ბრედ პიტმა ენტონი ფაუჩი განასახიერა და ტრამპის დეზინფორმაციას უპასუხა
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომედიური სატელევიზიო შოუ Saturday Night Live პანდემიისას გადაცემების ჩაწერას დისტანციურად აგრძელებს. ამ უჩვეულო ფორმატის ახალ გადაცემაში კი ბრედ პიტიც გამოჩნდა.
მსახიობმა მაყურებლებს კომიკური სკეტჩი შესთავზა, რომელშიც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი განასახიერა და კორონავირუსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გაბათილება სცადა. უფრო კონკრეტულად კი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საჯარო განცხადებებს გამოეხმაურა.
მაგალითად, მან გაიხსენა პრეზიდენტის დაპირება, რომ ვაქცინა "შედარებით მალე" იქნება მზად. ენტონი ფაუჩის როლში მოვლენილმა ბრედ პიტმა ამ მოსაზრებას ასე უპასუხა:
"შედარებით მალე" საინტერესო ფრაზაა. დედამიწის მთელ ისტორიასთან შედარებით? მაშინ, რა თქმა უნდა, ვაქცინა მალე იქნება მზად. მაგრამ თუ მეგობარს ეტყვი, რომ "შედარებით მალე შეხვდები" და წელიწად-ნახევრის შემდეგ გამოჩნდები, მაშინ შენი მეგობარი, ალბათ, შედარებით გაბრაზებული იქნება".
ფაუჩის განსახიერებისას ბრედ პიტმა ასევე გაიხსენა ტრამპის ფრაზა, რომ კორონავირუსის "ტესტები მშვენიერია" და ეს განსაზღვრება პრეზიდენტს ასე შეუფასა:
"ტესტები ნამდვილად მშვენიერია, თუ "მშვენიერების" იდეა ბამბის ჩხირის ცხვირიდან ტვინამდე შეღიტინებით გესმის".
Time-ის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ენტონი ფაუჩიმ იხუმრა, რომ Saturday Night Live-ში ბრედ პიტს მისი პიროვნება აუცილებლად უნდა განესახიერებინა და როგორც ჩანს, მისი სურვილი "შედარებით" არა, ნამდვილად მალე ასრულდა.
თავისი გამოსვლის შემდეგ ბრედ პიტმა პარიკი მოიხსნა და ამჯერად სრული სერიოზულობით გადაუხადა მადლობა როგორც ფაუჩის, ისე სხვა სამედიცინო პერსონალს:
"მადლობა, ექიმ ფაუჩის იმ სიმშვიდისა და კეთილგონიერებისთვის, რომელსაც ამ გაუსაძლის დროს იჩენს. ასევე მადლობა ყველა იმ სამედიცინო პერსონალს, სწრაფი რეაგირების ბრიგადებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც წინა ხაზზე უწევთ ყოფნა".
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები