კორონავირუსის გავლენა ბავშვების სიღარიბეზე საქართველოში — Unicef-ის ანგარიში
ფოტო: Photo by Kelly Sikkema on Unsplash
გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის და კონკდეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის მოსალოდნელი გავლენა შეისწავლეს. Unicef-ში აცხადებენ, წინასწარი გაანგარიშება, მიკრო სიმულაციის მოდელი მთავრობასთან პარტნიორობით შეიმუშავეს.
დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.
კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:
- კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის სიღარიბის დონის (166 ლარი თვეში ზრდასრულ პირზე) გაზრდა 21.7-დან 24 პროცენტამდე დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე — საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე — ძლიერი შოკის შემთხვევაში;
- მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე საბაზისო 27.6 პროცენტიდან დაბალი შოკის შემთხვევაში გაიზრდება 30.8 პროცენტამდე, საშუალო შოკის შემთხვევაში — 32.7 პროცენტამდე, ხოლო 37.8 პროცენტამდე — ძლიერი შოკის შემთხვევაში;
- შოკის შედეგად, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად, ხოლო უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება;
- მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდება კორონავირუსის პანდემიის წინაშე ყველაზე დაუცველ შინამეურნეობებში, რომლებსაც ისედაც მწირი დანახარჯები აქვთ.
ამასთან, Unicef-ის განცხადებით, სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარების 24 ჰიპოთეტური მოდელის გამოყენებით სიღარიბის მაჩვენებლების ხელახლა გაანგარიშების შედეგად დადგინდა:
- უფრო სავარაუდოა სიღარიბის ხარჯთეფექტურად შემცირება მოსახლეობის იმ უღარიბეს 40%-ზე მიმართული პოლიტიკისა და დახმარების პირობებში, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის სისტემით გათვალისწინებულ პროგრამებში. თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ასეთი კატეგორიის იდენტიფიცირება ხანგრძლივვადიან და მასშტაბურ ღონისძიებებს მოითხოვს;
- Unicef-ის თანახმად, 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, შოკის დონის მიუხედავად. ანგარიშის მიხედვით, ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება, ხოლო მსუბუქი და საშუალო შოკის სცენარებში სიღარიბის დონის შემცირება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასეთი შედეგი სხვა მოდელების შემთხვევაში არ გამოვლენილა;
- Unicef-ის აზრითვე, ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე პირებისათვისაც. ანგარიშის მიხედვით, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ფულადი დახმარებით შესაძლებელია სიღარიბის შემცირება 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა, ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე, რომლის დამანგრეველი მოქმედება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით. უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელების არსებობა, რათა ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად არ აღმოჩნდნენ სიღარიბეში", — აღნიშნავს ის.
Unicef-ი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა, კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან სოციო-ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს შინამეურნეობებზე. ისინი მიუთითებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, პანდემიის შედეგად მოსალონდელია მსოფლიო მასშტაბით 195 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა. გაეროს გამოთვლებით, ეკონომიკური აქტივობების შემცირების გამო, შესაძლოა დაახლოებით 42-66 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში.
გაეროს ბავშვთა ფონდი ჩატარებული წინასწარი ანგარიშის მეთოდებს განმარტავს. მათი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა ზოგიერთი სფერო სხვაზე მეტად მოწყვლადი აღმოჩნდეს, ამიტომ, კვლევაში თითოეული დასაქმებული პირისათვის მინიჭებული იყო სამუშაოს მოწყვლადობის დონე, სამი ჯგუფის — მოწყვლადობის დაბალი, საშუალო და მაღალი დონის მიხედვით.
Unicef-ის განცხადებით, შემდეგ, კეთდება ვარაუდი, რომ შინამეურნეობები დაკარგავენ შემოსავლის წილს, შესაბამისი ოჯახის კორონავირუსისადმი მოწყვლადობის გათვალისწინებით. ასევე დაშვებული იქნა შოკის სამი დონე: დაბალი, საშუალო, და ძლიერი.
"შინამეურნეობებზე უარყოფითი შოკის გათვალისწინებისა და სიღარიბის დონეების გამოთვლის შემდეგ, მიკრო სიმულაციაში ემატება ფულადი დახმარების რამდენიმე მოდელი, შემდეგ კი ფასდება სიღარიბის დონის ცვლილებები თითოეული სცენარის შემთხვევაში. ანგარიშში სულ განხილულია 24 ჰიპოთეტური ფულადი დახმარების (მაღალი და დაბალი ოდენობის) სცენარი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისათვის", — განმატავენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, მიკრო სიმულაციაში მონაცემების ძირითად წყაროდ გამოყენებულია საქართველოში 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, რომელიც მოიცავს 4697 შინამეურნეობას და რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები