დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან ექიმების აქცია გაიმართა
ფოტო: ლუკა ჭიჭინაძე / On.ge
დღეს, 18 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის საქმესთან დაკავშირებით ექიმების აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილნი იყვნენ 33 სამედიცინო ასოციაციის ექიმები და ვახტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებდნენ.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლის თქმით, სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ კოლეგას და მოითხოვენ მის გათავისუფლებას. ექიმების განცხადებით, რეგულირების სააგენტოს აქტი, რომლითაც პროკურატურა ხელმძღვანელობს, არ პასუხობს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს და მის გადახედვას ითხოვენ.
"მოთხოვნა არის ერთი, ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება, ანუ პროკურატურამ უნდა გააუქმოს პატიმრობის მოთხოვნა. მეორე, რეგულირების სააგენტოს აქტი, რომლითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა, უნდა იქნეს გადახედილი და უნდა მოხდეს მისი თავიდან შესწავლა", — აცხადებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენელი.
ექიმების განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე, რეგულირების სააგენტოსა და მინისტრის შესაბამის ბრძანებაში საჭიროა ცვლილებები. ამ ცვლილებების საჭიროებაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც ისაუბრა 10 აგვისტოს, ექიმებთან შეხვედრის შემდეგ.
"ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები არის საჭირო განხორციელდეს საკანონმდებლო ბაზაში და ასევე რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, იმისათვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღესდღეობით ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი", — განაცხადა ტიკარაძემ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ.
სამედიცინო ასოციაციის გაერთიანების წარმომადგენლის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს და აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნა უნდა შეცვალოს.
4 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმების დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, კლინიკის ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა. უწყების ინფორმაციით, ყიფიანმა ოპერაციაზე დაიხმარა მაგდა ხოჭოლავა, "რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა". პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტი ამ დრომდე კომაშია.
10 აგვისტოს, ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რათა ამ საქმეში სიცხადე შეიტანოს, რაც ვახტანგ ყიფიანის საქმეზე დადებით გავლენას იქონიებს.
"საკანონმდებლო ბაზა არ იყო მზად იმისთვის, რომ ჩვენ განგვეხორციელებინა ბატონი ვახტანგ ყიფიანის კომპეტენციების ფარგლებში ის პროგრესული და თანამედროვე ჩარევა, რომელიც მან განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს ეს რეგულაცია იმისათვის, რომ სხვა ექიმებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში", — აღნიშნა ტიკარაძემ.
ექიმები და კლინიკა ბრალს უარყოფენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს, ანუ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, მოსამართლემ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოჭოლავას და ყიფიანს კი — წინასწარი პატიმრობა. გამომდინარე იქიდან, რომ ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები