არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზოგიერთი გადაწყვეტილება წლების შემდეგ ბევრად უფრო მკაფიო მნიშვნელობას იძენს — განსაკუთრებით მაშინ, როცა უკან იყურები და ხედავ, როგორ იქცა პატარა, შესაძლოა ეჭვით სავსე ნაბიჯი დიდ შესაძლებლობად.
განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისტორიების გაზიარებას, რომლებიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სწავლამ და მუდმივმა განვითარებამ განსაზღვროს ადამიანის გზა. ამჯერად, ინიციატივის ფარგლებში, გაეცნობით წარმატებული ადამიანების რეფლექსიებს იმის შესახებ, თუ რას ეტყოდნენ ისინი საკუთარ 19 წლის თავს — იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყვნენ.
ვიდეოფორმატის მიღმა დარჩენილი პასუხები ხშირად არანაკლებ საინტერესო და ღრმაა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სრულ ინტერვიუს მარი სუხიშვილთან — კრეატიულ და არტ დირექტორთან, არტ დაირექშენის ლექტორთან და საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის წევრთან.
მისი პასუხები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ აზრს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა იშვიათად არის სწორი და წინასწარ განსაზღვრული — ეს არის პროცესი, რომელიც შედგება პატარა გამარჯვებებისგან, შეცდომებისგან და მუდმივი განვითარების სურვილისგან.
მარის ისტორია გვახსენებს, რომ ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ იმ ნაბიჯებს ენიჭება, რომლებიც თავდაპირველად ყველაზე რთულად გასაბედია. ამიტომ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაც სწორედ ეს არის — არ შეწყვიტო ძიება, არ შეგეშინდეს შეცდომების და არ გაჩერდე განვითარების გზაზე.
რა გავლენა მოახდინა სწავლამ შენს ცხოვრებაზე?
სწავლამ მომცა მყარად დგომის საფუძველი და ის ხელსაწყოები, რომლებითაც ბევრი საინტერესო სათამაშოს შექმნა შეიძლება.
19 წლის ასაკში შენი ყველაზე დიდი ოცნება?
მინდოდა რაღაც ისეთი შემექმნა, რასაც ადამიანები იგრძნობდნენ.
პირველი პატარა გამარჯვება, რომელიც გახსოვს?
ერთხელ ისეთი მათემატიკური ამოცანა ამოვხსენი, რომელსაც მთელი კორპუსი — დიდიან-პატარიანად ერთდროულად ხსნიდა და ვერავინ ამოხსნა.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი შეცდომიდან?
რომ შეცდომა ყოველთვის გაკვეთილია.
რა გაიძულებს მუდმივად ისწავლო?
მუშაობის გარდა ვასწავლი სხვებსაც და ალბათ ეგ მაიძულებს დავრჩე რელევანტური დროსთან მიმართებაში.
რას იტყოდა 19 წლის შენ, დღევანდელ შენზე?
როგორც 34 წლის მარი ვერ იჯერებს, ისე 19 წლის მარიც ვერ დაიჯერებდა რომ ტყუპების დედაა.
წარმატება რა არის დღეს შენთვის?
წარმატება ჩემთვის პროცესია, რომელიც არასდროს მთავრდება. როგორც კი მას მიღწეულ მდგომარეობად ჩათვლი, მგონია, იქვე მთავრდება ზრდაც.
რომელმა გადაწყვეტილებამ შეცვალა ყველაფერი?
როდესაც სრულიად გამოუცდელმა მარიმ გაბედა და ერთი შეხედვით მიუღწევადი სამსახური მოითხოვა.
რა არის ყველაზე დიდი ძალა ახალგაზრდობაში?
ის, რომ შეგიძლია მთელი დრო ძიებას დაუთმო და ღამეების თენებას არ ნანობ მომავალი 3 დღის განმავლობაში.
რას ეტყოდი იმ 19 წლის საკუთარ თავს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ეჭვი აქვს?
არ მოუსმინო სხვებს, ვინც გეუბნება რომ უკვე გაიზარდე და უნდა იყო მეტად სერიოზული, არ გამოგადგება.
უფრო მეტისთვის ნახეთ ვიდეო.
სრული ინტერვიუსთვის, ეწვიეთ ბმულს.
და, გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები