15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. მოსამზადებელი პერიოდი კი ყველასთვის საქმეებითაა დატვირთული: როგორც მშობლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. თუმცა ამ დღისთვის განსაკუთრებით მაინც ისინი ემზადებიან, ვინც წელს პირველად შეაღებს სკოლის კარს.

მოსასწრები, მართლაც, ბევრი რამაა და მშობლებს ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიებს შორის სირბილი უწევთ. და მაშინაც კი, როცა ჯიბეში საყიდლების სია გაქვს ჩაკუჭული, წამითაც არ გტოვებს იმის განცდა, რომ რაღაც გავიწყდება.

თუმცა, ყველაფერი მარტივდება, როცა წინასწარ იცი, რა და სად უნდა იყიდო. ამაში სწორედ ეს სტატია დაგეხმარებათ — თუკი თქვენს პირველკლასელ შვილზე მეტად თავად ღელავთ ან არ იცით, სად შეგიძლიათ ხარისხიანი პროდუქციის შეძენა, საგანგაშო არაფერია. გულდამშვიდებული გაეცანით 33 პროდუქტის სიას, შემდეგ კი ინტერნეტში ისთ ფოინთის მისამართი მოძებნეთ, სადაც ჩამოთვლილ ნივთთა ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი — ანიდან ჰაემდე.

წიგნი

ფოტო: ისთ ფოინთი

თუ თქვენთვის ერთხელ მაინც უკითხავთ "თავი რატომ არ დაგრჩა?!", მაშინ
ნამდვილად გემახსოვრებათ, რომ სკოლისთვის პირველი, რაც გჭირდებათ
სახელმძღვანელოებია. თუკი დარდობთ, რომ შეძენილი წიგნი წლის ბოლოს კარგ მდგომარეობაში ვერ მიაღწევს, შეგიძლიათ, ყდაზე გადასაკრავიც იყიდოთ და დაცული სახელმძღვანელო თქვენს შვილს მშვიდად გადასცეთ.

რვეული

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

დიდი ხანია, გამრავლების ტაბულას რვეულის ყდიდან აღარავინ სწავლობს, მაგრამ ზოგიერთი რამ არასოდეს იცვლება: მაგალითად, რვეულის შუა "ტყუპი" ფურცლის ამოღების ტრადიცია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უყვარს თქვენს შვილს ხატვა ან შესვენებებზე "ქალაქობანას" თამაში, სჯობს, რვეულის სისქე კარგად შეარჩიოთ.

კალამი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

ერთი შეხედვით, კალმის არჩევაზე მარტივი არაფერი უნდა იყოს. მაგრამ აქაც მოგიწევთ დეტალებზე კონცენტრირება. მაგალითად, გასათვალისწინებელია კალმის ტარის და წვერის სისქე, რადგან ხშირად ეს ნივთი ხელში დასაჭერად მოუხერხებელია. თანაც, ქართული ჩახუჭუჭებული ასოების ფურცელზე გამოყვანა ხომ ისედაც რთულია და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ზოგიერთი მასწავლებელი "ბატიფეხურს" უწოდებს.

ფანქარი

ფოტო: ისთ ფოინთი

სინამდვილეში, უბრალო ფანქრად წოდებული ნივთი ძალიანაც ბრალიანია. თუმცა, მისთვის უდროოდ გამტყდარი წვერის პატიებაც კი ადვილია, როცა საჭირო დროს მასზე დამაგრებული საშლელი მხსნელად გვევლინება.

სათლელი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

გამტყდარ წვერს ადვილად ეშველება, თუ თქვენს შვილს ჩანთაში ეს საჭირო ნივთი მოეპოვება. თუმცა მიზნის მისაღწევად ყველანაირი სათლელი ნამდვილად არაა გამოსადექი: ზოგიერთი ფანქრის ერთი დატრიალებითაც კი ნათალით ივსება.

საშლელი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

ორფერიანი საშლელის მუქი მხარე რომ კალმით ნაწერს არ შლის, ეს მითი უკვე თითქმის ყველამ იცის. თუმცა იგი მაინც გამოსადეგი ნივთია — განსაკუთრებით მაშინ, როცა შემოხაზული პასუხების წაშლისას კვალი რჩება და დავალების შესრულებაც მარტივდება.

სახაზავი

ფოტო: ისთ ფოინთი

სახაზავი მათემატიკის მოყვარული პერფექციონისტების საყვარელი ნივთია. უნაკლო სწორი ხაზის გავლებაც არაა ადვილი საქმე. ამიტომ თუ არ გსურთ, თქვენს შვილს სახაზავის შემცვლელი სხვადასხვა ნივთის ჩანთაში ძებნა მოუწიოს, სასურველია, ისიც მონიშნოთ საყიდლების სიაში.

ტრანსპორტირი

ფოტო: ისთ ფოინთი

ყველაზე მახვილი თვალიც კი ვერ განსაზღვრავს მახვილი კუთხის ზუსტ ზომას და ხშირად მართი კუთხეც რამდენიმე გრადუსით მეტი ან ნაკლები გამოდის. ეს კი ასევე ძალიან უსიამოვნო სანახავია პერფექციონისტი პითაგორებისათვის. ამიტომ სიაში სახაზავთან ერთად ტრანსპორტირიც აუცილებლად უნდა იყოს.

ფარგალი

ფოტო: ისთ ფოინთი

საკმარისია, რადიუსი რომელიმე წერტილში მაინც იყოს მცირედით განსხვავებული, რომ დარღვევა თვალშისაცემია და წრეწირის მაგივრად ოვალს ვიღებთ. სააღდგომო კვერცხის დახატვა თუა მიზანი, მაშინ პრობლემა არ არსებობს, თუმცა გეომეტრიაში მსგავსი რამ უპატიებელ შეცოდებად მიიჩნევა. ესეც მესამე საჭირო ნივთი პერფექციონისტებისთვის.

კალკულატორი

ფოტო: ისთ ფოინთი

დიდ რიცხვებზე გამოთვლების ჩატარების გარდა, ეს ნივთი თქვენს შვილს მაშინაც გამოადგება, როცა საკუთარ თავში დასარწმუნებლად შეკრება-გამოკლებას თითების დახმარებით გადაწყვეტს. ზოგჯერ იგი საჭირო რჩევებსაც მისცემს. მაგალითად, თუ დავიწყებული აქვს, რომ ნულზე გაყოფა არ შეიძლება, კალკულატორი ამაყად ამცნობს ამ ფაქტს და იმასაც, რომ ალგებრაში მეტი მეცადინეობა სჭირდება.

კორექტორი

ფოტო: ისთ ფოინთი

ლეგენდის თანახმად, სანამ ამ ნივთს გამოიგონებდნენ, შეცდომის გამოსასწორებლად მთელი ფურცლის ამოხევა და თავიდან დაწერა იყო საჭირო ან, უბრალოდ, ნაწერის ბარბაროსულად გადახაზვა. ეს კი ზოგიერთი მასწავლებლის თვალში ბატიფეხურზე უფრო ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა კორექტორის საშუალებით ცხოვრება იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ფერადი მარკერი

ფოტო: ისთ ფოინთი

სამყაროში მარკერების ორი სახეობა არსებობს — კეთილი და ბოროტი. კეთილი მარკერების მაგნიტური დაფიდან წაშლა ღრუბლით ან ხელსახოცითაა შესაძლებელი. თუმცა "პერმანენტულ მარკერად" წოდებული მაცდუნებელი საწერი საშუალება, რომელიც ხშირად კეთილ მარკერზე უკეთესად წერს, პირდაპირი მნიშვნელობით ტოვებს წარუშლელ კვალს. ამდენად, საჭიროებიდან გამომდინარე, სწორად აარჩიეთ მარკერის სახეობა და ფერი.

პენალი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

პენალი წესრიგის გარანტია ჩანთაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იგი ტევადიც იყოს და კარგად ორგანიზებულიც.

სახატავი რვეული

ფოტო: ისთ ფოინთი

სახატავი რვეული მხოლოდ ხატვის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის როდია. მასში გაცოცხლებული პერსონაჟები თუ პეიზაჟები შემოქმედებითობას და წარმოსახვის უნარს დიდად ავითარებს, რაც მოზარდის ხასიათს და მუშაობის მანერას ინდივიდუალიზმს სძენს.

ფერადი ფურცლები

ფოტო: ისთ ფოინთი

გარდა იმისა, რომ ფერადი ფურცლებით სხვადასხვაგვარი სივრცული ფიგურის თუ საახალწლო გირლანდების გაკეთებაა შესაძლებელი, გამოჭრილი ფერადი ფურცლებით აპლიკაციის შექმნაც პირველკლასელებს გამორჩეული ნამუშევრის ავტორებად აქცევს.

ფერადი ფანქრები

ფოტო: ისთ ფოინთი

პატარა მხატვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერადი ფანქრებია. ნამუშევრის შექმნაში კი დიდ როლს არა მხოლოდ ფერების სიუხვე, არამედ ფანქრის ხარისხიც თამაშობს.

ფლომასტერები/პასტელი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფერადი ფანქრებით მუშაობა ყველას არ უყვარს, მით უმეტეს, როცა პასტელით გაფერადება ხშირად უფრო სასიამოვნო და ნაკლებად დამღლელია. აი ფლომასტერები კი ბავშვებისთვის ალბათ ყველაზე საყვარელი საწერი საშუალებაა. მართლაც, არაფერი ისე არ ახარებს მოსწავლეს, როგორც მისალოცი ბარათის სიჭრელე და ფლომასტერის სქელი ხაზით გამოყვანილი ასოები.

ჩანთა

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთი ჩანთაა, რომლის შერჩევისას ნამდვილად გმართებთ წინდახედულობა. იმის გამო, რომ წიგნების დიდი ნაწილი მეტად მძიმეა და ჩანთის ტარებაც ყოველდღიურად არის საჭირო, გასათვალისწინებელია, როგორც დატვირთვა ზურგზე, ასევე ჩანთის გამძლეობა.

სანიტაიზერი

ფოტო: ისთ ფოინთი

პანდემიის პერიოდის შეზღუდვებმა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არაერთი სარგებელი მოიტანა ჩვენს ყოველდღიურობაში და ერთ-ერთი მათგანი ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროს გაცემული რეკომენდაციების და წესების მიხედვით მოეწყობა, მნიშვნელოვანია, თქვენს შვილს პირადი სანიტაიზერიც ჰქონდეს. ეს მის უსაფრთხოებას და დაცულობას ორმაგად უზრუნველყოფს.

საკვების კონტეინერი

ფოტო: ისთ ფოინთი

სანიტაიზერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ საკვები, რომელსაც თქვენი შვილი სახლის გარეთ მიირთმევს, სუფთა და ჯანსაღი იყოს. ამდენად, საკვების კონტეინერები, რომლებიც ტევადობის მიხედვით განსხვავდება, მოსწავლისათვის საჭირო ნივთს წარმოადგენს.

წყლის ბოთლი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფოტო: ისთ ფოინთი

მწყურვალე მოსწავლე რომ წყლის გარეშე რჩება, ეგ უმნიშვნელო ხდება, როცა წიგნების გაშრობას მთელი ოჯახი ცდილობს საათების განმავლობაში. ამდენად, სანდო წყლის ბოთლის შერჩევა, რომელიც შუა გზაში შადრევნის მოწყობას არ შეეცდება, სახუმარო საქმე არაა.

სასკოლო ფორმა

ფოტო: ისთ ფოინთი

სასკოლო ფორმა — კოსტუმები და ფერადი პერანგები — ბავშვებს ერთგვარ ოფიციალურ იერს სძენს. მერე რა, რომ დღის ბოლოს პერანგიც ამოჩაჩულია და კოსტუმსაც დაკარგული აქვს პირვანდელი სისუფთავე.

ფეხსაცმელი

ფოტო: ისთ ფოინთი

ფეხსაცმელი საჭიროების მიხედვით აირჩევა: მოდური ვანსები მოზარდებისთვის, სპორტული კედები სპორტის გაკვეთილებისთვის და კლასიკური ფეხსაცმელი — სკოლის პირველ დღეს ზედ ფეხის დაბიჯებისთვის.

მობილური ტელეფონი

ფოტო: ისთ ფოინთი

კომუნიკაციის საჭიროების გარდა, სმარტფონებით არაერთ სასწავლო აპლიკაციაზე წვდომაცაა შესაძლებელი, რომელიც სწავლის პროცესს უფრო სახალისოს და მოსახერხებელს ხდის.

სამუშაო მაგიდა და სკამი

ფოტო: ისთ ფოინთი

სამუშაო გარემო განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს. ამდენად, სამუშაო მაგიდის და სკამის შერჩევისას, საჭიროა, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ თქვენი შვილის სურვილები. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ პრაქტიკული მხარეც.

მაგიდის სანათი

ფოტო: ისთ ფოინთი

მნიშვნელოვანია, მუშაობისას მაგიდა სწორად და კარგად იყოს განათებული, რათა კითხვისას თვალი არ დაიძაბოს. ამიტომ, სანათის შერჩევისას გაითვალისწინეთ მაგიდის ზომა და ადგილი, სადაც მისი დადგმა მოგიწევთ.

წიგნის სანათი

ფოტო: ისთ ფოინთი

ხშირად სამუშაო გარემოს კომფორტულობიდან გამომდინარე, მოსწავლეს სავარძელში ან აივანზე კითხვა ურჩევნია. თუმცა, ამ დროსაც მნიშვნელოვანია, საკითხავი კარგად განათებული იყოს, რისთვისაც წიგნის სანათი მეტად კომფორტული და საჭირო ნივთია.

ლეპტოპი

ფოტო: ისთ ფოინთი

დღესდღეობით ლეპტოპი და ინტერნეტი სწავლის პროცესში უკვე აქტიურად გამოიყენება. ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებისას დროის და ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, ამდენად ლეპტოპი თანამედროვე მოსწავლისთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.

სათვალე ღამის კითხვისთვის

ფოტო: ისთ ფოინთი

მართალია, დღის სინათლეზე კითხვა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათთვის, ვინც მეცადინეობას საღამოს საათებში ამჯობინებს, ღამის კითხვისთვის შექმნილი სათვალე ზედგამოჭრილი იქნება.

საფანქრე ჭიქა

ფოტო: ისთ ფოინთი

საფანქრე ჭიქა ერთგვარი სახლის პენალია, რომელიც სამუშაო მაგიდაზე წესრიგს უზრუნველყოფს. მაგრამ იგი არცთუ ხელმისაწვდომ ადგილას უნდა იდგას, რადგან მტრისას, თუკი შემთხვევით წაიქცა...

თერმოჭიქა

ფოტო: ისთ ფოინთი

თერმოჭიქა მეტწილად იმ მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც, მეცადინეობაში გართულს, ადვილად ავიწყდება მაგიდაზე მდგარი ცხელი სასმელი.

გლობუსი

ფოტო: ისთ ფოინთი

გეოგრაფიის შესწავლა გლობუსის გარეშე რთულია. ამასთან, მისი მეშვეობით სახალისო და შემეცნებითი თამაშებით თავშექცევაც შეიძლება.

ლუპა

ფოტო: ისთ ფოინთი

გლობუსზე თბილისის მოსაძებნად ლუპა ნამდვილად საჭირო ნივთია, თუმცა პატარა შერლოკ ჰოლმსებისთვის ეს ჯადოსნური მოწყობილობა მხოლოდ ამ მიზნით არ გამოიყენება.

ამ ყველაფრის შეძენა, როგორც მოლი უისლი იტყოდა, მხოლოდ ერთ ადგილასაა შესაძლებელი. და ეს ადგილი, შეიძლება ითქვას, მართლაც თბილისის მრუდე ქუჩაა. თბილისის მთავარ შოპინგ ცენტრში, ისთ ფოინთში სკოლისთვის ა-დან ჰ-მდე ყველაფრის შეძენას შეძლებთ. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!