უკონტაქტო სტიმულატორი, რომელიც უცხო ენების სწავლას აიოლებს
ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ მარტივი ყურსასმენების მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ტვინამდე მიმავალ მთავარ ნერვს ასტიმულირებს, ახალი ენის ხმების შესწავლის პროცესს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ჩინური ენის მანდარინის დიალექტი ინგლისურენოვანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულად სასწავლ ენას წარმოადგენს. ამის მიზეზი უმეტესწილად განსხვავებული ტონებია. ახალ კვლევაში მკვლევრებმა ინგლისურენოვანი ადამიანებისთვის ჩინურის შესწავლა ვაგუსის ნერვის უკონტაქტო სტიმულირებით შეძლეს. და რაც მნიშვნელოვანია, ამ ხერხით მათ არა მხოლოდ ენის შესწავლა, არამედ ამის ორჯერ სწრაფად გაკეთება მოახერხეს.
მკვლევრებმა უკონტაქტო ტექნიკა tVNS გამოიყენეს, რომლის დროსაც პატარა სტიმულატორი ყურის გარე ნაწილზეა მოთავსებული. იგი შეუმჩნეველი ელექტრული იმპულსებით ვაგუსის ნერვის ერთ-ერთ ახლომდებარე ტოტს ასტიმულირებს — ამ გზით აქტიურდება თავად ვაგუსის ნერვი.
კვლევაში 36 ინგლისურენოვანი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. მათ მოწყობილობის მეშვეობით ჩინურის ოთხი ტონის გარჩევა ასწავლეს. ცდისპირების იმ ნაწილმა, ვისაც მოწყობილობისგან მიღებული სტიმულით მანდარინის ისეთი ორი ტონი დაასწავლეს, რომლებიც, როგორც წესი, ინგლისურად მოსაუბრეებისთვის შედარებით მარტივი აღსაქმელია, სწრაფად შეძლებს ამ ტონების ერთმანეთისგან გამოცალკევება. წრთვნის დასასრულს ეს ადამიანები ტონების კლასიფიცირებაში იმ მონაწილეებზე 13%-ით უკეთესები და ორჯერ უფრო სწრაფები იყვნენ, რომლებსაც მოწყობილობა ეკეთათ, მაგრამ სტიმული არ მიუღიათ.
"არსებობს მოსაზრება, რომ ზრდასრულ ასაკში ახალი ენის სწავლა ადამიანებს არ გამოსდით, თუმცა ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის", — ნათქვამია კვლევაში.
ამჟამად მკვლევრები ამოწმებენ, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ tVSN-ით ჩატარებულმა ხანგრძლივმა სესიებმა მანდარინის იმ ორი ტონის გარჩევის უნარი გააუმჯობესოს, რომლებიც, როგორც წესი, ინგლისურად მოსაუბრეებისთვის საკმაოდ რთული აღსაქმელია და მიმდინარე კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
"ეს მეთოდი აბსოლუტურად უკონტაქტო და უსაფრთხოა, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი, მათ შორის — მედიცინაში. ჩვენი შემდეგი მიზანია, რომ გავიგოთ, თუ რა ნერვული მექანიზმი დევს ამ პროცესის უკან და სტიმულირების იდეალური ვარიაცია შევქმათ, რომელსაც ტვინის მოქნილობის მაქსიმალურად გაზრდა შეეძლება", — აცხადებენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები