გათავისუფლებული სკოლის დირექტორები — რა კითხვები აქვთ მათ სამინისტროსთან
საჯარო სკოლებში თანამდებობაზე ყოფნის 6-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, დირექტორებს უფლებამოსილება შეუწყდათ. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, გათავისუფლებული ყველა დირექტორი განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად რჩება ან საქმიანობას მასწავლებლის პოზიციაზე აგრძელებს. მიუხედავად ამისა, დირექტორთა გარკვეულ ნაწილს მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საკუთარი თავის წარდგენის საშუალება არ მიეცა და ისინი თანამდებობებიდან გაუფრთხილებლად გათავისუფლდნენ.
ბელა ხუბუტია თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. მას უფლებამოსილების ვადა 8 სექტემბერს ამოეწურა. ის On.ge-სთან განმარტავს, რომ იმ ერთ-ერთ დირექტორთაგანია, ვისაც სამინისტროსგან მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მითითება არ მიუღია.
"დირექტორთა ნაწილს, ვისაც, მაგალითად, 8-ში გასდიოდა ხელშეკრულების ვადა, სამინისტროსგან მიეთითათ, რომ 7-ში მიემართათ განცხადებით, რათა მათი კანდიდატურები მათსავე სკოლაში, მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე წარდგენილიყო. ვიყავით ნაწილი დირექტორებისა, რომლებსაც ასეთი რამ სამინისტროსგან არ მიგვეთითა და ცხადია 8-ში შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გავთავისუფლდით", — ამბობს ბელა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან სამინისტროს საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე დამოუკიდებლად მიმართა, პასუხს მაინც ვერ მიიღო კითხვაზე — რატომ შეიზღუდა მისი შრომის უფლებები? ბელა ფიქრობს, რომ ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც სამინისტრო ვერ ასაბუთებს. გარდა ამისა, მისი თქმით, უწყებამ თავისი ვალდებულება, ჩაეტარებინა დირექტორების კონკურსი, ვერ შეასრულა.
"ისინი არჩატარების მიზეზად პანდემიას ასახელებენ, რაც რეალური საფუძველი ვერანაირად ვერ იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩატარდა როგორც ეროვნული, ასევე პედაგოგების შესარჩევი და სხვა გამოცდები. თუკი სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას, მაშინ ან უნდა გადანიშნულიყო ყველა მოვალეობის შემსრულებლად, ან უნდა გათავისუფლებულიყო ყველა და არ დანიშნულიყო არავინ [...] მე მაგალითად, ვერც დამისაბუთებენ, რატომ არ წარადგინეს ჩემი კანდიდატურა, ამიტომ, ეს არის პირადაპირ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევა, სადაც წერია, რომ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია. ამით იზღუდება ჩემი პროფესიული იმიჯიც", — აცხადებს ის.
ჩვენ ბელას ვკითხეთ, მისი აზრით, რა იყო სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მოტივი. მისთვის ეჭვებს რამდენიმე გარემოება იწვევს, მათ შორის, მისი, როგორც დირექტორის აქტიურობა — სკოლაში ნორმალური შრომითი პირობები და გარემო შეექმნა.
"ჩვენი სკოლის შენობა, რომელიც მდებარეობს ნაძალადევში, იყო ავარიული. 2017 წლიდან არაფერი გაკეთებულა ამ შენობის შესაკეთებლად. ჩვენ მუდმივად მივდევდით ამ სიტუაციას, ვწერდით წერილებს, ვაწუხებდით, მერე თავი გადავაყვანინეთ 22-ე საჯარო სკოლის შენობაში, სადაც მოვთხოვეთ გარემონტება, მოსწავლეთა ტრანსპორტირება. როგორც ჩანს, მათ ბიუჯეტს ძალიან რთულად დააწვა ეს და ადამიანი, რომელიც ასე ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სკოლის სიტუაციას, ალბათ, მათთვის არ იყო მისაღები", — ამბობს ბელა.
მსგავსი სიტუაცია შეექმნა ია აბუაშვილსაც. 209-ე სკოლის ყოფილი დირექტორისთვისაც გაუგებარია, რატომ არ განიხილეს მისი კანდიდატურა მოვალეობის შემსრულებლად და მისი ამდენწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
"ერთი ჩავარდნილი გაკვეთილი ან დღე არ გვქონია [...] ერთხელ ხომ მაინც უნდა ყოფილიყო ან შენიშვნა ან პრეტენზია? არაფერი ყოფილა. მიზეზი რა არის, ვერ ვხდები. როცა ასეთი რამ არ ყოფილა, რატომ არ უნდა შესთავაზო დირექტორს მოვალეობის შესრულება და რატომ უნდა დააკისრო ეს მოვალეობა მოადგილეს, რომელიც მხოლოდ სასწავლო პროცესის მართვაში იყო აქამდე ჩართული?", — ამბობს ია.
აღნიშნულს გამოეხმაურა ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი. ის On.ge-სთან ამბობს, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება თანამდებობაზე "ვიღაცები დატოვო" და "ვიღაცები არ დატოვო" შერჩევითი სამართალია. მისი თქმით, ხელისუფლებამ გაათავისუფლა ისინი, ვინც ნაკლებად საიმედოდ ჩათვალა.
"არ ვამბობ, რომ კონკრეტული ადამიანების მიმართაა პოლიტიკური მოტივაცია. ეს რაღაც ბოდვის განზომილებაა: ვიღაცას ნიშნავ, ვიღაცას არ ნიშნავ, ვიღაცას უშვებ და სამართლებრივი საფუძველი მორღვეული გაქვს. უნდა უზრუნველყონ ახალი კონკურსი, სადაც ბევრს შეეძლებოდა მონაწილეობის მიღება", — ამბობს რატიანი.
მისი თქმით, სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებით დირექტორების უფლებები დაარღვია და არ მისცა მათ საშუალება, კარიერული გზა გაეგრძელებინათ. იგი აცხადებს, რომ პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით, სკოლის მიღმა დარჩა.
"წარმოიდგინეთ, 6 წლის განმავლობაში ხარ წარმატებული დირექტორი და ასეთ ადამიანებს უთხრეს, რომ მორჩა, თქვენი დრო დამთავრდა. მათი უფლებები და რეპუტაციაც შეილახა", — აცხადებს ის.
ამ თემასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში ზოგად განცხადებას აკეთებენ. უწყების პრესსამსახურმა On.ge-ს მიაწოდა მინისტრის მოადგილის წერილობითი პასუხი, სადაც ეკა დგებუაძე ამბობს, რომ დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა კანონმდებლობის შესაბამისად ხდება. მისი თქმით, მსგავსი პროცესი ყოველწლიურად მიმდინარეობს, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ.
"ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, გათავისუფლებული ყველა დირექტორი რჩება განათლების სისტემაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ან აგრძელებს საქმიანობას მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე. ასევე, ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
იყო თუ არა ეს "შერჩევითი სამართალი" და "დისკრიმინაციული გადაწყვეტილება", სამინისტროს გამოხმაურების მიუხედავად, ბუნდოვანია. On.ge-ს კითხვებს სამინისტროში არ პასუხობენ და მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლებიან.
ჩვენ პირადად ეკა დგებუაძეს დავუკავშირდით, რათა დამატებით კითხვებზე ზუსტი პასუხები მიგვეღო, თუმცა მინისტრის მოადგილემ პირდაპირი ზარისთვის გვისაყვედურა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
"ჩემი კომენტარი არის, რომ არც ერთი დირექტორი არ არის გათავისუფლებული, მათ გაუვიდათ თავიანთი 6-წლიანი ვადა", — აცხადებს ეკა დგებუაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს პრესსამსახურში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ. On.ge-ს უწყების წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა.
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს წერილზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს წერილზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
-
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
გადახედვა
-
ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში
გადახედვა
-
ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი
გადახედვა

კომენტარები