საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 831 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 694, გარდაცვლილი 13 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 3 213, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 303 და უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.