ჯოან როულინგი და სხვა ცნობილი სახეები გვაფრთხილებენ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება
ფოტო: Debra Hurford Brown
ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან ჯოან როულინგი, სალმან რუშდი და მარგარეტ ეტვუდი სხვა 150-მდე ავტორთან, აკადემიკოსთან თუ აქტივისტთან ერთად ღია წერილს აქვეყნებენ, სადაც "საკუთარი აზრის დაფიქსირების შეზღუდვის" თანამედროვე ტენდენციებს აკრიტიკებენ.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტსა თუ სხვა სოციალური სამართლიანობის მოთხოვნებს ისინი იზიარებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამავდროულად "მორალისტური დამოკიდებულებები და პოლიტიკური ვალდებულებები გაჩნდა, რომლებიც ადამიანებს აზრის გამოთქმას უზღუდავს", რასაც ეს ცნობილი სახეები სხვა სოციალურ უსამართლობასთან ერთად უპირისპირდებიან:
"სასურველი დემოკრატიული ინკლუზიურობის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყველა იმ შეუწყნარებელ გარემოზე ვისაუბრებთ ღიად, რომელსაც ყველგან ვაწყდებით".
ღია წერილი გუშინ, 7 ივლისს Harper's Magazine-ში გამოქვეყნდა და მას უკვე ნახსენებ სახელებთან ერთად ისეთი ცნობილი ადამიანები აწერენ ხელს, როგორებიც არიან ლინგვისტი ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკი, ფემინისტი გლორია სტაინემი, მოჭადრაკე გარი კასპაროვი და მწერალი მარტინ ემისი.
"ინფორმაციისა და იდეების თავისუფლად გაცვლა, რაც ლიბერალური საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად უფრო იზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ ამას მხოლოდ რადიკალურად მემარჯვენეებისგან ველოდით, აღმოჩნდა, რომ ცენზურამ უფრო ფართოდ მოიკიდა ფეხი ჩვენს კულტურაში: საწინააღმდეგო შეხედულებების მიუღებლობა, საჯარო დამცირების ნორმად ქცევა, ადამიანების დევნა და ტენდენცია, რომ განსახილველი პოლიტიკური საკითხები ურყევ ჭეშმარიტებაში აურიონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თუნდაც უკმეხი და მწვავე აზრების გამოთქმის ღირებულებას ნებისმიერ ადგილას. მაგრამ ახლა მეტისმეტად ჩვეულებრივი ნორმაა მყისიერი და მკაცრი სასჯელის მოთხოვნა განსხვავებული სიტყვისა და აზრის გამოთქმის გამო", — ვკითხულობთ წერილში.
ხელმომწერებს შორის არიან ცნობილი მწერლები ჯოან როულინგი, მარგარეტ ეტვუდი და სალმან რუშდი.
ფოტო: AP, Getty, Tim Knox
ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი, ჯოან როულინგი ტრანსგენდერებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებების გამო რამდენიმე კვირის წინ ტრანსფობიაში დაადანაშაულეს და სოციალურ მედიაში მრავალმა ადამიანმა გააკრიტიკა, მათ შორის — ჰარი პოტერის ფილმების ვარსკვლავებმაც.
"რედაქტორებს კონტრვერსიული შეხედულებების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ; წიგნებს კრძალავენ არაავთენტურობის ბრალდებით; ჟურნალისტებს კონკრეტულ თემებზე წერა აკრძალული აქვთ; ლექტორების მიერ ლიტერატურული პერიფრაზის მოყვანის გამო გამოძიება იწყება; მკვლევრებს ცუდი გამოხმაურების მქონე აკადემიური ნაშრომის გამო სამსახურებიდან ითხოვენ და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თავიდან მხოლოდ იმ შეცდომების გამო იშორებენ, რაც შეიძლება ნებისმიერმა უნებლიედ დაუშვას", — აღნიშნულია წერილში, რომელსაც ჯოან როულინგიც აწერს ხელს.
ჯოან როულინგის განცხადებით, ის ამაყია, რომ ამ წერილს ხელს აწერს.
განცხადების ავტორებს შორის არიან New York Times-ის ჟურნალისტები დევიდ ბრუკსი და ბარი ვაისი. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გამოცემის რედაქტორი გაათავისუფლეს სამსახურიდან რესპუბლიკელი სენატორის ტომ კოტონის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო.
ხელმომწერებს შორისაა კიდევ ერთი ცნობილი გამოცემის Vox დამფუძნებელი მეთიუ იგლესიასი, რასაც მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა: ტრანსგენდერი ქალის ემილი ვანდერვეფის განცხადებით, ის ამის გამო Vox-ში თავს "ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობს".
ღია წერილს ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა, რის გამოც ერთ-ერთმა ხელმომწერმა გამოქვეყნებიდან მალევე მოითხოვა, რომ ხელმომწერთა სიიდან ამოეღოთ: ამერიკელი მწერლისა და ტრანსგენდერი აქტივისტის, ჯენიფერ ფინის განცხადებით, "არ იცოდა, თუ ვინ აწერდა ხელს კიდევ ამ წერილს".
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
-
Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა — ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
გადახედვა
-
ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს — კობახიძე ლილუაშვილის განაჩენზე
გადახედვა
კომენტარები