ექსპერტები: საქართველო ტრამპის ზარს არ უნდა დაელოდოს
ფოტო: Nigel Parry/CNN
საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა. დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს. მანამდე არჩეული პრეზიდენტი კაბინეტს აკომპლექტებს და ზოგიერთ ქვეყანასთან - მათ შორის, რუსეთთან - ურთიერთობის დეტალებზე საუბრობს. ახალი ამერიკის ფონდის მკვლევარი მაიკლ ჩეჩირე ამბობს, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ნაბიჯები თვითონ უდნა გადადგას:
„ეს, ჩემი აზრით, ის საკითხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თვითონ უნდა განავითაროს. ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არ არის კარგად ინტეგრირებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის ესტაბლიშმენტში და არ არის ბოლომდე გაცნობიერებული საგარეო პოლიტიკის ნორმებსა და ეტიკეტში," - განაცხადა ექსპერტმა. მან ასევე დასძინა: "იმის გამო, რომ მომავალ ადმინისტრაციაში ბევრი ისეთი ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც პოლიტიკისგან დღეს შორს დგანან, ისინი საქმის კეთებას პროცესში ისწავლიან. ვფიქრობ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს".
ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ბევრი რთული ურთიერთობა ექნება სამართავი და ამასთან, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოწვევისთვის მოუწევს თავის გართმევა. სწორედ ამიტომ, ჩეჩირე ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ტრამპის გარდამავალ გუნდს თვითონ დაუკავშირდეს:
„საქართველოს აქ [ვაშინგტონში] საელჩო აქვს, ჰყავს ლობისტები, ჰყავს მეგობრები, რომლებსაც შეუძლია დაუკავშირდეს და ხელშეწყობა სთხოვოს. ანუ საქართველოს ამ კავშირის დასამყარებლად რესურსი აქვს". ჩეჩირეს მიაჩნია, რომ ეს ადვილი დავალება არ იქნება და კონტაქტი რომც შედგეს, არ არის გარანტია, რომ ის წარმატებული იქნება. მთავარი მაინც ის არის, თუ როგორ შეძლებს საქართველო ახალი ადმინისტრაციისთვის თავის წარმოდგენას და იმის ჩვენებას, რომ საქართველო მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს და რომ ის ამერიკის მოკავშირეა.
თუ თბილისს მიაჩნია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი მომავალი ადმინისტრაციისთვის, ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, პროტოკოლის დაცვას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და კონტაქტზე თვითონ გავიდეს.
ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი დონალდ ჯენსენი ამბობს, რომ გარდამავალი გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული ჯერ არ არის და შესაბამისად, მომავალ ადმინისტრაციას პრიორიტეტები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩეჩირეს მსგავსად, მას მიაჩნია, რომ კონტაქტის ინიცირება საქართველომ უნდა გააკეთოს.
„მე რომ საქართველოს ადგილზე ვიყო, გარდამავალი გუნდისგან ზარს არ დაველოდებოდი. თუ თბილისს მიაჩნია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი მომავალი ადმინისტრაციისთვის, ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, პროტოკოლის დაცვას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და კონტაქტზე თვითონ გავიდეს. არ მგონია საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყოს. ამიტომ მათ დრო არ უნდა დაკარგონ და კონტაქტზე გავიდნენ,“ - აღნიშნა ჯენსენმა.
ჯენსენი ამბობს, რომ სენატორების ჯონ მაკკეინისა და ლინზი გრეემის რეგიონში ვიზიტი რამდენიმე დღეში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამით ისინი ტრამპს სიგნალს უგზავნიან, რომ მათთვის ეს რეგიონი პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთან საუბარში ჯენსენმა ასევე განაცხადა, რომ ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს გასაკვირი არ არის, რადგან ამერიკის ყველა პრეზიდენტი მმართველობის დასაწყისში რუსეთთან ურთიერთობას სწორედ ამ ნაბიჯით იწყებს. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ამ მხრივ, ზოგიერთი ფაქტორი მედიაში იმაზე მძიმედაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
"ბევრი ქვეყანა გაურკვევლობაშია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს ტრამპი. ამას არც მედია საშუალებები ეხმარება. ვაშინგტონში ლიბერალური საგარეო პოლიტიკის ესტაბლიშმენტი ყველაფერს, რასაც ტრამპი ამბობს, დიდ ყურადღებას აქცევს," განაცხადა ჯენსენმა. მისი აზრით, ამით მედია ცუდი ვითარების შეგრძნების გაჩენას ცდილობენ. "ვფიქრობ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს,“ დასძინა ჯენსენმა.
ტრამპის საგარეო პოლიტიკის შტრიხები ჯერ ისევ არ არის ჩამოყალიბებული. ერთი რამ, რაც ტრამპის განცხადებებზე დაყრდნობით ვიცით, არის ის, რომ არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას ეცდება. არ ვიცით ის, თუ რა დათმობებზე წასასვლელად იქნება ის მზად ამ მიზნის მისაღწევად.
ანალიტიკოსები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, თანხმდებიან, რომ მიუხედავად იმის, თუ როგორი შეიძლება იყოს ტრამპის საგარეო პოლიტიკა, საქართველომ მის გარდამავალ გუნდთან კონტაქტი თვითონ უნდა დაამყაროს და ვაშინგტონიდან ზარს არ დაელოდოს.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები