Breakthrough Prize 2017: მეცნიერები სამეცნიერო გარღვევებისთვის დააჯილდოვეს
ფოტო: Breakthrough Prize
Breakthrough Prize სამეცნიერო ჯილდოა, რომელიც 2012 წელს გუგლის დამფუძნებელმა სერგეი ბრინმა, მარკ ცუკერბერგმა, იური მილნერმა და ჯეკ მამ მეუღლეებთან ერთად დააარსეს.
ჯილდო სამ კატეგორიაში რამდენიმე მეცნიერზე გაიცემა და საპრიზო ფონდი $25 მილიონია.
წარდგენილი კანდიდატებიდან გამარჯვებულებს სპეციალური საბჭო ირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ადამიანი შედის. იური მილნერი - Mail.ru Group-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი - Facebook-ის დამფუძნებელი, ანა ვოიჟისკი - 23andme-ს დამფუძნებელი და ამერიკელი ნეირომეცნიერი კორნელია ბერგმანი.
დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა, გთავაზობთ გამარჯვებულ მეცნიერებსა და მათ მიღწევებს.
ფოტო: Breakthrough Prize
სიცოცხლის მეცნიერებები ($3 მილიონი თითოეულ გამარჯვებულს):
- სტივენ ილიჯი - დაჯილდოვდა ნაშრომის გამო, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია, როგორ ზრდიან დაზიანების აღმომჩენი ცილები მუტირებული დნმ-ს გამრავლების პროცესს და შესაბამისად, ზრდიან კიბოს განვითარების რისკს.
- ჰარი ნოლერი - აღმოაჩინა, რომ სიცოცხლის წარმოქმნაში ცენტრალური როლი რიბოსომულმა რნმ-მა შეასრულა (რიბონუკლეინის მჟავა).
- როლანდ ნუსი - კვლევა Wtn გენსა და კიბოს წარმოქმნას შორის არსებულ კავშირზე.
- იოშინორი ოსუმი - ავტოფაგის აღმოჩენისთვის - ამ პროცესში უჯრედები საკუთარ თავს ამუშავებენ და საკვებს იღებენ. ამავე ნაშრომისთვის იაპონელ მეცნიერს 2016 წლის ნობელის პრემიაც გადასცეს მედიცინის დარგში.
- ჰუდა იაჰია ზოგბი - სპინოცერებრალური ატაქსიისა და რატტის სინდრომის ბიოლოგიური საფუძვლების აღმოჩენისთვის.
ფუნდამენტური ფიზიკა ($3 მილიონი საერთო საპრიზო ფონდი):
პრიზი გადაეცა სამ მეცნიერს:
- ჯოზეფ პოლჩინსკის
- ენდრიუ სტრომინგერს
- კურმუნ ვაფას.
სიმების თეორიაში, კვანტური ველის თეორიასა და კვანტური გრავიტაციის საკითხებზე მუშაობისას განსაკუთრებული მიღწევებისთვის.
მათემატიკა ($3 მილიონი):
პრიზი გადაეცა ჯინ ბორგეინს მისი განსაკუთრებული წვლილისთვის მაღალი განზომილების გეომეტრიასა და რიცხვების თეორიაში.
Breakthrough-ს გამოწვევა ახალგაზრდებს:
ამ კატეგორიაში ის ახალგაზრდები ჯილდოვდებიან, რომლებიც სამეცნიერო მიღწევების ვიზუალიზაციაზე და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაზე მუშაობენ. ამ პრიზის მისაღებად თინეჯერებმა უნდა შექმნან ვიდეო, რომელიც კონკრეტულ პროცესს, თეორიას ან სამეცნიერო თემას საინტერესოდ და ინფორმატიულად წარმოაჩენს.
გამარჯვებულებს $250 ათასი გადაეცემათ, დამატებითი ფულადი პრიზი გამოყოფილია გამარჯვებულის მასწავლებლისა და სკოლისთვისაც.
წელს ამ კატეგორიაში ორი გამარჯვებული გამოვლინდა:
დიანა სი - 17 წლის მოსწავლე სინგაპურიდან, ვიდეო ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების შესახებ:
ანტონელა მასინი - 18 წლის მოსწავლე პერუდან, ვიდეო კვანტური ფიზიკის შესახებ:
დაჯილდოების ცერემონიალი National Geographic-ზე გადაიცემოდა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა


კომენტარები