ჯასტინ ბალდონისთან სამართლებრივი დავის შემდეგ, ბლეიკ ლაივლის კარიერა საფრთხეშია
ბლეიკ ლაივლი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ $296 მილიონით დააზარალა.
ფოტო: Getty Images
ამერიკელი მსახიობი, ბლეიკ ლაივლი ამტკიცებს, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ცრუ ნარატივებმა, რომლებიც მას მჩაგვრელად მოიხსენიებდა, მსახიობის კარიერა თითქმის $300 მილიონით დააზარალა.
Fox News Digital-ის მიერ მოპოვებული ახალი სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ლაივლი ამტკიცებს, რომ ჯასტინ ბალდონის კინოკომპანიამ და მისმა პიარმა მსახიობზე შური იძიეს მას შემდეგ, რაც ლაივლიმ ბალდონის სექსუალურ შევიწროების გამო უჩივლა.
ფოტო: BBC
Gossip Girl-ის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მან სოლიდური შემოსავალი დაკარგა, რაც, მისივე შეფასებით, დაახლოებით $34.3-დან $87.8 მილიონამდე მერყეობს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი არის 2024 წლის აგვისტოდან 2029 წლის აგვისტომდე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობიდან, მათ შორის — სტუდიური ფილმები, დამოუკიდებელი პროექტები, სერიალები, სარეკლამო კონტრაქტები და ა.შ.
ბალდონის წინააღმდეგ მიმდინარე იურიდიულ დავაში ლაივლი კომპენსაციის სახით თითქმის $300 მილიონს ითხოვს. 38 წლის მსახიობმა დამატებით $40 მილიონი მოითხოვა რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანისთვის, რაც, მისი თქმით, გამოიწვია ცრუ ნარატივებმა, რომლებიც მას მჩაგვრელად მოიხსენიებდა.
ჯასტინ ბალდონი
ფოტო: The Hollywood Reporter
ლაივლის იურიდიულმა გუნდმა აღნიშნულ მოთხოვნას დაამატა $250,000-დან $400,000 ათასამდე იმ "ტკივილის, ტანჯვის, ფიზიკური ზიანისა და დამცირებისთვის", რომელიც მსახიობმა იმ პერიოდში განიცადა.
ბალდონის გუნდი ამტკიცებს, რომ ლაივლის მიერ შეფასებული ზარალი ხელოვნურად არის გაზრდილი და დაუსაბუთებელია. მსახიობის ადვოკატები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლაივლის ბიზნესებმა ფინანსურად მართლაც იზარალეს, მსახიობი პირადად ვერ მოითხოვს ამ ფულადი დანაკარგის ანაზღაურებას. ბალდონის ადვოკატები ითხოვენ, საქმე საბოლოოდ დაიხუროს.
ფოტო: People
შეგახსენებთ, რომ ბალდონისა და ლაივლის შორის სამართლებრივი დაპირისპირება კოლინ ჰუვერის წიგნის ეკრანიზაციის, It Ends With Us-ის, გადაღებების შემდეგ დაიწყო. 2024 წლის დეკემბერში ლაივლიმ ბალდონის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.
ჯასტინ ბალდონიმ ბრალდებები უარყო, იანვარში კი თავადაც შეიტანა $400-მილიონიანი სარჩელი ლაივლისა და მისი ქმრის, რაიან რეინოლდსის წინააღმდეგ, შანტაჟისა და ცილისწამების გამო.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები