მაკიაჟის ტარებას ქალებისთვის მეტი ფული მოაქვს — სექსიზმი თუ ბიოლოგია?
ფსიქოლოგიაში და ეკონომიკაში, "სილამაზის პრემიუმის" ფენომენი არსებობს, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში უფრო მიმზიდველად თვლიან, ხშირად შედარებით მაღალი ხელფასით არაინ უზრუნველყოფილნი.
Journal of Economic Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შესაძლოა, რომ ქალები რომლებიც მაკიაჟს ხმარობენ, "სილამაზის პრემიუმს", ანუ თანამშრომლებისგან და/ან დამსაქმებლებისგან მეტ ნდობას და ფინანსურ დახმარებას იღებენ.
"სილამაზის პრემიუმის გარშემო დისკუსია ძირითადად ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ფიზიკური მიმზიდველობა და მისი პოტენციური სარგებელი ცვლადი არ არის", — ამბობს სტატიის ავტორი ანგელა კრისტიან სანტოს პოვოა.
მკვლევრის თქმით, ცხოველების მსგავსად ადამიანები თავიანთ თვისებებს "აბუქებენ", მაგალითად, მეტ ყურადღებას უთმობენ თავიანთ გამოკვეთილ, კონვენციურად ლამაზ ნაკვთებს და ა.შ.
ფსიქოლოგი ვარაუდობს, რომ ცხოველების მსგავსად, ყურადღების მისაქცევად ადამიანები აქსესუარებს იყენებენ.
კვლევა ცნობილ "ნდობის თამაშს" ეყრდნობა. ამ თამაში ძირითადად ორი მონაწილე ჰყავს: ნდობის გამცემი და ნდობის მიმღები. თამაშის იმ ვერსიაში, რომელიც პოვოამ გამოიყენა, მოთამაშეების ერთი ჯგუფი (ამ შემთხვევაში ქალები მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე), ფულს იღებს მონაწილეების მეორე ჯგუფისგან, რომელსაც ფული აბარია.
კვლევის ფარგლებში 38-მა ქალმა ნდობის მიმღების როლი მოირგო, ხოლო 304 მონაწილე ნდობის (ამ შემთხვევაში, დამატებით ფულის) გამცემი იყო. თამაშის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფულს უფრო მეტად ისინი იღებდნენ, ვისაც მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული, რადგან ისინი უფრო "ლამაზებად" მიიჩნეოდნენ.
ადამიანები გარკვეული მანიპულაციებით სილამაზის "გაუმჯობესებას" ხშირად ცდილობენ, დაწყებული მაკიაჟით, პოზირებით და ინსტაგრამის ფილტრით დამთავრებული. საინტერესოა, რამდენად ვრცელდება იგივე სტანდარტები კაცებზე.
აღსანიშნავია, რომ კვლევას მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს. სილამაზე, ისევე როგორც გარეგნობის შესაცვლელად კოსმეტიკის გამოყენება სხადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად არის აღქმული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამტკიცებს, რომ ევოლუციურად შესაძლოა ადამიანებში სილამაზის "უნივერსალური სტანდარტები" არსებობდეს, ეს არც ისე კარგად დასაბუთებული ჰიპოთეზაა.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობას ხშირად რამე მიზნისთვის ან ვინმესთვის ვიცვლით, აღსანიშნავია, რომ გარეგნობაზე "ზრუნვა", ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით, ხშირად ვინმესთვის თავის მოწონების საჭიროებიდან არ გამომდინარეობს. სილამაზისთვის და გარეგნობისთვის ყურადღების მიქცევა ხშირად უბრალოდ პირადი ესთეტიკური სიამოვნებისთვის ხდება.
"სილამაზის პრემიუმი" ზემოხსენებულს არ გამორიცხავს, თუმცა ბევრს ეს სამწუხაროდ შეიძლება არასწორად ესმის და სექსიზმს "ევოლუციით" ამართლებს.
სოციალურად რელევანტური კვლევები ყოველთვის დიდი სიფრთხილით უნდა წარიმართოს.
კომენტარები