ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიას ნაკრებში გავუშვებთ, თუ ევროლიგაში კლუბის თამაშებს არ დაემთხვევა
ცსკა-ს პრეზიდენტის, ანდრეი ვატუნინის განცხადებით, მზად არიან თორნიკე შენგელია სანაკრებო თამაშებზე გაუშვან, თუ ევროლიგაში კლუბის თამაშებს არ დაემთხვევა. ამის შესახებ მან Sports.ru-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
"ჩვენ მზად ვართ "ფანჯრების" დროს სანაკრებო თამაშებზე გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით, რომ ის ევროლიგაში ცსკა-ს მატჩს არ დაემთხვევა. მოთამაშის საქმეა, როგორ მოიქცევა. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ვიპოვით გამოსავალს. მომავალ სეზონში გამგზავრებები სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ იქნება, რადგან საქართველო, როგორც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყანა, ფინალურ ტურში საგზურს ფლობს, მსოფლიო რეიტინგისთვის იბრძვის და ახალ მოთამაშეებს ცდის. უფრო მნიშვნელოვანი 2021-22 წლების სეზონი იქნება, როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი მატჩები დაიწყება", — აღნიშნა ვატუნინმა.
მისივე თქმით, კონტრაქტის ხელმოწერის დროს მოთამაშეები ნაკრების თამაშებზე გამგზავრებას მნიშვნელოვან პირობად არ აღნიშნავენ და შენგელიასთან ასეთ შემთხვევას პირველად წააწყდნენ. როგორც ვატუნინი ამბობს, ხშირად ნაკრებისა და კლუბის თამაშებს შორის სხვაობა ერთი დღეა და სპორტმენისთვის ამის შეთავსება რთულია.
"კლუბები, ზოგადად, მოთამაშეებს სერიოზულ პრობლემებს არ უქმნიან. როცა კალათბურთელი ან ეროვნული ფედერაციის მხრიდან თხოვნა არსებობს, ყოველთვის არის მოლაპარაკებების საშუალება. აქ უნდა გავითვალისწინოთ სხვა რამ: მოცემული გრაფიკის დროს კალათბურთელებისთვის ამის შეთავსება ფიზიკურად რთულია. ხშირად კლუბისა და ნაკრების თამაშებს შორის სხვაობა ერთი დღეა და ამ დროში ქვეყნიდან ქვეყანაში უნდა გადახვიდე, აღდგე და მოემზადო. ამაზე ყველა არ დათანხმდება. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ თოკოს შემთხვევა სერიოზული პრეცედენტი იქნება, რომელიც "სისტემას გატეხს", — განაცხადა ცსკა-ს პრეზიდენტმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "გელოდებით მოსკოვში", — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.
თავის მხრივ, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ რუსული არმიის კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით თავი სამართლებელი არავის აქვს.
"ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ", — აღნიშნა შენგელიამ რუსთავი 2-თან.
გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად შენგელია იმასაც ასახელებდა, რომ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ექნებოდა.
ამ თემას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც და შენგელიას გადაწყვეტილებას მიუღებელი და სამწუხარო უწოდა.
თორნიკე შენგელიას გადასვლაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა. 7 ივლისს ამ საკითხს შენგელიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. მისი თქმით, ამ გუნდში წასვლით ან არ წასვლით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.
წაიკითხეთ:
გაიგეთ მეტი:
- მშვიდად გავივლი განსაცდელს, ჩემ გვერდით ღმერთია, მხოლოდ მასთან ვარ პასუხისმგებელი — შენგელია
- "გელოდებით მოსკოვში" — თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
- მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს — კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ბასკონიადან ცსკა-ში გადასვლაზე
- ბედნიერი ვარ — მოსკოვის ცსკა-ში გადასული საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი
- მიუღებელია — პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის მოსკოვის კლუბში გადასვლაზე
- კაპიტანი კიდევ გაგვახარებს წარმატებული კარიერით — ფედერაცია შენგელიას მოსკოვურ კლუბში წარმატებებს უსურვებს
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
კომენტარები