რა ვიცით 20 ივნისის აქციის დაშლაზე — ომბუდსმენი საქმის დეტალებზე საუბრობს
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
როგორ დაიწყო რეზინის ტყვიების გამოყენება და რატომ ვერ შეჩერდა თითქმის 5 საათის განმავლობაში? რამდენი ადამიანი დაშავდა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს სახალხო დამცველი?
სახალხო დამცველმა 20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნა პასუხები ათ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე.
რას ვიგებთ რაციების ჩანაწერებით რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე?
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უბრძანა, რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები.
თუმცა, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო.
სახალხო დამცველის მტკიცებით, 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ.
"რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელმძღვანელისგან უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა", — აღნიშნავს ომბუდსმენი.
რას ამბობენ მსროლელები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე?
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა.
"განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ", — აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე ინფორმაციით, აქციის დაშლისას, დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი.
"შს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია", — აღნიშნავს ომბუდსმენი.
რა როლი ჰქონდათ შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრსა და მის მოადგილეებს და იცოდნენ თუ არა მათ რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე?
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმციით, გიორგი გახარია, კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე პარლამენტთან 20 ივნისის 22 საათიდან იმყოფებოდნენ.
"მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ. მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა, თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს", — აღნიშნავს ომბუდსმენი.
ამასთან, დოკუმენტსი მითითებულია, რომ გამოძიებას არ აქვს დადგენილი მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება — პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და ა.შ.
იყო თუ არა აქციის დაშლისას გამოყენებული პროპორციული და თანაზომიერი საშუალებები
სახალხო დამცველი მიიჩნევს, გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, შემდეგი გარემოებების/ფაქტორების გამო:
- მეთოფეების მხრიდან ბრძანების არარსებობის პირობებში არალეტალური ჭურვების გამოყენება;
- ჭურვების და მეთოფეების დიდი რაოდენობა;
- ოპერაციის მიმდინარეობის ფართობი და რამდენიმე საათიანი პერიოდის მანძილზე
რეზინის ტყვიების გამოყენება; - დაშავებული მომიტინგეების რაოდენობა;
- ინდივიდუალური პოლიციელების მიმართ გამოცალკევებით მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ თავდასხმის შემთხვევების არ არსებობა. ეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას გაამართლებდა.
განხორციელდა თუ არა შეკრების მონაწილეთა გაფრთხილება ძალის მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე?
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ შეკრების შეწყვეტის ღონისძიებების დაწყებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე და შესაბამისად, სამართალდამცავებს მონაწილეებისთვის არც გონივრული დრო მიუციათ კანონიერი მოთხოვნის შესრულებისა და შეკრების ადგილის დატოვებისთვის.
"აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო აღნიშნული ვალდებულებისგან სამართალდამცავების გათავისუფლების წინაპირობა, რამდენადაც ადგილზე არსებობდა გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა როგორც პარლამენტში თვითნებური შეღწევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან სიტუაციის თავდაპირველ გამწვავებამდე, ასევე მის
შემდგომ პერიოდშიც", — ამბობს სახალხო დამცველი.
გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შსს-ს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადები, აგრეთვე მედიაში მინისტრისა და თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ძალის გამოყენებამდე მათი სათანადო გაფრთხილების სტანდარტს.
:კერძოდ, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მითითებით, ძალის გამოყენებამდე, მონაწილეთა გაფრთხილება შესაბამისი ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით, შეკრებაზე რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და არ იფარებოდეს სხვა ბგერებით. საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილება რამდენიმე ადგილიდან უნდა გაკეთდეს, რათა იგი ყველა მონაწილემ გაიგოს", — აღნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი.
რამდენი ადამიანი დაშავდა?
ომბუდსმენის ინფორმაციით, საქმეზე დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას გაეგზავნა 273 პირის დაზიანებების ამსახველი სამედიცნო დოკუმენტები, რომელთა მცირე ნაწილზე მიღებული დასკვნების თანახმად, ფიქსირდება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თავსა და სახეზე, ასევე, ცხვირის, შუბლის, ქალას და სახის ძვლების მოტეხილობები, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ხოლო 2 პირს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება დაუდგინდა.
"სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს აქციის დაშლის შემდგომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 116 პირი. მათგან 35 მიუთითებდა ძალადობაზე პოლიციის მხრიდან, 12 პირს დაზიანებებიც აღენიშნებოდა", — ამბობს ომბუდსმენი.
რამდენი ჟურნალისტი დაშავდა?
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი.
"რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როდესაც სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მედიის არც ერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი", — აღნიშნავს ომბუდსმენი.
რატომ ითხოვს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის იმჟამინდელი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას?
სახალხო დამცველის ინფორმაციით, გდდ-ს დირექტორის მიმართ ხელმძღვანელმა პირებმა, მინისტრმა და მოადგილეებმა ორჯერ გასცეს ბრძანება არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.
"დამატებით ერთხელ კი თავად გდდ-ს დირექტორმა ითხოვა ნებართვა რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე, რაზეც კვლავ უარი მიიღო. რეზინის ტყვიების გამოყენებაზე სამჯერ (23:36, 00:36 და 02:34 საათები) უარყოფითი ბრძანების მიღების მიუხედავად, ბრძანება არ შესრულდა და რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა აქტიურად. უფრო მეტიც, დაწყებული სროლების მიუხედავად, გდდ-ს დირექტორმა 21 ივნისის 00:16 წუთზე ხელმძღვანელობას მოახსენა მცდარი ინფორმაცია, რომ თოფებს არ იყენებენ", — აღნიშნავს ომბიდსმენი.
რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული?
სახალხო დამცველის ინფორმაციით, პროკურატურამ მოიპოვა ვიდეო-ჩანაწერები და მათი ნაწილი უკვე შეისწავლა/დაათვალიერა. გარდა ამისა, გამოძიებამ შსს-დან ამოიღო გარკვეული მასალები და დოკუმენტაცია.
"გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი. დაინიშნა ექსპერტიზები. ცალკე გამოყოფილ საქმეებში დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნეს 8 მოქალაქე", — აღნიშნავს ომბუდსმენი.
რა არ არის ამ დრომდე გარკვეული/ჩატარებული?
სახალხო დამცველის განცხადებით, ამ დრომდე არ არის გარკვეული რა ღონისძიებები იქნა გატარებული უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღკვეთის მიზნით შსს იმჟამინდელი მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე, ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი და ხელმძღვანელი პირების მიერ;
გარდა ამისა, არ არის მოპოვებული საპროტესტო აქციის მართვაში მონაწილე ყველა რგოლის სამართალდამცავი პირის რაციის ჩანაწერი; არ ამოუღიათ მობილური ტელეფონები და არ დანიშნულა ექსპერტიზები სატელეფონო შეტყობინებების, სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის მოპოვების მიზნით.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს მონაცემები 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით არსებულ საქმის მასალებს ეყრდნობა.
20 ივნისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილით საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატი იხილა. სწორედ აქედან დაიწყო მშვიდობიანი პროტესტი, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლა მოჰყვა, გავრილოვს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა.
პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილმა გააჟღერა მოთხოვნები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა. დაშავდა დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.
გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთში აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრას ედავებიან, მეორეში კი, სამართალდამცავებს ძალის გადამეტებას.
-
პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
გადახედვა
-
გიგა ბოკერია: ვურჩევ "ქართულ ოცნებას", ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ ორბანისგან — ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება გიგა ბოკერია: ვურჩევ "ქართულ ოცნებას", ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ ორბანისგან — ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება
გადახედვა
-
პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: ორბანის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის, "ქართული ოცნებაც" სიმონ ჯანაშია: ორბანის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის, "ქართული ოცნებაც"
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში
გადახედვა
-
"ლელო": "ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი" "ლელო": "ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი"
გადახედვა
-
მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
გადახედვა
-
რობერტ ფიცო: მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს რობერტ ფიცო: მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
გადახედვა
-
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
კომენტარები