესპუბლიკის (ყარაბაღი) აღიარების საკითხი სომხეთს დღის წესრიგში დგას. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პაშინიანმა პარლამენტში ნაციონალურ შეკრებაზე განაცხადა.
"ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა და დგას. გადავდგამთ ამ ნაბიჯს თუ არა? ეს სერიოზულად უნდა განვიხილოთ. შესაძლოა, დაიწყოს საზოგაოდებრივი განხივლაც", — განაცხადა პაშინიანმა.
გაიგეთ მეტი:
ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის გამო სომხეთმა აზერბაიჯანში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს, ზოგიერთ რეგიონსა და ქალაქში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ამავდროულად, სამხედრო მდგომარეობა და სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული სომხეთს და ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკას, არცახს.
სომხეთის განცხადებით, შეტაკებებისას მათი მხრიდან დაიღუპა 16 და დაშავდა ასეულობით ადამიანი. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი ავრცელებს.
სომხეთის პრემიერმინისტრის, პაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა წამოიწყო. აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ ეს პასუხი იყო დაბომბვაზე, რომელსაც მოქალაქეები შეეწირნენ. BBC-ის ინფორმაციით, ჩამოდგებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. ვრცელდება ინფორმაცია მსვერპლზეც, თუმცა მონაცემები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
ყარაბაღსა და სომხეთში სამხედრო მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოცხადდა. რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, თვითაღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ არუტიუნიანმა განაცხადა, რომ 18 წელზე მეტი ასაკის კაცები ჯარში უნდა გამოცხადდნენ. ის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანსა და მის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აკისრებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ ცეცხლი და მოლაპარაკებები დაიწყონ. მოკლე განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორივე მხარე ინტენსიურ ცეცხლს აწამოებს და ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებზე, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამწვავდა. სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიასთან დაკავშირებით უკვე 40 წელია, დავობენ.
გაიგეთ მეტი:
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები