საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და გამოვიდეს გოგოებისთვის თანაბარი უფლებების მოთხოვნით
ფოტო: UNFPA
ნეპალის დასავლეთით მდებარე ერთ სოფელში, რაჩანა სნარი საკუთარი მამის ნების წინააღმდეგ წავიდა და უარი განაცხადა დაქორწინებაზე 15 წლის ასაკში; დაქორწინების ნაცვლად, მან სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო. დღეს იგი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ადვოკატია, რომელიც ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ იბრძვის და ცდილობს, დაიცვას ქალთა უფლებები.
აზერბაიჯანში, სადაც ტრადიციული სოციალური ნორმები ღრმად ფესვგადგმულია და სადაც გოგოსგან განსხვავებით, ბიჭის დაბადებას სიხარულით ხვდებიან, ჯანოღლან ილიასოვი გამოჩენილი ორატორია. ის ხელმძღვანელობს სემინარებს, რომელთა ფარგლებშიც კაცებს მოუწოდებს გააცნობიერონ თავიანთი დამოკიდებულება ქალებისა და გოგოების მიმართ, ეხმარება მათ გაიაზრონ ბიჭისადმი უპირატესობის მინიჭების მავნე შედეგები. მაგრამ მის ყველაზე მთავარ და სანუკვარ როლს მოსიყვარულე მამობა წარმოადგენს — ჯონოღლანი თავის ერთი წლის ქალიშვილზე ზრუნავს.
მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა კულტურას ეკუთვნიან, სხვადასხვა რელიგიას აღიარებენ და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, რაჩანასა და ჯანოღლანს ერთი ხედვა აერთიანებთ და ეს არის ის, რომ გოგოები სიყვარულსა და ზრუნვას იმსახურებენ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ სასურველი არჩევანი, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
თუმცა, მსოფლიოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ცვლილებებს ჩაუდგება სათავეში. გენდერულ უთანასწორობაზე აღმოცენებული სისტემები აგრძელებს საზოგადოებისთვის საზიანო სოციალური ნორმების და საზიანო პრაქტიკების დამკვიდრებას, რაც გოგოებსა და ქალებს საკუთარი უფლებებით სარგებლობის საშუალებას უზღუდავს და არ აძლევს საკუთარ სხეულთან და საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას.
ბავშვთა ქორწინება ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მასშტაბით — ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და ნეპალიდან დაწყებული, საქართველოთი, თურქეთითა და ალბანეთით დამთავრებული. 18 წლამდე ასაკშია დაქორწინებული ამჟამად უკვე 20-24 წლის ასაკის ქალების 30 პროცენტი — სამხრეთ აზიაში, 7 პროცენტი — აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანეში, 12 პროცენტი — აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ბიჭებისადმი უპირატესობის მინიჭებამ, რაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკას უდევს საფუძვლად და რომელიც მკვეთრად არის გამოხატული სამხრეთ აზიაში, ჩინეთსა და ვიეტნამში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი "გოგონას გაუჩინარების" შედეგად გამოწვეულ დემოგრაფიულ კრიზისში, რასაც მოჰყვა ქალებსა და კაცებს შორის რაოდენობრივი თანაფარდობის შემაშფოთებელი მასშტაბის დარღვევა.
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საფუძველი ჩაეყარა მრავალ ჩარჩო-ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვას და საზიანო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის აღსანიშნავია მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) 1994 წლის სამოქმედო პროგრამა, რომელიც 179 ქვეყნის თანხმობით შეიქმნა, რომლის ხედვაც გულისხმობს თანაბარ უფლებებსა და არჩევანის თავისუფლებას ყველასთვის და ემსახურება 2030 წლის დღის წესრიგის სისრულეში მოყვანასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი და სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობებს შორის შეთანხმებული ადვოკატირების შედეგად, ქვეყნებმა მიიღეს კანონები და გაატარეს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს გოგოებისა და ქალების დაცვას აღნიშნული და სხვა ზიანისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევა არათანმიმდევრული იყო, დროთა განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები მივიღეთ.
ეტაპობრივი წინსვლა აღინიშნება საზიანო სოციალურ და გენდერულ ნორმებთან ბრძოლის მიმართულებით. მშობლების, თემების და რელიგიური ლიდერების ჩართულობამ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის შენელებას შეუწყო ხელი.
საზოგადოების წევრებს შორის შესაბამისი საკითხების ცნობადობის ამაღლებამ საშუალება მისცა გოგოებს უარი თქვან ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, განაგრძონ განათლების მიღება, გამოიყენონ ეკონომიკური და საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობები.
ქალებსა და გოგოებს ამჟამად მეტი წვდომა აქვთ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და საჭირო მომსახურებებზე, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით.
ბევრი ქვეყნის მთავრობამ დანერგა საზიანო პრაქტიკების შესახებ მონაცემთა უკეთ შეგროვების მექანიზმები, გაამყარა ცვლილებებისათვის და ეროვნულ და ქვე-ეროვნულ დონეზე სათანადო პროგრამების გახორციელებისთვის საჭირო მტკიცებულებათა ბაზა.
თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდებ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, სახელწოდებით: "მისი ნების წინააღმდეგ", ყურადღებას ამახვილებს გლობალური მასშტაბით არსებულ საზიანო პრაქტიკებზე და გვთავაზობს რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციას მათთან გასამკლავებლად.
საზიანო პრაქტიკების დასაძლევად ერთიანი მიდგომა უნდა შევიმუშაოთ; უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ქმნის ამ პრაქტიკის საფუძველს და ერთიანი ძალებით შევეცადოთ მასთან გამკლავებას.
ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა — ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი პრაქტიკები წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და არა ტრადიციისა ან კულტურის ნაწილს, რასაც ხშირად იშველიებენ მათ გასამართლებლად.
ამასთან ერთად, ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ გენდერული თანასწორობა არის უმთავრესი საკითხი — გოგოებისა და ქალების ღირებულების არასათანადოდ შეფასება წარმოადგენს ყველა საზიანო პრაქტიკის სათავეს გლობალური მასშტაბით.
აღნიშნული მოხსენება არის მკაფიო გზავნილი ყველა ქვეყნისა თუ მთავრობისათვის, ნებისმიერი ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისა და სრულიად საზოგადოებისათვის: იგი ღირებულია.
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გოგოებისა და ქალებისადმი, როგორც საკუთრებისადმი მოპყრობა, უნდა შევწყვიტოთ მათით ვაჭრობა და მათი კონტროლი და უნდა მივცეთ მათ იმავე უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალება, რომლითაც ვაჟები და მამაკაცები სარგებლობენ.
საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და გამოვიდეს გოგოებისთვის თანაბარი უფლებების მოთხოვნით, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ განათლების მიღება, სათანადოდ მოემზადონ კარიერის დასაწყებად, გააკეთონ გააზრებული არჩევანი და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
მამაკაცებმა სხვაგვარად უნდა ისარგებლონ საკუთარი უპირატესობით და იზრუნონ ქალის ღირებულების ამაღლებაზე, მოითხოვონ რომ გოგოებისა და ბიჭებისადმი მოპყრობა იყოს თანაბარი და არადისკრიმინაციული.
ეკონომიკურმა და სამართლებრივმა სისტემებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ქალისთვის თანაბარი შესაძლებლობების, ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელსაც საფუძვლად დაედება თანასწორობა, დამოუკიდებლობა, ღირსების დაცვა და არჩევანის თავისუფლება.
მთავრობებმა პირნათლად უნდა შეასრულონ მათ მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და დაიცვან გოგოების უფლებები, მათ შორის, რეპროდუქციული უფლებები, და აღკვეთონ მანკიერი პრაქტიკები ყველგან, ერთხელ და სამუდამოდ.
ახლა, როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე ვმსჯელობთ, მსოფლიო COVID-19-ის პანდემიის დამანგრეველ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შეფასებით, მიმდინარე პანდემია შეაჩერებს ძალისხმევას, რომელიც ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული და შორს მიმავალ ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს, რასაც სავარაუდოდ, 2020 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, მოჰყვება მსოფლიო მასშტაბით ბავშვთა ქორწინების დამატებით 13 მილიონი შემთხვევა, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა შექმნილი ვითარება.
პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება, კონტრაცეპტივების მიწოდების შეფერხებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუგეგმავი ორსულობების რიცხვის ზრდას, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიეროს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკა.
ქვეყნებმა „კრიზისიდან გამოსვლისა და უკეთესი მომავლის შენების“ საკუთარი ძალისხმევა, ქალებისა და გოგონების ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაგეგმონ.
მიმდინარე კრიზისიდან გამოსვლის ძიების პარალელურად, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ საზიანო პრაქტიკები ყველგან. მილიონობით ადამიანის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რას და როგორ მოვიმოქმედებთ მოცემულ ეტაპზე. ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რომელიც ცდილობს დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულოვან ნიშნულს მიუახლოვოს, 100%-ით დაკმაყოფილებული იყოს მოსახლეობის ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული საჭიროება, ბოლო მოეღოს გენდერული ნიშნით ძალადობასა და ქალებისა და გოგონების მიმართ საზიანო პრაქტიკებს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები