თელ-ავივში ციდან მარიხუანის ასობით შეფუთვა ჩამოცვივდა
ისრაელში ყველა მწეველის ოცნება ახდა — უფასო მარიხუანა, პირდაპირი მნიშვნელობით, ციდან ჩამოიყარა. 3 სექტემბერს ისრაელის მეორე ყველაზე დასახლებულ ქალაქში, თელ-ავივში, დრონმა ქალაქის ცენტრში კანაბისის ასობით შეფუთვა ჩამოაგდო. ოფიციალური ცნობით, ეს პერფორმანსი, რომელმაც ბევრი ადამიანი გააბედნიერა, ქვეყანაში კანაბისის ლეგალიზაციისთვის მებრძოლი მოძრაობის ნაწილი იყო.
სავარაუდოდ, მარიხუანის ამ წვიმის მთავარი ინიციატორი ისრაელში მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრე ჯგუფი Green Drone იყო. ამ მოვლენამდე მათ თავიანთ Telegram-ზე განაცხადეს, რომ "ციდან უფასო კანაბისს დაარიგებდნენ":
"დროა, ჩემო ძვირფასო ძმებო. ნუთუ ეს ჩიტია? თუ თვითმფრინავი? არა, ეს მწვანე დრონია, რომელიც ციდან უფასო კანაბისს დაარიგებს. დატკბით, ჩემო საყვარელო ძმებო, ეს თქვენი პილოტი ძმაა, რომელსაც უნდა, დარწმუნდეს, რომ ყველანი მივიღებთ მცირეოდენ უფასო სიყვარულს".
შეფუთვები რაბინის მოედნის მახლობლად "ჩამოფრინდა". ეს ქუჩის პროტესტებისა და პოლიტიკური მიტინგების პოპულარული ადგილია. Green Drone-ის ამ აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო, რადგან შეფუთვების ჩამოგდების ადგილას ათობით ადამიანი შეიყარა და უფასო კანაბისის ასაღებად ხალხი შუა ქუჩაზე, მანქანებს შორის, შედიოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ შეფუთვები "სახიფათო ნარკოტიკით" იყო სავსე, და წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც კანაბისი იყო. დრონის მართვაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს.
ეს Green Drone-ის მიერ მარიხუანით ფილანტროპიისა თუ კანაბისის აქტივიზმის ერთადერთი შემთხვევა არაა. "ჩვენ 'კანაბისის წვიმის' პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ყოველკვირეულად 2-გრამიან შეფუთვებში განაწილებულ 1 კილოგრამ კანაბისს დავარიგებთ", — განაცხადა ჯგუფმა. მათ განმარტეს, რომ პანდემია "კრეატივსა და მომხმარებლებამდე კანაბისის მიტანის ახალი გზების ძიებას საჭიროებს" — სწორედ ასეთი იდეა იყო დრონებით "მიტანის სერვისი".
ისრაელში კანაბისი ამჟამად არალეგალურია, განსაზღვრული სამედიცინო შემთხვევების გარდა. წელს ქვეყანაში კანაბისის დეკრიმინალიზაციისა და ზრდასრულთათვის მოხმარების ლეგალიზაციის კანონპროექტები წარადგინეს და საკანონმდებლო ორგანომ ორივე მათგანი პრელიმინარულ ეტაპზე გადაიყვანა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები