ექსპერიმენტის მიხედვით, დნმ-ს, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნამდე ეარსება
დნმ და რნმ გენეტიკური კოდის ორ უმთავრეს ფორმას წარმოადგენს, რომლებიც ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის საშენი მასალის როლს ირგებენ. მეცნიერთა გუნდის მიხედვით კი, ისინი, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნამდე პერიოდში, მკაცრ პირობებში არსებობდნენ.
გუნდმა ციანიდ-წყალბადის მჟავაზე დაფუძნებული ქიმიური სისტემა გამოიყენა, რომელიც დედამიწაზე უძველეს პერიოდში არსებულ პირობებს იმეორებს. შემდეგ, მკვლევრებმა გენეტიკური ანბანის ოთხი ძირითადი მოლეკულური ასო შექმნეს. ერთად დაწყობის შემდეგ კი ამ ასოებმა ის მიმდევრობები შექმნეს, რომლებსაც უჯრედები ცილებად თარგმნიან.
ყველაზე ცნობილი მოსაზრების მიხედვით, რნმ დნმ-მდე ბევრად ადრე გაჩნდა. თუმცა ამ კვლევის მიხედვით ეს მოსაზრება არ დასტურდება.
"ადამიანები ფიქრობდნენ, რომ რნმ დნმ-სთვის მშობელივით იყო. ამ კვლევის თანახმად კი ისინი მოლეკულურ 'დებად' შეიძლება ჩაითვალოს", — განაცხადა კვლევის ავტორმა ჯონ საზერლენდმა.
თუმცა ამ აზრს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მეცნიერთა ნაწილის თქმით, ახალი კვლევა, შესაძლოა, სწორი იყოს, თუმცა დნმ-ის წარმოშობის შესახებ უფრო რეალისტური მოსაზრებებიც არსებობს.
"კვლევაში წარმოდგენილ მოსაზრებაზე ბევრად უკეთესი ჰიპოტეზები არსებობს", — განაცხადა საფრანგეთის ეროვნულმა სამეცნიერო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ფრანცის ვესტალმა.
კვლევა 3 ივნისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები