ტაბულას ინფორმაციით, დეკანოზი დავით ისაკაძე ყაჩაღობისა და მანქანის გატაცებისთვის წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. აღნიშნულის დამადასტურებლად, ტაბულამ სასამართლოს დოკუმენტები გამოაქვეყნა.

იმავე გამოცემა წერს, რომ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერმა დავით ისაკაძემ პირველი დანაშაული 16 წლის ასაკში ჩაიდინა, როცა თანამზრახველებთან ერთად ვიქტორ ვაკულინის ოჯახი დააყაჩაღა. მაშინ ისაკაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ტაბულას ინფორმაციით, მან მეორე დანაშაული ისაკაძემ 1983 წელს ჩაიდინა, როცა თანამზრახველებთან ერთად მანქანები გაიტაცა. სასამართლოზე მან დანაშაული აღიარა და მეორე ჯერზეც დააპატიმრეს.