სპაიკ ლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილსა და აშშ-ში მიმდინარე პროტესტზე
ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ში შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას გარდაცვალების გამო მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, რასაც ცნობილი რეჟისორი, სპაიკ ლიც თავისი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმით გამოეხმაურა.
წუთნახევრიან ვიდეოში სამი სხვადასხვა კადრებია ერთმანეთთან დაკავშირებული: ერთი სცენა თავად სპაიკ ლის ფილმიდანაა Do the Right Thing, დანარჩენი ორი კი რეალურ — სხვადასხვა დროს დაპატიმრებისას ჯორჯ ფლოიდისა და ერიკ გარნერის გარდაცვალების კადრებს ასახავს.
გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ემოციურად მძიმე და დამთრგუნველ კადრებს.
სპაიკ ლიმ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც სამი ძმა ეწოდება, CNN-თან ჩართივს დროს გაავრცელა. ვიდეო იწყება წარწერით "ოდესმე შეწყვეტს ისტორია გამეორებას?" და 1989 წელს გამოსულ ფილმში Do the Right Thing პერსონაჟ რედიო რაჰიმის დაპატიმრების სცენა ჯორჯ ფლოიდისა და ერიკ გარნერის ანალოგიურ გამოცდილებასთან ერთადაა ნაჩვენები.
"როგორ არ ესმის ხალხს, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან? ეს სიახლე არ არის, ჩვენ გვინახავს აჯანყებები 60-იან წლებში, როცა მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. ყოველთვის რაღაც ხდება, ჩვენ კი სამართლიანობას ვერ ვიღებთ, ამიტომაც ხალხი ისე რეაგირებს, როგორადაც მათი ხმის სხვებისთვის გაგონებას შეძლებენ. ჩვენ ამას ისევ და ისევ, მუდმივად ვხედავთ: ეს ქვეყანა შავკანიანი ადამიანების დახოცვითაა აშენებული", — განაცხადა რეჟისორმა CNN-თან საუბრისას.
სპაიკ ლის მოკლემეტრაჟიან ფილმში ნაჩვენები ერიკ გარნერის დაპატიმრების კადრები 2014 წელსაა გადაღებული და მასში მონაწილე პოლიციელები პასუხისგებაში არ მიუციათ. ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა, დაკავებაში მონაწილე პოლიციელი კი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
კომენტარები