გენდერული კვოტები, დაფინანსება, რეკლამა, 25-მეტრიანი დისტანცია — რა იცვლება საარჩევნო კოდექსში
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალ საარჩევნო სისტემას გულისხმობს, საჭირო გახდა ახალი საარჩევნო კოდექსიც. ახალი წესები დაარეგულირებს, როგორ მიიღებენ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას, როგორ განაწილდება უფასო სარეკლამო დრო და რა ეღირება ფასიანი, მინიმუმ რამდენი ქალი უნდა იყოს პარლამენტში და როგორ დაისჯება ამომრჩევლის მოსყიდვა. ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული.
ამ საკითხებზე დღეს, 30 მაისს მმართველი გუნდის დეპუტატმა და საარჩევნო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესი
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცვლილებების მიხედვით, იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიაში იმ პირების დანიშვნა, რომლებიც წინა საერთო არჩევნებზე პარტიული ნიშნით იყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება კომისის ფორმირების წესს, კობახიძის განცხადებით:
"არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა და ასარჩევ წევრთა წარდგენა მოხდება საოლქო კომისიაში არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, რაც დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ მაქსიმალურაფ პროფესიული ნიშნით იყვნენ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები".
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ პროფესიული ნიშნით ყოფილიყო წარმოდგენილი და არა 6 პროფესიული და 6 პარტიული წევრისგან დაკომპლექტებულიყო, რასაც არც ოპოზიცია და არც მმართველი გუნდი არ დათანხმდა.
მედიაკამპანია და საეთერო დრო
ფოტო: ფოტო: თამუნა გეგიძე/ On.ge
ირაკლი კობახიძის განმარტებით, 2020 წელს სარეკლამო დროს 19 კვალიფიციურ სუბიექტს ექნება და ამას ვერ შეცვლიდნენ, მაგრამ ცვლილებები შევიდა მომდევნო არჩევნების სარეკლამო დროებში. კერძოდ, პარტიებსა და ბლოკებს საეთერო დრო განსხვავებული წესით დაეთმობათ.
"2020-ის შემდეგ უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს, ანუ 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის და დიფერენცირებული ბარიერი ბლოკებისთვის. რაც შეეხება პარტიებს ბლოკის შიგნით, ბლოკისთვის განკუთვნილი დრო თანაბრად გაიყოფა შემავალ პარტიებზე.
რაც შეეხება 2024 წლიდან ასამოქმედებელ რეგულაციას, მოგეხსენებათ ბლოკები აღარ არის და მოქმედებს 3%-იანი ბარიერი", — განაცხადა მან.
აღსანიშნია ისიც, რომ კობახიძის თქმით, ერთსა და იმავე მედიაორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანზე ჰყავდეს არაუმეტეს ორი წარმომადგენლისა, რომელიც ამავდროულად ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ტარიფები
ფოტო: On.ge
კობახიძის განცხადებით, შეიცვლება მაუწყებლის მიერ რეკლამის ტარიფის განსაზღვრის წესიც. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მედიებმა ტარიფებით მანიპულაცია ვერ შეძლონ.
ცვლილებების მიხედვით, ფასიანი სარეკლამო დროის ტარიფები წინასწარ დგინდება მაუწყებლის მიერ და მათი გადახედვა საარჩევნო კამპანის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი (თუ არ ჩავთვლით მეორე ტურს).
"50 დღის განმავლობაში მოქმედებს ერთი ტარიფი, ამის შეცვლა შეიძლება არჩევნებამდე 30 დღით ადრე და ბოლო 30 დღის განმავლობაში შეიძლება მოქმედებდეს უკვე მეორე ტარიფი.
ეს რეგულაცია გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას ტარიფების განსაზღვრის დროს. ძალიან ხშირად, მაუწყებლები ერთ დღეში ცვლიდნენ ტარიფებს და ამცირებდნენ რადიკალურად, ან ზრდიდნენ პირიქით, რომ ჰქონოდათ მანიპულაციისთვის სივრცე და საკუთარი ფავორიტი პარტიებისთვის ერთი ან მეორე ტარიფი შეეთავაზებინათ", — განაცხადა კობახიძემ.
აგიტაცია
ცვლილებების მიხედვით, სარეკლამო დროის მეშვეობით სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ აგიტაცია აიკრძალება. მისი თქმით, ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია, საქართველოში კი წლებს განმავლობაში სხვაგვარი პრაქტიკა იყო.
"ბუნებრივია, როდესაც არის გამოყოფილი პარტიისთვის უფასო საეთერო დრო, მან რეკლამა უნდა გაუწიოს საკუთარ თავს და არა სხვა სუბიექტს. ეს ეხება მხოლოდ პოზიტიურ რეკლამას. რაც ეხება ნეგატიურ რეკლამას, ამაზე არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს დაწესებული. იყო ამის განზრახვაც, მაგრამ ვერ შევთანხმდით და წავედით კონსენსუსზე", — განაცხადა კობახიძემ.
მესამე მხარისგან რეკლამის ან ანტირელამის განთავსება, რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ, ჩაითვლება პოლიტიკურ შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გაცხადებული ამ მხარეს საარჩევნო მიზნებზე. კობახიძის თქმით, აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული ნებისმიერი ჩარიცხვაც.
უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის ვიზუალური პარამეტრები
ირაკლი კობახიძის განმარტებით, როდესაც მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამა ვრცელდება, მთელი ვიდეორგოლის მსვლელობის დროს, საერთო ფართის ერთ მეათედს უნდა ფარავდეს როგორც პარტიის ნომერი, ისე საარჩევნო სუბიექტის დასახელება. ხოლო ბოლო 1 წამის განმავლობაში გარკვევით უნდა ჩანდეს, რომელ სუბიექტს ეკუთვნის სარეკლამო რგოლი.
"მაუწყებელს ეკრძალება საარჩევნო სუბიექტისთვის იმაზე მეტი დროის დათმობა, ვიდრე მას ეკუთვნის, როგორც უფასო, ასევე ფასიან ნაწილში", — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურიდან 3 კვირის თავზე ტარდება მეორე ტური და უფასო სარეკლამო დროს მეორე ტურში გამოიყოფა იგივე პროპორციით, რა პროპორციითაც გაიყვანეს სასრჩევნო სუბიექტებმა თავისი კანდიდატები.
რეგიონული მაუწყებლები
კობახიძის განმარტებით, საარჩევნო ცვლილებები რეგიონული მაუწყებლების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, რადგან ისინი უფრო მეტად დგანან ფინანსური პრობლემების წინაშე. კერძოდ, თუ საარჩევნო სუბიექტი შეისყიდის სარეკლამო დროს რომელიმე ტელევიზიაში, ის ვალდებული იქნება, რომ სარეკლამო ბიუჯეტის 10% რეგიონულ მაუწყებელში დახარჯოს.
ე.წ. სიჩუმის დღე
ცვლილებების მიხედვით, კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.
რეგულაციების დარღვევა
რეგულაციების დარღვევაზე პასუხისმგებელია ცესკო და მარეგულირებელი კომისია. კერძოდ, თუ საქმე საარჩევნო სიბუექტს ეხება, გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს მარეგლირებელი კომისიისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ხოლო, თუ საქმე მაუწყებელს ეხება, გადაწყვეტილებას უშუალოდ კომისია მიიღებს.
აგიტაცია — 25 მეტრის წესი
ფოტო: On.ge
ცვლილებების მიხედვით, ახალი 25 მეტრის წესი შემოდის, რომლის მიზანიც საარჩევნო უბანთან აგიტაციის გაკონტროლებაა. კერძოდ, საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება სააგიტაციო მასალების განთავსება, ასევე, ამ რადიუსში იკრძალება ამომრჩეველის შეფერხება.
თუ 25 მეტრის რადიუსში განთავსდება სააგიტაციო მასალა, მას ჩამოხსნიან. რაც შეეხება ამომრჩევლის შეფერხებას, მმართველი გუნდის დეპუტატი და ცვლილებების ავტორი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ:
"აქ არ იგულისხმება მხოლოდ პირდაპირი კანონსაწინააღმდეგო ფიზიკურად შეფერხება, არამედ ნებისმიერი შეფერხება, როდესაც გადაუდგები ამომრჩეველს და ეკითხები, თუ ვის აძლევს ხმას".
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენცია
კომიტეტის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმაზეც, რომ პრობლემური საკითხია არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მისი თქმით, ცვლილებები ითვალისწინებს შეზღუდვებს, რომელიც არამხოლოდ საჯარო მოხელეებზე, არამედ საჯარო სკოლის პედაგოგებზე, სსიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლებზე გავრცელდება, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. მისივე თქმით, ეს პირები ვერ მიიღებენ აგიტაციაში მონაწილეობას სამსახურებრივ საათებში.
ასევე, კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო რგოლების გავრცელებას.
გენდერული კვოტები
ფოტო: Jackie Wattles
საარჩევნო კოდექსი გენდერულ კვოტირებასაც ითვალისწინებს და პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებლებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს. კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.
"დღეს არის 21 ქალი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მინიმუმ 30-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა 2020-წლისთვის. მინიმუმ 37-მდე გაიზრდება 2024 წლის პარლამენტში. 2028 წლიდან უკვე ყოველი მესამე იქნება სიაში და 50-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა", — განაცხადა მან.
კობახიძის განმარტებით, თუ ქალი გამოაკლდება საარჩევნო სიას, ის ისევ ქალით უნდა ჩანაცვლდეს და თუ კაცი გამოაკლდება — კაცით.
გარდა ამისა, არსებობს "წამახალისებელი მექანიზმი", რომელიც გენდერული კვოტირების დაცვის შემთხვევაში, პარტიებს ფინანსურ სარგებელს ჰპირდება. რასაც ქვევით დაფინანსების მოდელის განხილვისას გავიგებთ.
სახელმწიფო დაფინანსება
ფოტო: On.ge
წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესი იცვლება. კობახიძის თქმით, ახალი რეგრესული დაფინანსების მოდელი შემოაქვთ, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი 50 000 ხმის მიღებისას პარტია თითო ხმაზე 15 ლარის დაფინანსებას მიიღებს, 50 000-ზე ზევით, ყოველ შემდეგ ხმაზე კი 5 ლარს.
"ფორმულის შინაარსი შემდეგია: პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის, პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას თითოეულ ხმაზე 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გარკვეული პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნებში, რაც უდრის 50 000 ხმას, ამ შემთხვევაში ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს.
ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი (თუ ყოველი მეოთხის ნაცვლად, ყოველი მესამე სიაში იქნება განსხვავებული სქესის), რაც არის 30%, შესაბამისად, ერთი მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში.
რაც შეეხება შემდეგ ხმებს, 50 000-ის ზევით, აქ თითოეული ხმისთვის მიიღებს პოლიტიკური პარტია უკვე 5 ლარს", — განაცხადა მან.
კობახიძის განმარტებით, დაფინანსების ახალი წესი უპირატესობას მიანიჭებს მცირე პარტიებს დიდ პოლიტიკურ ძალებთან შედარებით. მისივე თქმით, ამ კანონპროექტით ცვლილებები შევა კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და გაუქმდება დაფინანსების სხვა წესები.
ამომრჩევლს მოსყიდვა 100-ლარამდე თანხით
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქამდე მხოლოდ 100 ლარის ზევით თანხით მოსყიდვა იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ახლა კი 100 ლარამდე თანხით მოსყიდვაზეც სისხლის სამართლებრივი სანქცია გატარდება, კერძოდ, ჯარიმა.
არჩევნები 2020
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. აქამდე პარლამენტში პარტიული სიით 77 დეპუტატი და 73 მაჟორიტარი შედიოდა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ უძღოდა აქციები, პიკეტირებები, საპარლამენტო ბოიკოტი და 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ფასილიტატორი ელჩების დახამრებით დაიდო.
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები