რა შედეგს მოიტანს გალის სამხედრო ქალაქად ჩამოყალიბება
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა გადაწყვიტეს გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება შექმნან. ამ სამხედრო გაერთიანების მნიშვნელობაზე და მის სამომავლო, შესაძლო შედეგებსა თუ საფრთხეებზე, On.ge-ს კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორს, კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილი ესაუბრა:
რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო შეთანხმების რატიფიკაციას როგორ შეაფასებდით?
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიახლესთან არ გვაქვს საქმე, რადგან რამდენიმე წლის წინ უკვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი წინ გველოდა. ზოგადად, იგი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც რუსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი იქეთკენ, რომ ფაქტობრივად, მისი კონტროლი აფხაზეთზე იყოს ტოტალური და საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს საერთაშორისო
კონტექსტში დადგება, უმტკივნეულოდ მოახდინოს ამ ტერიტორიის უკვე ფორმალური ანექსია.
ანუ ეს არის ამ ხელშეკრულების მიზანი...
რა თქმა უნდა მიზანი არის ის, რომ რუსეთი აფხაზეთში ყველაფერს აკონტროლებდეს. აფხაზები გარკვეულწილად ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან ხოლმე. რუსეთის კონტროლი აფხაზეთზე დიდია, თუმცა ამ ეტაპზე არ არის ტოტალური. ეს ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან იმ მიზანს ისახავს, რომ თუ სადმე აფხაზებს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, ის საკითხებიც თავის სასარგებლოდ მოაგვარონ.
არამგონია რეპრესიები და ქართველების გამოდევნა დაიწყოს. ვერ ვხედავ რუსეთის ამგვარ ინტერესს, რადგან შეიძლება ადგილობრივი ქართველების გარკვეული გამოყენებაც სცადონ ხოლმე შიდა თამაშებში.
გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, რა ელის ადგილობრივ მაცხოვრებლებს, იმ პირობებში, როცა მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად ქართველია?
ზოგადად ეს რეალობის ფორმალიზებაა იმიტომ, რომ გალში და მის მიმდებარედ, აფხაზეთის ნაწილებში ისედაც საკმაოდ ბევრი რუსული სამხედრო ქალაქია და ძირითადი მასა რუსი სამხედროებისა აქეთ ნაწილშია ისედაც გადმოსული, თუმცა, სხვადასხვა, მაგალითად, გუდაუთის ნაწილშიცაა ბაზები. არამგონია, რომ ეს მოსახლეობის ცხოვრებაზე მაშინვე აისახოს. ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდება იმის სანახავად, თუ რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე არამგონია, რომ ნახევარ, ან ერთ წელიწადში მოსახლეობა სხვაგან გადაასახლონ.
რა შეიძლება შეიცვალოს მათთვის [მოსახლეობისთვის] თუნდაც შორეულ პერსპექტივაში?
შეიძლება გადაადგილების რეჟიმი გახდეს პრობლემური. გადააგილებაში ვგულისხმობ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას. შეიძლება მეტი კონტაქტი გაჩნდეს ადგლობრივ მოსახლეობასა და რუსულ სამხედროებს შორის. ყოველ შემთხვევაში, იგივეს ვაკვირდებით ცხინვალის მიმართულებით, სადაც ადგილობრივებსა და სამხედროებს შორის არის გარკვეული ურთიერთობა - ზოგი ბაზებზე მუშაობს, საჭმლით ამარაგებენ და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი პრაქტიკული ურთიერთობა შედგეს მათ შორის. მე არამგონია რეპრესიები და ქართველების გამოდევნა დაიწყოს. ვერ ვხედავ რუსეთის ამგვარ ინტერესს, რადგან შეიძლება ადგილობრივი ქართველების გარკვეული გამოყენებაც სცადონ ხოლმე შიდა თამაშებში. მოგეხსენებათ, რომ ქართველები, აფხაზები და სომხები, ეს არის მოსახლეობის სამი ჯგუფი აფხაზეთში, დაახლოებით თანაბარი რაოდენობით და მათი მანიპულირებით, ზუსტადაც შეიძლება საკუთარი ინტერესებიც გაატარონ.
რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო გაერთიანება, რა სახის საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს საქართველოსთვის?
ეს ხელშეკრულება სამხედრო თვალსაზრისით ჩვენთვის პირდაპირ საფრთხეს არ შეიცავს, თუმცა საფრთხე უფრო სხვა კუთხითაა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ეტაპობრივად აფახაზური ჯარის გაქრობას და ჩვენ მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოთამაშეს. ამით რუსეთის ძალაუფლების კიდევ შემდგომი კონსოლიდაცია ხდება, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩვენთვის ნამდვილად საფრთხის მომტანიცაა და არცთუ ისე მომგებიანი სცენარი.
საქართველოს მთავრობას რა ბერკეტი აქვს გარდა იმისა, რომ ოფიციალური განცხადებები გააკეთოს და დაგმოს ეს ხელშეკრულება?
მართალი გითხრათ, ხელშეკრულების და იმ პროცესებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს აფხაზეთში მიმდინარეობს, რუსეთის ხელით, ბერკეტები არცთუ ისე ბევრია. რა თქმა უნდა, ერთი არის საერთაშორისო თანამეგობრობაზე აპელირება. მეორე კი ის თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტებთან მიმართებაში, იმ შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. აშკარაა, რომ ბევრი რამ იცვლება იურიდიულ დონეზე და ყოველშემთხვევაში, რეალურად ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენი სტრატეგია არ შეცვლილა 2010 წლიდან. მე ვგულისხმობ ჩვენს სტრატეგიებს კონფლიქტებთან მიმართებით. მისი შემუშავების შემდეგ 6 წელი გავდა და იცვლება სიტუაცია. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება განახლება და ამაზე ცოტა უფრო მეტი საუბარია საჭირო.
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა


კომენტარები