რუსული ტამანის პორტის გახსნა ნათელი მაგალითია "ოცნების" ხელისუფლების განზრახვის — გეგელია
ფოტო: ლელო
ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულებას ლელო საქართველოსთვის ლიდერი გრიგოლ გეგელია ეხმაურება.
მისი თქმით, რუსული ტამანის პორტის გახსნა ნათელი მაგალითია ქართული ოცნების "კოლაბორაციონისტი ხელისუფლების" განზრახვის, რომ ისინი ხელს უწყობენ რუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესს.
"რუსული ტამანის პორტის გახსნა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ ჩაშალა მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა. ქართული ოცნების კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ნამდვილი განზრახვა სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის ხელშეწყობა. საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დაეზარალებინა რუსული ეკონომიკური ინტერესები. სამაგიეროდ, ამას შესწირა თავისი სახელმწიფოს ინტერესები, თავისი ხალხის ინტერესები, განვითარების, მასობრივი დასაქმების, ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გაათმაგების პერსპექტივა", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ლელოს ლიდერის თქმით, ცივილიზებული მსოფლიო ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, ამის საპასუხოდ კი მმართველი გუნდი რუსეთის ინტერესებს ქართული ინტერესების ხარჯზე ამყარებს.
"მაშინ, როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო, ევროპარლამენტი, კონგრესი, სენატი, მაღალი ჩინის სამხედრო პირები თუ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტის აშენება საქართველოს საერთაშორისო კალიბრის მოთამაშედ აქცევს, მავნებელი და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ყველაფერი იღონა რუსული პორტის და რუსეთის ინტერესების გასამყარებლად, საუკეთესო ქართული ინტერესების ხარჯზე"— განაცხადა გეგელიამ.
პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ქართული ოცნება "ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური, ანტისახალხო" პოლიტიკის გამო, მმართველი გუნდის კაპიტულანტური ხელისუფლება შემოდგომაზე დასრულდება და ანაკლიის პორტი ქართული ოცნების გარეშე აშენდება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები