ატლანტაში დაკავების დროს აფრო-ამერიკელი მოკლეს, პოლიციის უფროსი გადადგა, ქალაქი არეულობამ მოიცვა
ფოტო: Elijah Nouvelage / Reuters
აშშ-ში, ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ერიკა შილდსი თანამდებობა მას შემდეგ გადადგა, რაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აფრო-ამერიკელ რეიშარდ ბრუკსს ესროლა. აღნიშნულმა ინციდენტმა ქალაქში აქციების ახალი ტალღა გამოიწვია. მომიტინგეებმა სწრაფი კვების ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს.
რეიშარდ ბრუკსს პარასკევს, 12 ივნისს ესროლეს. შემთხვევა Wendy's-ის სწრაფი კვების რესტორანთან მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიცია ადგილზე რესტორნის თანამშრომლებმა გამოიძახეს. მათ პოლიციას შეატყობინეს, რომ ერთ-ერთ მძღოლს ჩაეძინა, რომლის მანქანაც საჭმლის გატანის ფანჯარასთან იდგა და სხვა ავტომანქანებს გასვლაში ხელს უშლიდა. ჩაძინებული მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუკსი იყო.
პოლიციის ინფორმაციით, მან ალკოტესტირება ჩააგდო და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბრუკსი ორ პოლიციელს ებრძვის, რის შემდეგაც ერთ-ერთ მათგანს ელექტროშოკს ართმევს და რესტორნის შენობაში შერბის. როგორც წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული, მოვლენების შემდეგი განვითარება უკვე პოლიციელის სამხრე კამერაშია დაფიქსირებული. ვიდეოზე ჩანს, რომ ბრუკსმა პოლიციელს ელექტროშოკი დაუმიზნა, რის შემდეგაც მას ესროლეს.
სასწრაფო დახმარების მისვლის დროს ბრუკსი ჯერ ცოცხალი იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რეიშარდ ბრუკსის დაღუპვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჯერ მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს, შემდეგ დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს Wendy's-ის სწრაფი კვების რესტორანს. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გადადგომის შესახებ ქალაქის მერმა, კეიშა ლენს ბოტომსმა განაცხადა. მისი თქმით, ერიკა შილდსმა თანამდებობის დატოვების შესახებ 13 ივნისს თვითონ მიმართა.
შილდსი ანტლანტის პოლიციის დეპარტამენტს 2016 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. სამართალდამცავ სტრუქტურაში კი მან სულ 20 წელი იმუშავა. ქალაქის მერის განცხადებით, გადადგომის მიუხედავად, შილდსი გააგრძელებს პოლიციაში მუშაობას, თუმცა უკვე სხვა თანამდებობაზე.
ამასთან, პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცარლოს კამპოსმა განაცხადა, რომ პოლიციელი გარეტ როლფი, რომელმაც სავარაუდოდ ბრუკს ესროლა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეორე პოლიციელი, რომელიც როლფთან ერთად იყო და 2018 წელს აიყვანეს, ადმინისტრაციულ სამსახურში გადაიყვანეს.
რეიშარდ ბრუკსის მკვლელობას წინ უსწრებდა ჯორჯ ფლოიდის ისტორია, რომელიც ასევე დაკავების დროს მოკლეს. ფლოიდი მინეაპოლისში დააკავეს, რად დროსაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელი დერეკ შოვინი მას კისერზე თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში მუხლს აჭერდა. ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, თუმცა შოვინმა და არც მასთან ერთად მყოფმა სამმა პოლიციელმა არაფერი იღონეს.
ჯორჯ ფლოიდის ამბავი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ახალი ანტირასისტული აქციების ტალღის წამომწყები გახდა. ხშირად მშვიდობიანი აქციები ძალადობრივ სახეს იღებდა, აქციის მონაწილეები კერძო საკუთრებას ანადგურებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის იყენებდა.
ამავე თემაზე:
- ფლოიდისჯორჯ ფლოიდის სიცოცხლის უკანასკნელი 9 წუთი და არეულობა აშშ-ში — მოკლედ მკვლელობას რუსეთი ანტიამერიკული პროპაგანდისთვის იყენებს
- ვირჯინიას შტატში დემონსტრანტებმა კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და ტბაში გადააგდეს
- ბრიტანეთსა და ბელგიაში რასიზმში დადანაშაულებული ისტორიული ფიგურების ძეგლები მოხსნეს
- 20 ფოტო აშშ-ის აქციებიდან პროტესტის იმ მხარეს გვიჩვენებს, რომელსაც იშვიათად ვხედავთ
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები