ჯონ მაკკეინი: მიუღებელია ტრამპის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა
ფოტო: ASSOCIATED PRESS
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წამყვანი ხმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ მიუღებელია მისი თანაპარტიელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნებისმიერი მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მიმართულებით. ინფორმაციას ABC ავრცელებს.
მისი განცხადებით, მოსკოვთან ურთიერთობის განახლება ამერიკას სირიელი ხალხის მასობრივ მკვლელობაში თანამონაწილეს გახდის, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ახორციელებენ.
"ეს ჩვენნაირი დიდებული ერისთვის მიუღებელია. როდესაც ამერიკა მართლა დიდებული იყო, ის ტირანიის ბრძოლის წინააღმდეგ იდგა. ჩვენ იქ დგომა უნდა განვაგრძოთ".
მაკკეინმა, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, გააკრიტიკა პუტინი და მას კაგებეს ყოფილი აგენტი უწოდა, რომელმაც თავისი ქვეყანა ტირანად აქცია, მოკლა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და საფრთხე შეუქმნა ამერიკასთან მოკავშირეობას.
ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ორშაბათს შედგა, სადაც ამერიკისა და რუსეთს შორის სამომავლოდ ურთიერთობის გაუმჯობესება განიხილეს.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი აპირებს მტკიცე და ძლიერი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს რუსეთთან.
დონალდ ტრამპი თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ხშირად გამოხატავდა სიმპათიას ვლადიმერ პუტინის მიმართ. "ვლადიმერ პუტინი უკეთესი ლიდერია, ვიდრე ბარაკ ობამა" - თქვა მან. ტრამპის თქმით, მან იცის, როგორ აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას გაუარესდა.
"ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა" - დასძინა მაკკეინმა.
ჯონ მაკკეინმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, რომ ტრამპს აღარ დაუჭერდა მხარს.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები