რურუას დნმ-ის აღებაში მონაწილე პოლიციელები გამოკითხეს — პროცესი 25 ივნისს გაგრძელდება
ფოტო: On.
მთავარი არხის თანამფლობელის, ბრალდებულ გიორგი რურუას პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები, კერძოდ, ის პოლიციელები გამოკითხეს, რომლებიც რურუას საკნიდან დნმ ნიმუშის ამოღებაში მონაწილეობდნენ.
მოწმეები აცხადებენ, რომ რურუას დნმ-სთვის ოქმის შედგენა მოხდა საკანს გარეთ, იმავე შენობის სხვა ოთახში. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა ისიც, რომ იცნობს საპროცესო კოდექსს და იცის, რომ კანონით იმის თანდასწრებით უნდა შეედგინათ ოქმი, ვისგანაც დნმ ამოიღეს. მან განმარტა, რომ ეს ადგილზე შეუძლებელი იყო, თუმცა ასეთ ოქმს ხელი მოაწერეს.
სხვა ოთახში ოქმის შედგენას ისინი იმით ხსნიან, რომ საკანში გიორგი რურუა მათ მიმართ აგრესიული იყო და სხვა საკნებიდან პატიმრები ახმაურდნენ.
დაცვის მხარის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ამით დასტურდება პოლიციელთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბება. ადვოკატი ამბობს რომ პოლიციელმა ოქმის კანონდარღვევით შედგენა დაადასტურა.
"ზუსტად ასე მოხდა დოკუმენტების გაყალბება 18 ნოემბერსაც, როდესაც არ ჩატარდა ჩხრეკა, უბრალოდ, სადღაც პოლიციის შენობაში გამომძიებელმა შეადგინა ყალბი ჩხრეკის ოქმი და ამ ოქმში დააფიქსიდა, რომ მან აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, ანუს ადა. ჩვენ შევძელით ვუდეომასალის მოპოვება, იქ უტყუარად დადასტურდა დოკუმენტების გაყალბება და გაცილებით უარესად იმოქმედებდნენ იქ, სადაც მათი მეთვალყურეობა არ ხდებოდა", — ამბობს საძაგლიშვილი.
პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ვასილ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკანში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები დაცვის მხარის მტკიცებულებაა. მისივე განცხადებით, მოსამართლემ უნდა შეაფასოს რამდენად იყო არსებითი დარღვევა ადგილზე.
"საგამოძიებო მოქმედება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. ტექნიკური ხასიათის დეტალები: ადგილზე დალუქვა თუ რამდენიმე მეტრის მოშორებით, სასამართლოს შესაფასებელია", — ამბობს ის.
პროცესის დაწყებისას ბრალდებულმა გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ განუცხადა მოსამართლეს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნაა და სიმართლეს დაამტკიცებს. მან მოსამართლეს მიმართა, რომ ზეწოლა ხორციელდება მასზეც:
"ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოში, მადუროს ვენესუელას, ბელარუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე?
[...] კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ", — განაცხადა გიორგი რურუამ პროცესზე.
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ხვალ, 25 ივნისს გაგრძელდება. ადვოკატებია თქმით, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, დააყენებენ თუ არა გათავისუფლების შუამდგომლობას ხვალინდელ პროცესზე. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ისინი ამისთვის ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
კომენტარები