ეიფორიის მეორე სეზონის გამოსვლამდე "შუალედური" სერიის გადაღება გვინდა — ზენდეია
ფოტო: HBO
შესაძლოა, Euphoria-ს ახალი ეპიზოდი იმაზე ადრე ვიხილოთ, ვიდრე შესაძლებელია და იმაზე გვიან, ვიდრე ამის იმედი გვქონდა.
HBO-ს ამ გახმაურებული შოუს მთავარი როლის შემსრულებელმა, ახალგაზრდა ამერიკელმა მსახიობმა ზენდეიამ Jimmy Kimmel Live-ის გადაცემაში სერიალის მომავალ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მეორე სეზონის პრემიერამდე "შუალედური", ერთი დამოუკიდებელი ეპიზოდი გამოუშვან.
"ყველანი ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორმე მეორე სეზონის გადაღება შევძლოთ, რომლითაც გვინდა მაყურებელს მხოლოდ საუკეთესო სანახაობა შევთავაზოთ, მაგრამ ასევე გვინდა, რომ ყველაფერი უსაფრთხოების დაცვით მოხდეს. ამის გამო, შესაძლოა, ერთი, სეზონებს შორის "შუალედური" ეპიზოდი გადავიღოთ. არ ვიცი, ამას ზუსტად რა ვუწოდო, მაგრამ შეგვიძლია შეზღუდული სამსახიობო გუნდით უსაფრთხო გარემოში ერთი ეპიზოდი მაინც გადავიღოთ, რომელიც მაყურებელს მეორე სეზონის გამოსვლამდე რაღაცას მაინც მისცემს", — განაცხადა მსახიობმა.
ეიფორიის პრემიერა გასულ წელს შედგა და მან მაშინვე მრავალი ერთგული მაყურებელი შეიძინა. ამის გამო HBO-მ მალევე დააანონსა, რომ სერიალი მეორე სეზონით განახლდებოდა, რომლის ნახვასაც ყველა ამ ზაფხულს ელოდებოდა, თუმცა პანდემიამ სხვა მრავალი პროექტის მსგავსად ამ შოუს გადაღებებიც შეაფერხა.
"გადაღებების დაწყებისთვის უკვე მზად ვიყავით, როცა ეს ყველაფერი მოხდა. თანაც სულ რაღაც ორი დღით ადრე, სანამ გადაღებების პირველი დღე გვექნებოდა", — ამბობს ზეინდეია, რომელიც ამ სერიალში შესრულებული როლით ემის წლევანდელ დაჯილდოებაზეა ნომინირებული.
როგორც მსახიობი აცხადებს, შოუს შემქმნელებმა ჯერ ზუსტად ისიც კი არ იციან, თუ როდის განახლდება გადაღებები, რის გამოც პრემიერის ზუსტ თარიღზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევია.
თუმცა ის ვერსია, რომ მცირე ჯგუფით ერთ ეპიზოდს მაინც გადაიღებენ, რათა ლოდინი მცირედით მაინც მოვიკლათ, დამაიმედებლად ჟღერს. თანაც ეს გამოცდილება ზენდეიასთვის ახალი არ იქნება: ივლისში ცნობილი გახდა, რომ ეიფორიის რეჟისორმა და სცენარისტმა, სემ ლევინსონმა ზენდეია ჯონ დევიდ-ვაშინგტონთან ერთად კარანტინში საიდუმლო ფილმში გადაიღო.
-
კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
კომენტარები