აზერბაიჯან-სომხეთის მოვლენები რეგიონში გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს — რეფორმერი
პოლიტიკური პარტია რეფორმერი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტს ეხმაურება. როგორც პარტიის წევრი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ლაშა პატარაია აცხადებს, საქართველო შენელებული მოქმედების ნაღმზეა და აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო დროინდელი მოვლენები რეგიონში გამოსაფხილებელი სიგნალი უნდა იყოს.
"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე 30 წელზე მეტია რეგიონის დესტაბლიზაციის წყარო და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუტოვა ანდერძად რეგიონს ე.წ მეტასტაზის სახით. სწორედ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში ე.წ მეტასტაზების შექმნა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ზეგავლენის ბერკეტად გამოიყენებდნენ.
საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის სათავეში მყოფი მთავრობის და მისი სპეცსამსახურების მუშაობის სტილი იგივე დარჩა. უფრო მეტიც, ის განვითარდა და მეტად სასტიკი, აგრესიული, მოდერნიზებული და მრავალფეროვანი გახდა.
პუტინის რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მსგავსი პრობლემები რეგიონში. რუსეთში პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ პანდემიური ფონის ესკალაციის დროს ეს კონფლიქტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას "სიმძიმის ცენტრის" გადასატანადაც, თუმცა ობიექტური რეალობა მოითხოვს იმის იდენტიფიცირებასაც, რომ უშუალოდ ამ კონფლიქტით სხვებიც არიან დაინტერესებულები.
თუ კონფლიქტის განვითარების დინამიკას გავითვალისწინებთ, ყურადსაღებია რომ ყარაბაღის ნაცვლად, შეტაკება თოვუზის რაიონში, პრაქტიკულად საქართველოს საზღვრებთან ახლოს მოხდა", — აცხადებს პატარაია.
ლაშა პატარაიას განცხადებით, ვითარების მკვეთრად და რადიკალურად ესკალაციის პირობებში პირდაპირ დგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რადგან ოპერატიულ-ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადმოსახედიდან არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია საომარი ვითარების შემთხვევაში მოითხოვს სამხედრო ან სულ მცირე ჰუმანიტარულ კორიდორს სომხეთთან, ხოლო თურქეთი აზერბაიჯანთან.
"ასეთ დროს თუ ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გვექნება, შესაძლოა ჩვენდაუნებურად მხარეც კი აღმოვჩნდეთ. ამას გარდა, გასათვალისწინებელია რუსული სამხედრო ბაზების სიახლოვე უშუალოდ თბილისთან. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზება სათავისოდ გამოიყენოს რუსეთმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციების მოწყობა დაიწყოს, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს სრულმასშტაბიან რეგიონულ კონფლიქტამდე, სადაც რამდენიმე მხარე იქნება ჩართული. ეს ყველაზე ცუდი სცენარია მოსალოდნელი სცენარებიდან, თუმცა სხვადასხვა დონეზე თუ ჩავშლით რისკებს და სულაც გამოვრიცხავთ საქართველოზე პირდაპირ სამხედრო გავლენას, ასევე აღსანიშნავია კოლოსალური ეკონომიკური პრობლემები რეგიონში, რომლებიც ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს და პანდემიის შემდგომი რეალობა უფრო დაამძიმოს", — აღნიშნავს ის.
როგორ რეფორმერის წევრი ამბობს, ასეთ დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები და შევძლოთ სამეზობლოში მშვიდობის მხარდაჭერა დიპლომატიის გზით, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი, როგორც რეგიონული მედიატორის პოზიციის ინიცირება, რაც აქამდე არ გაკეთებულა.
"შესაძლებლობა კი სახეზეა და საჭიროებაც, რადგან ეს პირდაირ გადის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი არ არის.
დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს თუ OSCE-ს ფორმატს არ ჩავთვლით, რომელიც არ არის საკმარისი და თანაც უკვე დადგა დღის წესრიგში ამ ფორმატიდან გასვლა. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მომრიგებლის როლი, გავხდეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროვაიდერი. მით უმეტეს, რომ თოვუზის რაიონთან, სადაც შესაძლოა კვლავ განვითარდეს დაპირისპირება, მოკლედ, ნიადაგი იმისა, რომ ამ ვითარებაში უზუნველვყოთ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა, რეგიონის მშვიდობის უზრუნველყოფაში კონტრიბუცია, საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება და ჩვენი გეო-პოლიტიკური მდებარეობის რეალური პოტენციალის გამოყენება, რომელზეც უნდა ხდებოდეს სწორება ჩვენს ყველა ნაბიჯში.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთიან, მტკიცე სტრატეგიაზე რეგიონში ჩვენი როლის გაძლიერებაზე, რაზეც აქამდე ჯერ საგნობრივი ინიციატივა და დისკუსიაც კი არ ყოფილა. მსგავსი მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებენ იმ სტრატეგიულ სიცარიელეებს, რომლებიც ქვეყანაში ასე უხვად გვაქვს და ზოგჯერ ეს ყველაფერი ჰგავს ცათამბჯენის აშენების მცდელობას პირდაპირ მესამე სართულიდან, როდესაც სართულები კი არა, ჯერ ფუნდამენტიც არ არსებობს.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეიმუშავოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც იქნება ორიენტირებული არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ყველა შესაძლო ვარიანტი, სადაც მკაფიოდ აისახება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება რეგიონში მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში. აღნიშნული საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და მხოლოდ ხელისუფლების ნაბიჯები ვერ იქნება საკმარისი.
რეფორმერის გუნდი უკვე ვმუშაობთ სხვადასხვა ვორქშოპის ფორმატში და ვიწყებთ აქტიურ დისკუსიებს მათ შორის კავკასიის გეოპოლიტიკური დოქტრინის ფუნდამენტურ საკითხებზეც. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა მხოლოდ სიტყვები არ არის, რომელსაც ყველა კონტექსტში ძლიერ მხარედ მივიჩნევთ და თითქოს ამაზე საუბარი უკვე პოპულისტურიც გახდა. არამედ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი რეალური პოტენციალი, რომელიც შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური და სხვა ფუნდამენტური მიმართულებებით", — აღნიშნავს რეფორმერის წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები