ლელო საქართველოსთვის გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც ქართული ოცნება ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ.
"ამ 8 წლის განმავლობაში არათუ რამე განხორციელდა, არამედ ქვეყანა ღრმა ძილში წავიდა. ქვეყანა გააჩერეს, დაამუხრუჭეს. ყველა მიმართულებით კრიზისია. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია იმ ადამინების იმედგაცრუება და პროტესტი, რომლებიც ერთ დროს ოცნების აქტიური წევრები იყვნენ. დღეს ჩვენ გვიერთდება ჯამბულ ხოზრევანიძე, გუშინდელ დღემდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დღეს უკვე ლელოს აქტიური თანამებრძოლი, რომელთანაც ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყნის დასავლური კურსი იქნას შენარჩუნებული და გავაგრძელებთ ქვეყნის აღორძინებას", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს გუნდის ახალი წევრი ჯამბულ ხოზრევანიძე აცხადებს, რომ ის თავის ახალ გუნდთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის იმედის დაბრუნებას აქტიურად შეეცდება.
"2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველოსთვის. 2016 წელსაც გამოვთქვი უკმაყოფილება იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. 2020 წელსაც იგივე მეორდება, იმ ადამიანებს ვხედავ ამ ხელისუფლებაში, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს შექმნეს რეჟიმი და ახლა ამ რეჟიმის გაუარესებას ცდილობენ. ესენი არიან ფეოდალები, რომლებიც მაგალითისთვის ვიტყვი და აჭარას ამუხრუჭებენ. მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის და სამწუხაროდ, ამ ასაკში ისევ უკუსვლით მიწევს წინა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს. მე მწამს, რომ ლელოსთან ერთად ადამიანებს დავუბრუნებთ იმ იმედს, რაც სჭირდებათ", — განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.
ჯამბულ ხოზრევანიძის ლელოს რიგებში გაწევრიანებას გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც.
"დღეს ლელოს გუნდი ძლიერდება მებრძოლი ადამიანით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე ყოფნის დროს აფიქსირებდა თავის ღირსეულ პოზიციას. მაშინ, როდესაც საჭირო იყო ბრძოლა ქუჩაში თუ აუდიტორიაში, ის იბრძოდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს ამ ადამიანს ვხედავთ ლელოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად და დასაყრდენად აჭარაში. ჩვენი მიზანია, დაფასდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის წინსვლისთვის", — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები