დომეინები საქართველოში რეგისტრირებული არაა — შსს-ს განმარტება, რატომ ვერ ბლოკავს ბავშვთა პორნოგრაფიულ მასალას
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გარკვეულ ინტერნეტ საიტებზე ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, იმ ვებგვერდების დომეინები, რომელზეც დღეს სავარაუდოდ მასალა განთავსებულია, საქართველოში რეგისტრირებული არ არის, რაც აღნიშნული მასალის დაბლოკვის შესაძლებლობას საკმაოდ ართულებს.
მათივე ინფორმაციით, რომ არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების მომხმარებლები თავადაც ახდენენ მსგავსი შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის რეალიზაციას და საეჭვო რეპუტაციის მქონე ვებგვერდებზე მათი გავრცელება სწორედ ამან განაპირობა.
"მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მასალა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე.
აღნიშნულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების დამზადება ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა ინტერნეტ საშუალებებით, რამაც ხელი შეუწყო დიდი მოცულობის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელთა ხელში მოხვედრას", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაშიც, მასალა, რომელიც ტელევიზიაში გასულ სიუჟეტში იქნა ნაჩვენები, ატვირთული იქნა უცხოურ საიტზე, რომელიც სავარუდოდ გამოძიების დაწყებამდე ან/და მიმდინარეობის დროს გაიყიდა.
"ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მასალა ხელმისაწვდომი არ გამხდარა სისხლის სამართლის საქმიდან და შესაბამის საიტებზე არ ატვირთულა საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება უცხოური სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რითაც მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2020 წლის 21 ივნისს, მთავარის არხის გადაცემა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე, სადაც საუბარი იყო, რომ ის პორნოგრაფიული მასალები, რომელიც საქმეში დევს ინტერნეტში კვლავ ხელმისწავდომია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები